არსებობს მოსაზრება, რომ კატები ჯადოსნურ ჯოხებს ჰგვანან „ჰარი პოტერიდან“. ისინი თავად ირჩევენ მფლობელებს. ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე, როდესაც ადამიანი არ გეგმავდა შინაური ცხოველის მოყვანას, მაგრამ ფუმფულა „ბრძენმა“ თავისებურად გადაწყვიტა და მომავალ პატრონს სახლის კარებთან დახვდა. რატომ შემოდის კატა სახლში? მოდით გავარკვიოთ, რას ამბობენ ამის შესახებ მისტიკოსები და ხალხური ნიშნები.
რატომ შემოდის კატა სახლში?
რატომ გვიგზავნის სამყარო ძაღლებს და კატებს? ეზოთერიკოსები ამას ასე ხსნიან. ცხოველები არიან თხელი ძაფები, რომლებიც ბუნებასთან გვაკავშირებენ. როდესაც ადამიანმა შექმნა ცივილიზაცია, ის ამაყი გახდა. მან გადაწყვიტა, რომ ბუნება დავიპყრო. მაგრამ სინამდვილეში, ჩვენი ფესვები არსად გამქრალა და ჩვენი სახლის ოთხფეხა სტუმრები ამ წმინდა კავშირის განმტკიცებაში გვეხმარებიან.
კატები და ძაღლები ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან, როგორც მასწავლებლები. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უმცროსი ძმების გაწვრთნა, არამედ მათგან გულწრფელობის, ერთგულებისა და ბუნებრიობის სწავლა. კუდიანი მეგობარი არასოდეს უღალატებს თავის ადამიანს. ღალატი – ორფეხების თვისებაა. რაც არ უნდა დაგემართოს, ფუმფულა ცხოველი ბოლომდე შენს გვერდით იქნება.
შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა ასუფთავებს ჩვენს სულს. საზოგადოება ჩვენზე ძლიერ გავლენას ახდენს. ბოროტ, ეგოისტ და ხარბ ადამიანებში ყოფნით, ჩვენ აუცილებლად ვივსებით ამ თვისებებით, როგორც ახალი კიტრი მარილიანი წყლის ქილაში. შინაური ცხოველები გვეხმარებიან კონტაქტის შენარჩუნებაში სიცოცხლის სუფთა ენერგიასთან.
ცხოველებთან კონტაქტით იკურნება ჩვენი სხეულიც. მათ იციან როგორ განკურნონ: გვართმევენ დაავადებებს და უარყოფით ენერგიას და განდევნიან უსიამოვნებებს. ამიტომ სჭირდებათ ასე ძალიან შინაურ ცხოველებს ჩვენი სიყვარული. ფუმფულა ფისოს მეშვეობით ადამიანს უმაღლესი განგებულება ესაუბრება, რომელიც სიკეთეს გვიბრუნებს სიკეთის წილ, სიყვარულს კი – სიყვარულის წილ. სამყაროსთვის არ აქვს მნიშვნელობა რომელ სხეულშია მისი შვილი – ადამიანის, კატის თუ ყვავილის. ის ყველას ერთნაირად ექცევა.
რატომ შემოდის კატა სახლში და აღარ მიდის?
რას ამბობს ფუმფულა სტუმარზე ხალხური რწმენა? ასეთ კატას მოაქვს კეთილდღეობა, იღბალი და ბედნიერება. ის მოდის თქვენი პრობლემების მოსაგვარებლად. კატის გაგდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აჭამეთ და წყალი დაუდგით სტუმარს. თუ შესაძლებელია, თქვენთან დაიტოვეთ. ის თქვენ თილისმად იქცევა და სახლში ყოველთვის იქნება ფული და კეთილდღეობა.
როდესაც კატას სახლში მიიყვანთ, მოეფერეთ და მასზე იზრუნეთ. ნიშნები 7 წლიან წარუმატებლობას ჰპირდება მათ, ვინც ცხოველს გააგდებს ან უხეშად მოექცევა. ამიტომ უმჯობესია გაუფრთხილდეთ თქვენს ფუმფულა მეგობარს ან ოჯახი უპოვოთ. მაგრამ ჯერ დარწმუნდით, რომ ფუმფულა დაკარგული არ არის.
კატებმა მოიპოვეს მაცნეების რეპუტაცია იმიერ სამყაროდან. მაგრამ ნუ შეგეშინდებათ. მისტიკოსები თვლიან, რომ მათი სახით სახლში გარდაცვლილი ნათესავის სული მოდის. ან კატა დამამშვიდებელი მაცნეს როლს ასრულებს. მისი მოსვლა დამწუხრებულ ოჯახს ატყობინებს, რომ მათი საყვარელი ადამიანის სულმა სიმშვიდე ჰპოვა.
თუ კატა სახლში შემოვიდა და შემდეგ გაიქცა, ეს ნიშნავს, რომ მან სახლს სიკვდილი მოაშორა. თუ ოთხფეხა სტუმარი ხანდაზმულ წყვილს ესტუმრა, ეს შეიძლება ნიშნავდეს მათი შვილების სწრაფად დაქორწინებას.
გამოვიცნოთ მოსალოდნელი ცვლილებები კატის ფერების მიხედვით
კატის ბეწვის ფერი ასევე შეიძლება მიუთითებდეს ახალი მაცხოვრებლის მოსვლის მნიშვნელობაზე.
ამგვარად, მისტიური შავი კატა სახლს უბედურებას აშორებს, ხოლო თუ მას თეთრი ლაქები აქვს, მის მომავალ პატრონს ხელფასის მატება ან კარიერული ზრდა ელის.
თეთრი კატები გვპირდებიან წარმატებას, რაიმე სასიხარულო მოვლენას და სიმდიდრეს. თეთრი „ხალათი” ასეთ ცხოველებს საუკეთესო მკურნალებად აქცევს. საკმარისია 10-15 წუთის განმავლობაში დაწვეთ მის გვერდით და მთელი თქვენი დაღლილობა გაქრება.
ჟღალი კატა შავი ზოლის დასასრულს მიანიშნებს. მათთან ერთად სახლში შემოდის ბედნიერება, სიხარული, კარგი მეგობრები და მატერიალური კეთილდღეობა. და კიდევ, ის საუკეთესო თილისმაა ქურდების წინააღმდეგ.
ნაცრისფერი კატა კარგად გრძნობს თქვენთან მოსული სტუმრის ზრახვებს. თუ ის კნავის, გარბის ან თავდასხმას ცდილობს სტუმარზე, ეს ნიშნავს, რომ მას ბოროტი განზრახვა აქვს.
სამფეროვანი კატა სიყვარულის მაცნეა! იჩქარეთ და სახლში წაიყვანეთ თქვენი სტუმარი, რადგან მის შემდეგ თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე თქვენი მეორე ნახევარი შემოვა. თუ დაქორწინებულ წყვილში უთანხმოებაა, ფერადი კატა ურთიერთობას კეთილდღეობას, სითბოს და სიყვარულს დაუბრუნებს.
ახლა თქვენ უკვე იცით, რატომ შემოდის კატა სახლში. ის არასოდეს აირჩევს ცუდ ადამიანს თავის პატრონად. ამიტომ, თუ ფუმფულა სტუმარი თქვენს კართან აღმოჩნდება, ნუ გააგდებთ – ის აუცილებლად მოგიტანთ ბედნიერებას.