დღეს წარმოუდგენლად სასარგებლო დესერტის – ჩირის კექსის მომზადებას გთავაზობთ. დიახ ჩირის კექსი და არა კექსი ჩირით, რადგან დესერტი ბევრ ჩირს და კაკალს, ამასთან ცოტა ფქვილს შეიცავს. კექსი ნოყიერი, გემრიელი და სასარგებლო გამოდის.
მისი შენახვა დიდხანს შეგიძლიათ – ხანგრძლივად შენახვის შემდეგ კექსი კიდევ უფრო გემრიელი ხდება. ამ რეცეპტით კექსი ტკბილი და სასიამოვნო არომატის გამოდის. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ იმწამსვე მიირთვათ, ან ქაღალდში შეახვიოთ და წვეულებისთვის გადადოთ.
ჩირის კექსი
ინგრედიენტები:
- 300-400 გრ ჩირის და კაკალის ნარევი (მაგ.: გარგარის ჩირი, 2 სახეობის ქიშმიში, შავქლიავი, მოცვი, ლეღვი და კაკალი)
- 2 კვერცხი
- 6 ს/კ ყავისფერი შაქარი
- ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
1.გარგარის ჩირი და შავქლიავი დაჭერით და კაკალს და სხვა დანარჩენ ჩირს აურიეთ.
2.კვერცხი ჩანგლით ათქვიფეთ და ჩირის ნარევი დაუმატეთ.
3.შაქარი, ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
4.180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში კექსი დაახლოებით 45 წუთით გამოაცხვეთ.
ამ დესერტის მომზადება აუცილებლად სცადეთ, თუ ძალიან ტკბილი დესერტი არ გიყვართ. მისი გემოთი და არომატით გაოცებული დარჩებით, ხოლო ორგანიზმი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას მიიღებს.