ჟელე ცივი დესერტია, რომელსაც ჟელატინით აკეთებენ. დამატკბობლის სახით კენკრას, ჯემს, სხვადასხვა ხილს ან ხაჭოს უმატებენ.
ჟელეს მომზადების წინ, ჟელატინი წყალში უნდა გახსნათ. მნიშვნელოვანია, ეს სწორად გააკეთოთ. ჟელატინს მხოლოდ ცივ წყალში (მაქსიმუმ 20 გრადუსის) ხსნიან. თუ ცხელ წყალს გამოიყენებთ, ჟელატინი უბრალოდ არ გაიხსნება.
სითხის დასხმის შემდეგ, ჟელატინი ნახევარი საათიდან 1 საათის განმავლობაში იბერება. შემდეგ მას უმატებენ წვენს, კომპოტს ან ხილის სიროფს და წყლის ორთქლზე აცხელებენ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება.
გემრიელი ჟელე
როგორ გავხსნათ ჟელატინი სწორად
1.ყველა აუცილებელი პროპორციის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ შედეგად რეზინა არ მიიღოთ. თუ თქვენ 20 გრ ჟელატინი გაქვთ, ის 1 ლ წყალს აურიეთ. შედეგად ყანყალა ჟელეს მიიღებთ. თუ გაქვთ უფრო მეტი ჟელე (40-დან 60 გრ) და 1 ლ წყალს დაასხამთ – მიიღებთ ჟელეს, რომელიც აუცილებლად დასაჭრელი გახდება.
2.ჟელატინი ადუღებამდე არასდროს მიიყვანოთ.
3.ხილთან ერთად ლამაზი ფორმა რომ ჰქონდეს, სასურველია თუ მას ფორმაში თანაბრად ჩაასხამთ, ხილს კი წვრილად დაჭრით.
4.ჟელატინი საყინულეში არ გააგრილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კრისტალურ მასას მიიღებთ.
5.ყურადღება მიაქციეთ ჟელატინის გამოყენების ვადას, ვადაგასული პროცესი მთელ დესერტს გაგიფუჭებთ.
ჟელეს შემცველი ხილი და კენკრა საკმარისი რაოდენობის ვიტამინებს ინარჩუნებს. რძისა და კაკაოს ჟელე დაბალ კალორიული და კარგად ათვისებადია. ჟელატინი ძვლების, ფრჩხილებისა და თმების გამაგრებას უწყობს ხელს. გემრიელი დესერტები ჟელატინით მინიმალურ დანახარჯს და მცირე რაოდენობის პროდუქტს მოითხოვს. გთავაზობთ ჟელეს მომზადების ტოპ 5 ვარიანტს.
რძის დესერტი
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ჟელატინი
- 0.5 ჭიქა წყალი
- 3.5 ჭიქა რძე
- 3 ს/კ შაქარი
- მწიკვი ვანილი
მომზადება:
1.ჟელატინის ფხვნილს ადუღებული და შემდეგ გაგრილებული წყალი დაასხით და ჭურჭელი ნახევარი საათით გააჩერეთ, ამის შემდეგ კარგად გაწურეთ.
2.რძე ადუღებამდე მიიყვანეთ და შაქარი დაუმატეთ. შემდეგ შაქართან ერთად ადუღეთ და ცოტა ხანში ცეცხლიდან გადმოდგით.
3.მუდმივად რძეს ურიეთ და გაწურული ჟელატინი დაუმატეთ. მიღებულ მასას გაგრილება აცადეთ და ცოტა ვანილი მოაყარეთ.
4.ყველაფერი კარგად აურიეთ და საწურის ან მარლის გამოყენებით გაწურეთ.
5.მიღებული მასა ფორმებში გადაასხით და ცივ ადგილას მოათავსეთ.
შოკოლადის სუფლე
ინგრედიენტები:
- 8 კვერცხი
- 200 გრ შაქრის ფხვნილი
- 1 ლ რძე
- 50 გრ კაკაო
- 25 გრ ჟელატინი
- 4 გრ ვანილი
მომზადება:
1.კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ.
2.გული ფხვნილს აურიეთ და კაკაოს ფხვნილი და რძე დაუმატეთ. კაკაო მანამდე რძეში უნდა გახსნათ.
3.დაბალ ცეცხლზე ნარევი ადუღებამდე მიიყვანეთ, მუდმივად აურიეთ.
4.გაზი გამორთეთ და მორევა გააგრძელეთ და ცივ წყალში გაწურული ჟელატინი დაუმატეთ.
5.ცილა ათქვიფეთ ვანილთან ერთად და გაგრილებულ ნარევს დაუმატეთ.
6.აურიეთ, ფორმებში ჩაასხით და ცივ ადგილას შეინახეთ.
ჟელე იოგურტთან ერთად
ინგრედიენტები:
- 40 გრ ჟელატინი
- 0,5 ჭიქა წყალი
- 2 ს/კ იოგურტი
- 50 გრ კაკაო
- 100 გრ შაქარი
- ნახევარი ლიმონის ცედრა
- 2 ს/კ კონიაკი
მომზადება:
1.ჟელატინი გარკვეული დროით ძალიან ცივ წყალში დატოვეთ, შემდეგ ცხელი დაასხით და კარგად აურიეთ.
2.იოგურტი დაუმატეთ, რომელიც წინასწარ შაქართან ერთად კარგად ათქვეფილი იქნება.
3.მიღებულ ნარევს გახეხილი ცედრა და ალკოჰოლი დაუმატეთ.
4.მზა მასა ნებისმიერ ფორმაში ჩაასხით.
ჟელე „ჰაეროვანი რძე“
ინგრედიენტები:
- 0,5 ლ რძე
- 2 ს/კ შაქარი
- 100 მლ წყალი
- 25 გრ ჟელატინი
- მწიკვი ვანილი
მომზადება:
1.ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და დაელოდეთ, სანამ ის გაიბერება.
2.შაქარი რძეში გახსენით და აადუღეთ, ვანილი დაუმატეთ.
3.ადუღებულ რძეს ჟელატინი დაუმატეთ. რძე ერთგვაროვანი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ.
4.მიღებული ნარევი მომზადებულ ფორმებში გადაანაწილეთ და ცივ ადგილას შეინახეთ.
კენკრა-რძის ჟელე
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ჟელატინი
- 0,5 ჭიქა წყალი
- 1,5 ჭიქა რძე
- 4 ს/კ შაქარი
- 3 ს/კ კენკრა
მომზადება:
1.ჟელატინს ცივი წყალი დაასხით და ნახევარი საათით გააჩერეთ.
2.რძე აუცილებელი რაოდენობის ნახევარ შაქართან ერთად ადუღებამდე მიიყვანეთ.
3.როცა რძე ადუღდება, ნახევარი გაწურული ჟელატინი დაუმატეთ. მუდმივად მორევა არ დაგავიწყდეთ.
4.წინასწარ გაგრილებულ ლითონის ფორმებში მიღებული რძის მასა ჩაასხით. ფენა დაახლოებით 5 სმ უნდა გამოვიდეს. მაცივარში შეინახეთ და კარგად გაგრილება აცადეთ.
5.მანამდე კენკრის ჟელე მოამზადეთ. კენკრის წვენი გაწურეთ.
6.დარჩენილ კენკრა შაქართან ერთად აადუღეთ.
7.შემდეგ კვლავ გადაწურეთ, დარჩენილი ჟელატინი დაუმატეთ და კარგად მოურიეთ.
8.მაცივრიდან ფორმები გამოიღეთ და ზემოდან კენკრის ჟელე დაასხით. შემდეგ კი კვლავ რძის ფენა.
ჯანსაღი კვების მიმდევრებს ურჩევნიათ სახლში მომზადებული ჟელე, როგორც გამომცხვარი და მაღაზიაში ნაყიდი საკონდიტრო ნაწარმის ხარისხიანი ალტერნატივა. სასარგებლო თვისებების და გემოს წყალობით ბავშვებისთვის საყვარელ გემრიელ დესერტს წარმოადგენს.