მხოლოდ ის, რომ საკმარისი ფული გაქვს, არ ნიშნავს რომ ლამაზად ჩაცმას შეძლებ. გემოვნება ყველას არ აქვს. სამაგიეროდ, თქვენ ნამდვილად შეძლებთ ატაროთ ექსკლუზიური ტანსაცმელი და გადაუხადოთ იმ ადამიანებს მომსახურების საფასური, რომლებიც მზად არიან შეარჩიონ თქვენთვის იმიჯები. ვივიენის ამ სტატიაში გიამბობთ, რას არ ჩაიცვამს ახალგაზრდა მდიდარ ქალი.
ახალგაზრდა, მდიდარი ქალი ყოველთვის მზად არის გასარისკად
უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეგეშინდეთ გამორჩევის. ბევრი ლამაზმანი თავს მალავს, რადგან მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რა ჩაიცვან და რა – არა. ასე რომ, ჩაცმულობაში გარისკვა და თქვენი გარეგნობით სხვების გაოცების სურვილი არის ის, რისკენაც ღირს სწრაფვა.
რა თქმა უნდა, შეცდომებისგან არავინ არ არის დაზღვეული, მაგრამ, ისევე როგორც დაავადებების შემთხვევაში, უმჯობესია მათი პრევენცია, ვიდრე მოგვიანებით გამოსწორება. უმდიდრესი და გავლენიანი ქალების გარდერობშიც კი ბევრი რამის ნახვა შეიძლება, თუმცა არ ღირს მათი ტარება, რადგან ისინი მხოლოდ გააუფასურებენ იმიჯს.
დიდი ლოგოები
დღეს, მხოლოდ ბლოგერებს, რომლებსაც ფული აქვთ აღებული რეკლამისთვის, შეუძლიათ ატარონ რაღაც ნივთი უზარმაზარი ბრენდის ლოგოთი, რომელიც სიტყვასიტყვით ყვირის საკუთარ თავზე. ცნობილი სახეები დიდი ხანია მიეჩვივნენ იმას, რომ ადამიანებს, თუ სურთ, ყოველთვის შეუძლიათ გაარკვიონ დიზაინერის ან ბრენდის სახელი. მისი ჩვენება საჭირო არ არის.
კლასიკური კოსტუმები
ფილმებში წარმატებული და მდიდარი ქალები ატარებენ მკაცრ, კლასიკურ სამოსს. მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ცოტა სხვაგვარადაა. არა, მთლიანად უარი არ უნდა თქვათ კლასიკაზე. უბრალოდ კარგი იქნება, რომ უფრო უწონო და კომფორტული გახადოთ.
დღესდღეობით მოდის სამყაროში სულ უფრო იკიდებს ფეხს მოხერხებულობის ტენდენცია. მდიდარი ადამიანები იშვიათად ატარებენ ისეთ რამეს, რაც მათთვის კომფორტული არ არის. შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზის გამოა, რომ დაუთოებაც კი უკანა პლანზე გადადის. არავინ დაამუშავებს ტანსაცმელს თბილი ორთქლით, თუ ეს აუცილებელი არ არის.
მჟავე ფერები
რა თქმა უნდა, ვერავინ აგიკრძალავს ნათელი ტანსაცმლის ჩაცმას. მნიშვნელოვანია იცოდეთ ზომიერება, განსაკუთრებით, როდესაც აღმოჩნდება, რომ თქვენ ატარებთ ნეონის მწვანეს და კაშკაშა ვარდისფერ ფერებს ერთდროულად. გარდა ამისა, ასეთი ფერები ხშირად აუფასურებს იმიჯს. თუ გსურთ თქვენი გარდერობის ფასის დამალვა, უპირატესობა მიანიჭეთ შოკოლადის, ზურმუხტის ან შინდისფერ სამოსს.
მოკლე კაბა
გარდერობის ეს ნაწილი კვლავ პოპულარულია, ამიტომ მთლიანად არ უნდა თქვათ მასზე უარი. მაგრამ თუ ვსაუბრობთ სხეულის შიშველ ნაწილებზე, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ ჭრილები, რთული სილუეტები და ბადის დეტალები.
ნატურალური ბეწვი
კიდევ ერთხელ არ განვმარტავთ, თუ რატომ არის სამყაროში, სადაც სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს დაიცვას ბუნება და გადაარჩინოს ცხოველების სიცოცხლე, ბუნებრივი ბეწვის ტარება ცუდი მანერა. აქ პირველი ვიოლინოს როლს ასრულებს ეკო მასალები. ასე რომ, დაე წავებმა თავისუფლად ირბინონ და არ იქცნენ თქვენი გარდერობის ნაწილად.
დამეთანხმებით, ამ რჩევების დაცვა სულაც არ არის რთული. მეორე მხრივ, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როდესაც სხვების არჩევანში შეზღუდვა საუკეთესო სტრატეგია არ არის. შესაძლოა, შენ ფურორის მოხდენა შეძლო ყველა ამ წესის დარღვევით. ეს შენი გადასაწყვეტია!