ექიმმა ალექსანდრე მიასნიკოვმა განმარტა, თუ რატომ არ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომლებიც გახდომას ცდილობენ.
ექიმმა მიასნიკოვმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აღმოჩნდება ხოლმე უშედეგო ჭარბი წონის დაკლების მცდელობები. სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ჭარბი ცხიმოვანი მასა, შესაძლოა აღმოაჩინონ, რომ მათი წონა არ იკლებს, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, ან იკლებს მხოლოდ მცირე რაოდენობით.
ალექსანდრე მიასნიკოვმა აღნიშნა: სასურველი წონის დაკლებაში ადამიანებს ხელს უშლის ჰორმონები.
„ჩვენ ზედმეტ წონას წლების განმავლობაში ვიმატებთ, ამ დროს ჩვენი ჰორმონალური სისტემა ადაპტირდება ჩვეულ, თუმცა ჭარბ წონასთან. ამავდროულად, მას ნორმად მიაჩნია მიღწეული წონა და ცდილობს მის შენარჩუნებას ამ დონეზე. ამიტომაც არის ასე ძნელი წონაში დაკლება პირველ თვეებში – ამას ჰორმონები უწევენ წინააღმდეგობას: მატებენ მადას, აქვეითებენ ენერგეტიკულ ცვლას და ა.შ.“ – თქვა ექიმმა.
ექიმმა მიასნიკოვმა მათ ვინც ჭარბი წონის დაკლებაზე ოცნებობს, ურჩია მოთმინების მოკრება და ის, რომ არ დაისახონ მიზნად დიდი რაოდენობით კილოგრამების ერთდროულად დაკარგვა. ენდოკრინული სისტემა და ჰორმონები უნდა შეეგუონ ორგანიზმის ახალ პირობებში არსებობას, რათა შეაჩერონ ცხიმის „შეკავება“. ამისათვის თავიდან უნდა აიცილოთ რადიკალური შეზღუდვები და არ გადაიღალოთ დატვირთვებით. წონის დაკლება უნდა იყოს თანდათანობითი, ხაზგასმით აღნიშნა სპეციალისტმა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.