ექიმმა განმარტა, თუ როგორი შეიძლება იყოს ზურგის ტკივილი თირკმელებისა და ხერხემლის პრობლემების დროს

476

თერაპევტი სვეტლანა ბურნაცკაია: როგორ გავიგოთ, როცა ზურგი გვტკივა – თირკმელები გვაწუხებს თუ ხერხემალი?

ზურგის ტკივილი გავრცელებული პრობლემაა, მაგრამ ასეთი სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს ხერხემლის პათოლოგიებიც (მაგალითად, მალთაშუა თიაქარი ან პროტრუზია) და თირკმელების დაავადებაც. ექიმმა ბურნაცკაიამ ისაუბრა, თუ როგორი შეიძლება იყოს ზურგის ტკივილი თირკმელებისა და ხერხემლის პრობლემების დროს.

ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. ექიმმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ტკივილი ყველაზე ხშირად ჩნდება ინტენსიური, გადაჭარბებული ან გახანგრძლივებული ფიზიკური აქტივობის შედეგად, ან მას შემდეგ, როდესაც ადამიანი იძულებულია ხანგრძლივად დარჩეს ერთ პოზაში.

„ზურგის ასეთი ტკივილის დროს შეგიძლიათ იგრძნოთ კონკრეტული წერტილი, რომელზე დაჭერითაც იგრძნობთ მკვეთრ ტკივილს”, – განმარტა სვეტლანა ბურნაცკაიამ.

ექიმმა დაამატა, რომ ასეთი ზურგის ტკივილი შეიძლება იყოს როგორც ხერხემლის თიაქრის დროს, ასევე ზურგის კუნთების დაჭიმვის, რევმატიზმის ან რადიკულიტის დროს.

თირკმელების პრობლემები. თირკმელების პათოლოგიებით გამოწვეულ ტკივილს ჩვეულებრივ თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მატება და ის შეიძლება იყოს როგორც სუბფიბრიული, ასევე მაღალიც. გარდა ამისა, ადამიანს აქვს ცხელება, იცვლება მისი შარდვა (შეიძლება იყოს ძალიან ხშირი ან ძალიან იშვიათი), ასევე იცვლება შარდის ფერიც. ხშირად შეიმჩნევა ქუთუთოების შეშუპება.

„თირკმელების პათოლოგიით გამოწვეული ტკივილი შეიძლება გავრცელდეს საზარდულისა და თეძოს მიდამოში. ხერხემლის ტკივილი მკერდზე, ნეკნებსა და ქვედა კიდურებზე ვრცელდება“, – აღნიშნა სპეციალისტმა.

ბურნაცკაიამ თქვა, რომ ზურგის ტკივილით ასევე შეიძლება გამოვლინდეს ონკოლოგიური დაავადებებიც. ამიტომ, არ არის საჭირო თვითდიაგნოზირება და თვითმკურნალობა. ტკივილის მიზეზი ყოველთვის ექიმმა უნდა განსაზღვროს.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს