კარდიოლოგმა ფილიპ კოპილოვმა ჩირი არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად დაასახელა.
ჰიპერტონიის პროფილაქტიკა და მაღალი წნევის დაქვეითება აუცილებელია ისეთი საშიში პათოლოგიების განვითარების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა გულის და თირკმელების უკმარისობა, ინფარქტი, ინსულტი და დემენცია. კარდიოლოგმა კოპილოვმა აღნიშნა, რომ სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე და არტერიულ წნევაზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანების კვებითი ჩვევები. მისი თქმით, ზოგიერთი პროდუქტის გამოყენება ეფექტურად ეხმარება სისხლძარღვების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ კედლებზე არტერიული წნევის შემცირებას.
„საკვებ რაციონში უნდა ჩართოთ კალიუმით მდიდარი პროდუქტები. კალიუმი არის ნივთიერება, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის გულსა და არტერიულ წნევაზე. ორგანიზმზე კალიუმის ზემოქმედების წყალობით შესაძლებელია ტონომეტრზე მაჩვენებლების საგრძნობლად შემცირება“, – ამბობს ექიმი.
კერძოდ, კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ნატრიუმის აქტიურ გამოდევნას, მარილის ძირითადი კომპონენტის, რომელიც იწვევს ქსოვილებში სითხის შეკავებას, შეშუპებას და, შესაბამისად, იწვევს არტერიული წნევის მატებას. კოპილოვმა განმარტა, რომ კალიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს ჩირი.
კარდიოლოგის თქმით, ჩირის რეგულარული მოხმარება ნამდვილად ეფექტურია ჰიპერტონიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
„რაიონში აუცილებლად უნდა ჩართოთ ქლიავის ჩირი, გარგარის ჩირი და ქიშმიში. მყისიერ ეფექტს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ამ ხილის რეგულარულად მოხმარება მნიშვნელოვანია“, – თქვა ექიმმა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.