როგორც ნევროლოგმა ტატიანა ზავალინამ თქვა, თავის ტკივილი შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. პირველ შემთხვევაში ეს თავად დაავადებაა, მეორეში კი სხვა მრავალი დაავადების სიმპტომია.
„ამჟამად აღწერილია თავის ტკივილის 200-ზე მეტი სახეობა“, – აღნიშნა ექიმმა.
„პირველადი ტკივილის ლიდერები – შაკიკი და დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილია. შაკიკი აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 14%-ს.
დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი ასოცირდება თავის ქალას კუნთების დაძაბულობასთან, ის ჩნდება დაღლილობის, გადაღლისა და გახანგრძლივებული უმოძრაობის გამო (მაგალითად, კომპიუტერთან მუშაობისას).
სხვა მრავალი სახის თავის ტკივილი არსებობს, ისინი სხვა დაავადებების მანიშნებელია.
ნევროლოგი გვირჩევს, არ მოვითმინოთ თავის ტკივილი, მაგრამ არც ტკივილგამაყუჩებლები არ გამოვიყენოთ ზედმეტად. ანალგეტიკების მიღება უნდა შემოიფარგლოს კვირაში 2-ჯერ.
„რადგან ზოგიერთი სახის ტკივილის დროს (განსაკუთრებით შაკიკის), ანალგეტიკებს შეუძლიათ ყოველდღიური შეტევების პროვოცირება “, – თქვა ნევროლოგმა.
გავიხსენოთ შაკიკის სიმპტომები:
- 1.მწვავე, პულსირებადი ტკივილი თავის ერთ მხარეს.
- 2. მგრძნობელობა სინათლის, ხმის ან სუნის მიმართ.
- 3. თავბრუსხვევა ან გულისრევა.
- 4. მხედველობის დარღვევა, როგორიცაა წერტილების ციმციმი ან მხედველობის დაკარგვა.
- 5. დაღლილობა ან გაღიზიანებადობა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.