ჩვენთვის, უფროსებისთვის, ბავშვობიდან ცნობილია ბანალური ხველის მკურნალობის სქემა: ირბინეთ-გაცივდით, ახველებთ, დალიეთ სიროფი – გააგრძელეთ სირბილი. ამ ერთი შეხედვით უვნებელი ნიშნის სათანადოდ არ დაფასების შემთხვევაში, ადამიანმა შეიძლება შემთხვევით სერიოზული დაავადების შესახებ გაიგოს. ზოგჯერ ძალიან გვიან.
გულის ხველა
გულის ხველა – ეს არა ცალკე დაავადება, არამედ სპეციფიკური სამედიცინო ტერმინია, რომელიც გულის და სისხლძარღვების ფონზე გამოვლენილ სიმპტომს აღნიშნავს და სასუნთქი გზების დაავადებასთან კავშირში არ არის.
დღეს გიამბობთ, როგორ ამოიცნოთ გულის ხველა და რატომ არის საჭირო გადაუდებელი მკურნალობა. სტატიის ბოლოს ნახეთ ცხრილი, რომელიც გულის ხველისა და გაციების ერთმანეთისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.
საიდან მოდის გულის ხველა? როცა გულის მუშაობის რაიმე დარღვევის გამო სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა, გარკვეულ მომენტში სისხლი შეიძლება ფილტვებში დაგროვდეს და ხველა გამოიწვიოს.
და რაც მთავარია, არანაირი სიროფი, ნარევი და ინჰალაცია მასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ხველა აბსოლუტურად ტიპიურია ბრონქების ან პნევმონიასთან შედარებით. სისხლის დაგუბება მცირე (ფილტვები) წრეში, რომელიც გულის დაავადების ფონზე ვითარდება, გულის ხველას იწვევს.
გულის ხველის მიზეზები:
- ქრონიკული არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის ერთი ან რამდენიმე სარქველის სტენოზი;
- კარდიომიოპათია;
- მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია;
- მიოკარდიტი;
- სისხლძარღვების ათეროსკლეროზი ან თრომბი;
- გულის ამილიოდოზი (იშვიათი დაავადება მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლით, მისი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია);
- პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი
ძალიან ხშირად მშრალი ხველა არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების უკუჩვენებას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ და მედიკამენტი შეცვალოთ.
გულის ხველის ნიშნების გამოცნობა შესაძლებელია. ხშირად მას შემდეგი ნიშნები ახლავს.
გულის ხველის ნიშნები:
- გულის ხველა ყოველთვის მშრალი არის (გულის უკმარისობის ბოლო სტადიაზე შეიძლება სველი სისხლიანი ხველა ახლდეს)
- ხველა უფრო საღამოს ან ღამე გეწყებათ;
- მცირე ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში, ზოგჯერ მშვიდად ყოფნის დროს სუნთქვის გახშირება;
- ჰაერის უკმარისობის მუდმივი შეგრძნება;
- ხშირი თავბრუსხვევა, გონების დაკარგვა;
- შეშუპება და ოფლიანობა;
- გახშირებული პულსი, დარღვეული გულის რიტმი;
- გულის არეში და მარჯვენა გვერდში ტკივილი;
მიოკარდული ან მსუბუქი ინფარქტი, რომელსაც ახლავს მწვავე ტკივილი გახშირებული სუნთქვით და სისხლიანი ხველით. გულის ასთმის, მშრალი გამაღიზიანებელი ხველის დროს ჰორიზონტალური მდგომარეობით იზრდება. მშრალი ხველა შეჩერების გარეშე, რომელსაც თან გულის არეში ტკივილი ახლავს, პერიკარდიტის მახასიათებელია.
გულის ხველის თვითმკურნალობა რეკომენდებული არ არის! პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დარწმუნდით გულის პათოლოგიის არსებობაში, ამისთვის ექიმს მიმართეთ, რომელიც სპეციალური დიაგნოსტურ მეთოდს დაგინიშნავთ.
გულის ხველის დიაგნოსტიკა
- ფილტვების რენტგენი ან ელექტროკარდიოგრაფია;
- ექო-კარდიოგრამა გულის სტრუქტურის გამოსაკვლევად;
- ტრანსსეფაგალური ექო-კარდიოგრაფია (გულის სტრუქტურის დეტალური გამოკვლევა რომ თრომბების არსებობს გამოირიცხოს);
- კორონაროგრაფია;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი: საერთო, კრეატინინის და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების;
- შარდის ანალიზი ჰიპერტონიის გამოსაკვლევად, რომელიც თირკმლის დაავადებით არის გამოწვეული.
გულის ხველის თვითმკურნალობა ხალხური მეთოდით დაუშვებელია, ამან პრობლემა შეიძლება კიდევ უფრო გაართულოს. სხვადასხვა პათოლოგიას სხვადასხვა მკურნალობა სჭირდება, ერთ შემთხვევაში მედიკამენტებით თერაპია საკმარისი არის, მეორე შემთხვევაში კი ქირურგიული ჩარევა არის საჭირო.
მედიკამენტი, რომელიც მკურნალობის დროს გამოიყენება, საჭირო არის სისხლძარღვების გასაფართოებლად, გაზრდილი წნევის დასარეგულირებლად, ნივთიერებათა პროცესის გასაუმჯობესებლად, შეშუპების შესამცირებლად, გულის რითმის დასარეგულირებლად და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით.
მათ მიეკუთვნება: ვაზოდილატორები, ინჰიბიტორი, ბეტა-ადრენაბლოკატორი, გლიკოზიდი, დიურეტიკი, ანტიარითმიული და ანტიკოაგულატი. მხოლოდ კორონალური ათეროსკლეროზის დროს ჰიპოლიპიდური მედიკამენტი გამოიყენება, რომ გულის სისხლძარღვების კედლებზე ცხიმის დაგროვების თავიდან აცილება მოხდეს.
თუ დაავადება კონსერვატიულ მკურნალობას არ ექვემდებარება, კარდიოლოგი ქირურგიულ ჩარევას დაგინიშნავთ. ზოგჯერ ეს უკანასკნელი ერთადერთი გამოსავალი არის. მთავარი ქირურგიული პროცედურებია: ხელოვნური სარქველით ჩანაცვლება, კორონარული არტერიის ქირურგია, ანგიოპლასტიკა, სტენდის ჩადგმა, გულის გადანერგვა.
თუ ხველამ ძალიან შეგაწუხათ, დროზე ადრე არ ინერვიულოთ. ამ ცხრილს შეხედეთ, რომ გაარკვიოთ ეს გულის ხველა არის თუ გაციება.
მთავარი წესი გაითვალისწინეთ: გულის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის მჯდომარე ცხოვრების წესი უკუჩვენებულია! სამკურნალო ვარჯიშის ნაკრებია ძალიან ფართო უნდა იყოს. ერთადერთი, რაც თავად შეგიძლიათ გააკეთოთ, ფეხით სწრაფი სიარული ან სირბილი არის.
გუ