ჩამოვკიდოთ ცხენის ნალი სახლში სწორად

1987

ყველასთვის ცნობილია იღბლის სიმბოლოები, როგორიცაა კურდღლის ფეხი, ოთხფოთლიანი სამყურა და ცხენის ნალი. ვივიენის დღევანდელ სტატიაში ბოლო მათგანზე ვისაუბრებთ. არსებობს მოსაზრება, რომ ცხენის ნალს სახლის მეპატრონეების ბოროტებისგან დაცვა და მათთვის ფინანსური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია. თუმცა, ამისთვის აუცილებელია სახლში ნალის სწორად განთავსება. ეზოთერიკის ექსპერტმა ისაუბრა, თუ როგორ უნდა დავკიდოთ ცხენის ნალი სახლში – ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

იმისათვის, რომ ასეთმა ნივთმა შეიძინოს თილისმის თვისება და მოიზიდოს იღბალი და ფული, აუცილებელია მისი განთავსების გარკვეული წესების დაცვა როგორც ბინაში, ასევე შემოსასვლელი კარის ზემოთ.

როგორ ჩამოვკიდოთ ცხენის ნალი სწორად: ძირითადი ნიუანსები

ეს საინტერესოა

სლავურ ხალხებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ ცხენის ჩლიქების დამცავ მოწყობილობას კავშირი აქვს მიწის ძალასთან და ნაყოფიერებასთან. ადრე ცხენების ყოლა აღიქმებოდა, როგორც მათი მფლობელის სიმდიდრისა და იღბლის ნიშანი. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ ქოხის შესასვლელთან დაკიდებულ ცხენის ნალს მისი მფლობელებისთვის წარმატება მოჰქონდა. მოგზაურები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გზაზე ნაპოვნი ასეთი ნივთი, წარმატებას ჰპირდებოდათ.

სახლში

ეზოთერიკოსების აზრით, სახლში ცხენის ნალისთვის შესაფერისი ადგილის არჩევით, მალე მის ძლიერ მოქმედებას იგრძნობთ. თუ ეს თილისმა უნდა ჩამოკიდოთ არა კერძო სახლში, არამედ ბინაში, უმჯობესია ის შიგნით ჩამოკიდოთ. ამისათვის შესაფერისია საძინებლის საწოლის თავი, მისაღებ ოთახში ბუხრის ზემოთ ადგილი, ასევე საბავშვო ოთახი. ბინაში ცხენის ნალი ბოლოებით მაღლა უნდა ჩამოკიდოს. ამ შემთხვევაში ის მოიზიდავს კეთილდღეობას და ასევე დაიცავს ოჯახის წევრებს დაავადებებისა და სხვადასხვა უბედურებისგან.

შემოსასვლელი კარის ზემოთ

კერძო სახლში ცხოვრობთ? მაშინ ცხენის ნალი შემოსასვლელი კარის ზემოთ (ქუჩის მხარეს) ჩამოკიდეთ. ამ ადგილას ჩამოკიდებულ თილისმას შეუძლია დაგიცავთ უბედურებისგან. ცხენის ნალი კარს ზემოთ უნდა დაკიდოთ ბოლოებით ქვემოთ. ეზოთერიკოსების აზრით, ამ გზით დაცული იქნებით ნეგატიური ენერგიისა და დანაკარგებისგან, ასევე არ შემოუშვებთ მწუხარებას თქვენს სახლში. გარდა ამისა, შესასვლელი კარის ზემოთ ჩამოკიდებული ცხენის ნალი შეასრულებს მაგნიტის ფუნქციას ფულის მოსაზიდად.

სადაც არ უნდა ჩამოკიდოთ ეს ნივთი, ჩამოსაკიდად უნდა მოამზადოთ სწორად. ვასუფთავებთ ცხენის ნალს ნეგატივისგან ნაკეთობის მარილიან წყალში საგულდაგულოდ გარეცხვით. ცხენის ნალს ვკიდებთ მხოლოდ ერთ ლურსმანზე. ამასთან, ეს სახლის ორივე მფლობელმა უნდა გააკეთოს. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმისთვის, რომ სახლში კეთილდღეობა სუფევდეს, საჭიროა ძალისხმევის დახარჯვა, ცხენის ნალი კი – ამ საკითხში, მხოლოდ საიმედო თანაშემწე გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს