შენი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

1705

ასტროლოგია შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენს პიროვნულ თვისებებს და სხვებთან ურთიერთობას უნიკალური კუთხით შევხედოთ. ადამიანები შეიძლება იყვნენ მტრებიც და მოკავშირეებიც. ასტროლოგების აზრით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ვარსკვლავის ქვეშ დაიბადნენ ისინი. დღეს განვიხილავთ კონფლიქტურ წყვილებს. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, ვინ არის თქვენი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ასტროლოგების მიერ გაზიარებული ეს ინფორმაცია სიფხიზლის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მათი წყალობით გეცოდინებათ, რომელი ადამიანისგან უნდა ელოდოთ ღალატს. გაარკვიეთ, რომელი მეომარი წყვილები არსებობენ და რა თავისებურებები ახასიათებს მათ კონფლიქტებს.

ვინ არის თქვენი მტერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი და კირჩხიბი

ცეცხლოვან ვერძს ძალიან უჭირს წყლის კირჩხიბთან ურთიერთობის დამყარება. პირველ ნიშანი მოქმედებისა და ახლის ცდის სურვილით გამოირჩევა. კირჩხიბი, თავის მხრივ, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ეძებს. ასეთი განსხვავებული შეხედულებების გამო ამ წყვილს შორის ჩნდება კონფლიქტები.

კურო და მერწყული

ასტროლოგების თქმით, კურო არ ენდობა ჰაერის ნიშანს. მერწყულისგან განსხვავებით, ის მატერიალური უსაფრთხოების განსაკუთრებული სურვილით გამოირჩევა. ჰაერის ნიშანი კი ფულის საკითხებში იმპულსურია. ეს ხდება კუროსა და მერწყულს შორის კონფლიქტის მიზეზი.

ტყუპები და ქალწული

ამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის უთანხმოება ჩნდება ძალიან განსხვავებული ხასიათების გამო. ქალწულს ძალიან უჭირს ტყუპების გაგება, რომელსაც უყვარს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა. პირველ ნიშანს უფრო მეტად დროის საყვარელი ადამიანების ვიწრო წრეში გატარება იზიდავს. ამ ფონზე ჩნდება კონფლიქტები.

ლომი და მორიელი

ამ ნიშნებს ლიდერული თვისებები გააჩნიათ. თითოეულ მათგანს სურს იყოს პირველი. ამიტომ, მიზნისკენ მიმავალმა, ლომმა და მორიელმა შეიძლება ერთმანეთს ზიანი მიაყენონ. სამწუხაროდ, ღალატი ჩვეულებრივი მოვლენაა ამ ნიშნების ურთიერთობებში.

მშვილდოსანი და თევზები

მშვილდოსანი ცნობილია თავისუფლებისაკენ ლტოლვის ძლიერი სურვილით. თევზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა ემოციური კავშირი, რასაც ვერ ღებულობს ცეცხლის ნიშნისგან. ამიტომ მათ ურთიერთობაში უნდობლობა სუფევს, რაც მრავალი ჩხუბის მიზეზი ხდება.

სასწორი და თხის რქა

თხის რქას, როგორც მიწის ნიშანს, უჭირს საერთო ენის გამონახვა სასწორთან. მათ ცვალებადი ხასიათი აქვთ, რაც თხის რქისთვის მიუღებელია, რადგან ეს ნიშანი ყველაზე მეტად აფასებს ვინმესთვის მიცემულ სიტყვას. ის არასოდეს დაარღვევს თავის პირობას. ეს თვისება არც თუ ისე დამახასიათებელია სასწორისთვის.

ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი ზოდიაქოს ნიშნები კონფლიქტებში ჩაბმამდე და ჩხუბის დაწყებამდე უნდა ეცადონ ერთმანეთის გაგებას. განსხავებული ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ადამიანის უნიკალური თვისებების მიღებით, გეძლევათ შესაძლებლობა შექმნათ ჰარმონიული კავშირი.