„ცხელი პირსახოცი” – აზიელი ქალების საყვარელი ტექნიკა, რომელთაც სურთ გამოიყურებოდნენ ახალგაზრდულად

1387

ბევრ ქალს სურს ჰქონდეს გლუვი, მბზინავი კანი თანაბარი ტონით, სიმკვრივის დაკარგვისა და ასაკთან დაკავშირებული სხვა ცვლილებების გარეშე. კოსმეტიკური საშუალებების უზარმაზარი არჩევანი გვეხმარება კანის მოვლის ძირითად ეტაპებზე, უფრო რთული პროცედურები კი, მათ შორის სახლის პირობებში, აძლიერებს კოსმეტიკური საშუალებების მოქმედების ეფექტს.

მაგალითად, უამრავმა ქალმა უკვე შეაფასა კანის გაწმენდის მრავალსაფეხურიანი მეთოდი, რომელსაც კორეელი ქალები იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ კანის გაწმენდის ეტაპია, ის გავლენას ახდენს არა მხოლოდ ფორების სისუფთავეზე, არამედ ტენიანობის დონეზე და სხვა პარამეტრებზეც.

კანის მოვლის კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არის ცნობილი, ეს არის კანის დაორთქვლა ან უბრალოდ გათბობა. ბოლო დროს, ამ ხრიკმა კვლავ მოიპოვა პოპულარობა, მეტწილად აზიელი გოგონების წყალობით, რომლებმაც დაიწყეს აქტიურად ვიდეოების გადაღება და სახის მოვლის ამ ტექნიკის ქება.

ითვლება, რომ ამ ტექნიკის მთავარი გამავრცელებელია ქეროლაინ ჰაირონსი. მისი აზრით, ცხელ პირსახოცს შეუძლია გადაჭრას უამრავი პრობლემა, მათ შორის კანის ელასტიურობის დაკარგვა.

აზიელმა ქალებმა ოდნავ გააუმჯობესეს ქეროლაინის ტექნიკა და დაიწყეს ცხელი პირსახოცის გამოყენება კანის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გამწმენდ საშუალებებთან: ჰიდროფილურ ზეთთან ერთად. ზეთისა და თბილი პირსახოცის ერთობლიობა ძალიან შესამჩნევ შედეგს იძლევა პირველივე გამოყენების შემდეგ.

პროცედურა ღრმად ასუფთავებს კანს, რის წყალობითაც „ცხელი პირსახოცის“ შემდეგ გამოყენებული ნებისმიერი მოვლის საშუალება ბევრად უკეთეს და ეფექტურ გავლენას მოახდენს უჯრედებზე.

ეს არის პროცედურის სასწაულებრივი ეფექტის მთელი საიდუმლო. ასეთი გაწმენდის შემდეგ კანი ფაქტიურად ბრწყინავს, ანათებს შიგნიდან, თანდათან იძენს უფრო ჯანსაღ ელფერს, ხდება ღრმა წმენდა, ფორების გათანაბრება და რელიეფის გაუმჯობესება.

შედეგად, კანი არის უფრო სუფთა, დაჭიმული და ახალგაზრდა.

როგორ ტარდება პროცედურა

პროცესი სრულიად მარტივია: წაისვით ჰიდროფილური ზეთი გაწმენდილ კანზე, ოდნავ შეიზილეთ მასაჟის მოძრაობებით. დაასველეთ პირსახოცი ზომიერად ცხელ წყალში და დაიდეთ სახეზე.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ზეთი გათბეს და ფორები გაიხსნას. 30-60 წამის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ პილინგი პირსახოცით. გადაიტარეთ კანზე ნაზი მასაჟის მოძრაობებით, მოერიდეთ თვალების ირგვლივ ზონას. უკეთესი იქნება თუ კანს მასაჟის ხაზების მიხედვით დაამასაჟებთ, თუმცა პროცედურის ავტორი ამას დაჟინებით არ მოითხოვს.

პროცედურა უნდა დაასრულოთ სახის თბილი წყლით დაბანით. ზეთიდან გამომდინარე, ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს გელის ან ქაფის გამოყენება, რადგან ყველა მწარმოებლის ჰიდროფილური ზეთი არ შორდება კარგად უბრალო წყლით.

დაბანის შემდეგ პირსახოცი უნდა გაირეცხოს სარეცხი საშუალებით და გაშრეს. 2-3 დღეში ერთხელ უნდა შეიცვალოს ახალით.

დაბანის შემდეგ საჭიროა მოვლის კოსმეტიკური საშუალებების წასმა. სასურველია შრატის ან კრემის წასმა არა მშრალ, არამედ ოდნავ სველ კანზე. ღრმა გაწმენდისა და პირსახოცით მასაჟის შემდეგ, მოვლის საშუალებების აქტიური კომპონენტები გაცილებით ეფექტურად იმუშავებს.

„ცხელი პირსახოცის“ ტექნიკის გამოყენება შეიძლება არა მარტო სახისთვის, არამედ ხელებისა და სხეულის კანისთვისაც: ეფექტი ძალიან კარგია, სასიამოვნო მასაჟი კი – დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს