ადამიანის ბედზე როგორ მოქმედებს მისი დაბადების დღე

1081

ყველას სმენია იმის შესახებ, რომ დაბადების დღე გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე. თუმცა, ეზოთერიკოსები ამტკიცებენ, რომ პიროვნების ტიპს განსაზღვრავს არა მხოლოდ თარიღი, არამედ კვირის დღეც, როდესაც ადამიანი დაიბადა. საინტერესოა, არა?

კვირის დღე, როდესაც ადამიანი დაიბადა, მოგვითხრობს მის დადებით და უარყოფით თვისებებზე, ასევე ჩვევებსა და მიდრეკილებებზე. ყველა ამ დეტალის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

როგორ გავლენას ახდენს დაბადების დღე ადამიანის ბედზე

ორშაბათი

კვირის პირველ დღეს დაბადებულები გამოირჩევიან ძლიერი და შეუვალი ხასიათით. ისინი ძალიან პრინციპული ადამიანები არიან. პირობას თუ იძლევიან, ყველაფერს აკეთებენ მის შესასრულებლად. თუმცა, მათი კატეგორიული ბუნება ხშირად ხელს უშლის მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში.

სამშაბათი

ამ დღეს დაბადებულები ჯიუტი ადამიანები არიან, რომლებიც ყოველთვის ხარჯავენ მაქსიმალურ ძალისხმევას საკუთარი მიზნის მისაღწევად. მათ ახასიათებთ ლიდერული თვისებები. ასეთ ადამიანებს სიამოვნებით უსმენენ სხვები. უმჯობესია ისინი არ გააბრაზოთ, რადგან ძალიან ფეთქებადი ხასიათი აქვთ.

ოთხშაბათი

ამ დღეს დაბადებული ადამიანები საკმაოდ ჩაკეტილები არიან. ის, რაც მათ სულში ხდება, მხოლოდ თავად იციან. ოთხშაბათს დაბადებულებს არ უყვართ საკუთარი განცდების გაზიარება სხვებისთვის. ისინი ყველაფერს საკუთარ თავში ინახავენ და ახლოს არ უშვებენ არავის.

ხუთშაბათი

ხუთშაბათს ნამდვილი ოპტიმისტები იბადებიან. ისინი ყველაფერში ეძებენ რაიმე დადებითს (ყველაზე რთულ და ცუდ სიტუაციაშიც კი). ასეთ ადამიანებს გააჩნიათ ბრწყინვალე ორგანიზატორული უნარები.

პარასკევი

ისინი, ვინც ამ დღეს დაიბადნენ, ძალიან მგრძნობიარე პიროვნებები არიან. ასეთი ადამიანების წყენინება ძალიან მარტივია. მხოლოდ ერთმა უხეშად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება გაუფუჭოს მათ განწყობა რამდენიმე დღით. პარასკევს დაბადებულ ადამიანს ყველაფერი მიაქვს გულთან ძალიან ახლოს.

შაბათი

შაბათს დაბადებულ ადამიანებს ანალიტიკური უნარი გააჩნიათ. საკუთარი სტრატეგიების მკაფიოდ დაგეგმვა და დაცვა ეხმარება მათ სასურველის მიღწევაში. ისინი ყველაფერს წინასწარ აანალიზებენ, ამიტომ ასეთ ადამიანებს სპონტანურობის მოყვარულებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

კვირა

ამ დღეს იბადებიან ყველაზე ერთგული მეგობრები, რომლებიც არასოდეს მიგატოვებენ გასაჭირში. თუ მათ საახლობლო წრეში მოხვდებით, ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ. ასეთი ადამიანები არასოდეს გიღალატებენ, ყოველთვის მოგისმენენ და დაგეხმარებიან რთულ მომენტში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს