როგორც ცნობილია, ჭარხალი – დიეტური პროდუქტია. ის მდიდარია უჯრედისით, სასარგებლო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ჭარხალი, რომელსაც გავლილი არ აქვს თერმული დამუშავება, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინების და ჭარბი მარილის გამოდევნას. ის ასე ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. რიგი სასარგებლო თვისებების წყალობით, რომელიც ამ ბოსტნეულს გააჩნია, მისგან შესაძლებელია მაქსიმალურად ეფექტური გასახდომი კოქტეილის დამზადება.
უნდა აღინიშნოს, რომ ჭარხალი შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, იოდს, ნატრიუმს, ფოლიუმის მჟავას და დიდი რაოდენობით ამინმჟავებს. თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და ასევე დაიკლოთ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, ეს სასმელი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ.
როგორ მოვამზადოთ ეფექტური გასახდომი კოქტეილი
საჭირო ინგრედიენტები
ამ ცხიმის მწველი სასმლის ძირითადი კომპონენტია ჭარხალი, რომლის სასარგებლო თვისებებზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ასევე, კოქტეილის შემადგენლობაში შედის შავი ქლიავის ჩირი და კეფირი. ეს ინგრედიენტები ხელს უწყობს შიმშილის დაკმაყოფილებას და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ამ სასმლის რეგულარული გამოყენებისას, თქვენ შეძლებთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ორგანოების მუშაობის გაუმჯობესებას და ასევე, მოახერხებთ კვირაში 5 კგ-ს დაკლებას. ამასთან, არ გექნებათ დაღლილობის შეგრძნება. სიმსუბუქისა და ენერგიის მოზღვავება – აი, რა გელით ჭარხლის კოქტეილის მიღების შემდეგ.
დეტალური რეცეპტი
სასარგებლო სასმლის მოსამზადებლად აიღეთ 100 გრამი გასუფთავებული ჭარხალი. დაჭერით ნაჭრებად. ღრმა ჭურჭელში მოათავსეთ 50 გრამი შავი ქლიავის ჩირი (უკურკო). დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ სითხე გადაასხით. ჩირი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ჭარხალი და ჩირი მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში. დაამატეთ 250 მლ 1% ცხიმიანობის მქონე კეფირი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი ნარევის მიღებამდე. ჩაასხით კოქტეილი მაღალ ჭიქაში. მზად არის!
ჭარხლის ეს სასმელი უნდა მიირთვათ ერთი კვების ნაცვლად. დალიეთ იგი საუზმის ან ვახშმის სანაცვლოდ ერთი კვირის განმავლობაში. გახდომის პერიოდში უარი თქვით ცომეულზე, ტკბილეულზე და შემწვარ კერძებზე – საუკეთესო შედეგის მისაღებად. ამ შემთხვევაში უკვე ერთი კვირის შემდეგ იხილავთ სასწორზე მინუს 2 – 5 კგ-ს.
ჭარხლის კოქტეილის გემო ძალიან რბილი, სასიამოვნო და გამაგრილებელია. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ასეთი კოქტეილის დახმარებით წონის დაკლებას მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიმართოთ. საქმე ისაა, რომ უმი ჭარხლის მოხმარებას უკუჩვენებები გააჩნია. მისი შეტანა არ შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებების ან დიაბეტის მქონე ადამიანების რაციონში. წონის დაკლების მეთოდის არჩევას პასუხისმგებლობით მიუდექით.