ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ წლებთან ერთად ქალების უმეტესობის შემთხვევაში თმა ნაკლებად „ცოცხალი“ და მიმზიდველი ხდება.
ეს ყოველთვის არ არის თმის გაჭაღარავების ან თმის ცვენის პრობლემა. ბუნებრივი ფერის სქელი თმაც კი 40 წლის შემდეგ სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე 20 წლის ასაკში. როგორც წესი, საქმე ეხება გახუნებულ ფერს, ვიზუალური ბუნებრივი მბზინვარებისა და ელასტიურობის ნაკლებობას. „ახალგაზრდა“ თმას, ეს, როგორც წესი, აქვს.
სხვადასხვა სპრეი და თმაზე დასატოვებელი საშუალება ასეთ ეფექტს არ იძლევა. რა თქმა უნდა, ისინი თმას გარკვეულ მოვლილ და დახვეწილ იერს ანიჭებს, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა.
ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ საინტერესო თმის პროდუქტზე. მის შესახებ თავადაც კარგად იცით, მაგრამ ალბათ არ გიცდიათ მისი გამოყენება ქვემოთ აღწერილი გზით.
საუბარია ომეგაზე, იგივე „თევზის ქონზე“, რომელიც თმის მოვლის იდეალური საშუალებაა.
საქმე ის არის, რომ ეს არ არის ვიტამინის წვეთი დიდი რაოდენობით სხვა საშუალებასთან ერთად, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი თმის ნიღბების შემთხვევაში, რომლებსაც მაღაზიაში ვყიდულობთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა კონცენტრირებული პროდუქტი, რომელიც სრულიად უსაფრთხოა თქვენი თმისთვის.
ეს ცხიმი, რომელიც მიიღება ვირთევზასნაირთა ღვიძლისგან, შეიცავს ვიტამინების მთელ კოქტეილს, კერძოდ:
- ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (შემადგენლობის 30%);
- ომეგა -6;
- D ჯგუფის ვიტამინები;
- ვიტამინი A;
- B ჯგუფის ვიტამინები;
- მინერალური ნივთიერებები (იოდი, რკინა, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი).
და ეს არ არის სრული სია.
თითოეული ეს ვიტამინი და მინერალი ცალ-ცალკეც სასარგებლოა, მაგრამ კომბინირებისას ისინი საოცარ შედეგებს იძლევა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენებისას. მაგალითად, ვიტამინი A და B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი არის ახალგაზრდობის ნამდვილი ელექსირი თმისთვის: ეს ვიტამინები ხელს უწყობს რეგენერაციის პროცესებს, ანელებს დაბერების პროცესს და აუმჯობესებს სკალპის მდგომარეობას.
ომეგა-3 ერთნაირად კარგად მოქმედებს როგორც თმაზე, ასევე კანზე. მაშ შორის სკალპის ჩათვლით.
დღეს შემოგთავაზებთ 2 რეცეპტს, თუმცა ასეთი რეცეპტები უამრავია. არსებობს უფრო რთული, მაგრამ ასევე ეფექტური გამოყენების შემთხვევები. არის ძალიან მარტივები, რომლებიც, მიუხედავად დამატებითი კომპონენტების არარსებობისა, ასევე შესანიშნავ ეფექტს იძლევა და გარდასახავს თმას.
როგორ გამოვიყენოთ თევზის ქონი თმისთვის
უმარტივესი გზაა ამ პროდუქტის თმის ბოლოებზე წასმა. გამოიყენეთ საკუთარი თმის მდგომარეობის მიხედვით: ზოგიერთს დასჭირდება მხოლოდ 1-2 სმ-მდე წასმა, ანუ ბოლოებზე, ზოგს კი გაცილებით დიდ სიგრძეზე. მე მაქვს მშრალი თმა და ვიყენებ თმის სიგრძის ნახევრიდან.
გაიჩერეთ 20-30 წუთი, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა.
თევზის ქონს აქვს სპეციფიკური სუნი, მაგრამ შამპუნის გამოყენებისას საკმაოდ კარგად ჩამოიბანება. თმას ორჯერ ვიბან და კარგად ვივლებ წყლით. ჩვეულებრივ, ბოლოს ვივლებ ვაშლის ძმარს, რაც დამატებით მატებს ლამაზ მბზინვარებას.
მეორე რეცეპტი ეხება თევზის ქონის ზემოქმედებას პირდაპირ კანზე და თმის ფოლიკულებზე. გამოყენების ამ მეთოდს აქვს ბევრად უფრო საინტერესო შედეგები, რაც არ იქნება შესამჩნევი პირველივე გამოყენებიდან, მაგრამ ღირს, რადგან ეს თმისთვის ნამდვილი ვიტამინური ბომბია!
შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი მარილი (ზღვის ან ჩვეულებრივი, მაგრამ აუცილებლად საშუალო დაფქვის) და 2-3 ჩაის კოვზი თევზის ქონი. ნარევი შეიზილეთ სკალპში მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით.
არ უნდა ჩამოიბანოთ 10-15 წუთზე ადრე.
ეს მარილიანი პილინგი ვიტამინურ საშუალებებთან ერთად უნდა გამოიყენოთ კურსის სახით: კვირაში 2-ჯერ, მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში.
გამოყენების ეს მეთოდი ხელს უწყობს თმის მოცულობის აღდგენას (თმა სქელდება ფესვებთან), აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მის გარეგნულ იერს.
ომეგას გამოყენება შეგიძლიათ კაფსულებში, მაგრამ ფლაკონის ყიდვა გაცილებით ეკონომიურია. და ეს, ალბათ, დადასტურებული პროდუქტია, მრავალრიცხოვანი კაფსულისგან განსხვავებით, რომლის შიგთავსი ყოველთვის არ შეესაბამება ეტიკეტზე არსებულ წარწერებს.