სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები არის ერთგვარი ქსელი ან ბადე კანზე, რომელიც წარმოიქმნება სისხლით სავსე კაპილარების გაფართოების გამო. ყველაზე ხშირად მათი დანახვა შეიძლება ფეხებზე. თუმცა, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები ასევე შეიძლება გაჩნდეს სახეზეც.
ექიმის თქმით, კანზე ვენური ქსელის მოშორება სახლის პირობებშიც შეიძლება. მაგრამ ეს ეხება მხოლოდ დაავადების ადრეულ სტადიას. თუ ასეთი ვარსკვლავები რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, სამწუხაროდ, მათი დამოუკიდებლად მოშორება შეუძლებელი იქნება.
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები: როგორ მოვიშოროთ ისინი
მარილის მიღების შეზღუდვა
ადამიანებს, რომლებსაც კანზე ვენური ქსელი გაუჩნდათ ექსპერტები ურჩევენ შეამცირონ მარილის რაოდენობა, რომელსაც ისინი მოიხმარენ. ეს ხელს უწყობს შეშუპების მოცილებას, რომელიც თან ახლავს კაპილარების გაფართოებას.
დიეტის დაცვა
სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების მოსაშორებლად, აუცილებელია გაზარდოთ უჯრედისის რაოდენობა თქვენს რაციონში. ქატოს შემცველი მთელი მარცვლეული უნდა იყოს თქვენი რაციონის ნაწილი. ასევე მიირთვით ბევრი ახალი ხილი და ბოსტნეული, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით.
გახსოვდეთ, რომ მოძრაობა მნიშვნელოვანია
ჩვენ არ ვსაუბრობთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე. საღამოს გასეირნებაც კი, რომელიც მინიმუმ 40 წუთი გრძელდება, ხელს შეუწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ვენური ქსელის მოსაშორებლად.
ეთერზეთების გამოყენება
ნატურალური ეთერზეთის გამოყენებით, შეგიძლიათ სწრაფად მოიშოროთ სისხლძარღვოვანი ვენები ადრეულ ეტაპზე. შესაფერისია სხვადასხვა სურნელი: ჩაის ხე, ლავანდა, გერანი და ლიმონის ბალახი. ერთ-ერთი ამ ზეთის გამოყენებით, დაამასაჟეთ პრობლემური ადგილები, სადაც ვენური ქსელი გაჩნდა. სანამ ამას გააკეთებთ, აუცილებლად შეამოწმეთ, როგორ რეაგირებს ასეთ საშუალებაზე თქვენი კანი. დარწმუნდით, რომ არ გაქვთ ალერგია.
ძმრის გამოყენება
ვაშლის ძმარი ცნობილია იმით, რომ ხელს უწყობს ქსოვილებს შორის სითხის გაცვლის გაუმჯობესებას და სისხლძარღვოვანი ვენების რაოდენობის შემცირებას. ვასველებთ ნატურალური ქსოვილის ნაჭერს. შემდეგ ვადებთ მას პრობლემურ ზონას. 20 წუთის შემდეგ კანს ვიბანთ თბილი გამდინარე წყლით.
შეგახსენებთ, რომ ამ მეთოდებს კარგი შედეგის მოცემა შეუძლია მხოლოდ ვენური ქსელის გაჩენის პირველ ეტაპზე. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გამოყენებამდე უნდა მიმართოთ ექიმს. მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიმართოთ ასეთ საშინაო პროცედურებს.