ვეღარავის გააკვირვებ იმით, რომ ზოგიერთი ბიუჯეტური კოსმეტიკური ბრენდი პროფესიონალურ ან ძვირადღირებულ პროდუქტებზე უარესად არ გამოიყურება. კოსმეტიკა, რომელიც კარგია როგორც ხარისხით, ასევე შემადგენლობით, შეგიძლიათ შეიძინოთ საკმაოდ დაბალ ფასად.
კარგი დაფარვის, მაღალი მდგრადობისა და რაიმე არასასურველი ეფექტის არარსებობის გარანტიის მიზნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხრიკები, რომლებსაც ვივიენის დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ.
იმისათვის, რომ პომადა თანაბარ ფენად განაწილდეს
ტუჩის კანის კარგი მდგომარეობა ლამაზი მაკიაჟის საწინდარია. ყველა ტუჩსაცხი თანაბრად კარგად არ ნაწილდება კანის ზედაპირზე, საკუთარი ნიუანსები ძვირადღირებულ ტუჩსაცხებსაც გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, მაკიაჟის საბოლოო სახე დიდწილად დამოკიდებულია ტუჩების მდგომარეობაზე.
პირველი ხრიკი შესაფერისია მათთვის, ვისაც ტუჩის გადაუდებელი დატენიანება სჭირდება
გამოიყენეთ თქვენი საყვარელი დამატენიანებელი კრემი, სახის ან თვალის. შესაფერისია კრემი, რომლის შემადგენლობაში არ არის ზეთები (ან არის მცირე რაოდენობით) და მსუბუქი ტექსტურა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ კრემი სწრაფად შეიწოვოს კანში და არ დატოვოს წებოვნება ან ფირის შეგრძნება.
ასეთი საშუალება შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ ტუჩების ღრმად დატენიანებისთვის, მაკიაჟის წინ. წაისვით კრემის მცირე რაოდენობა ტუჩის კანზე, ეფექტის გასაძლიერებლად ტუჩებზე დაიკარით ცელოფანი. ასეთი კომპრესი საშუალებას მისცემს კრემს, რომ უფრო სწრაფად და უკეთ შეიწოვოს. ხუთი წუთის შემდეგ შეგიძლიათ ტუჩები ქაღალდის ხელსახოცით გაიწმინდოთ და მაკიაჟის გაკეთება დაიწყოთ.
გავზარდოთ მდგრადობა და გავაუმჯობესოთ ვიზუალი
ბევრმა იცის, რამდენად კარგად მოქმედებს მაკიაჟის ბაზა სახისა და თვალის მაკიაჟის გამძლეობასა და ხარისხზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის ტუჩის სპეციალური პრაიმერის არსებობის შესახებ.
ეს პროდუქტი ხელს შეუწყობს რელიეფის გათანაბრებას და გააუმჯობესებს ტუჩსაცხის კანზე დაფიქსირებას.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე Nyx-ი აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება პომადა 2 საათის შემდეგ პრაიმერით და მის გარეშე:
თუ თქვენ არ გაქვთ სპეციალური ტუჩის ბაზა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ იგი მსგავსი ეფექტის მქონე სხვა პროდუქტებით. ეს შეიძლება იყოს თვალის მაკიაჟის ბაზა (როგორც წესი, მისი შემადგენლობა მსგავსია და იგივე თვისებები გააჩნია), ან მსუბუქი კორექტორი, რომლის გამოყენებაც შეიძლება თვალების ქვეშ. ეს კოსმეტიკური საშუალებები არ იჭრება და აუმჯობესებს დეკორატიული კოსმეტიკის თვისებებს.
ტუჩების ვიზუალურად გაზრდა ან დამატებით ხაზგასმა კონტურზე
ამ მიზნებისთვის უნდა გამოიყენოთ კორექტორი ან ღია ფერის ტუჩის ფანქარი. ის ოდნავ ღია უნდა იყოს, ვიდრე კანის ძირითადი ტონი. ფოტო გადაღებისთვის ან საღამოს მაკიაჟისთვის, როდესაც სურთ მეტი ექსპრესიულობის შემატონ სახეს, ზოგჯერ უფრო ღია ფერებს იყენებენ.
თქვენი მიზნებიდან გამომდინარე, ღია ფერის ფანქარი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სქემის მიხედვით. მაგალითად, თუ თქვენი მიზანია ტუჩების ვიზუალურად გაფართოება, მაშინ ხაზი უნდა გაავლოთ ტუჩის კონტურის მიღმა: