ჩვენ არ ვიცით, რა ენერგია შემოვა სახლში მოულოდნელ სტუმართან ერთად ან მაშინ, როდესაც საიდანმე დავბრუნდებით. კარგია, რომ თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ გაასუფთავოთ თქვენი სახლი მისგან, არამედ გააუვნებელყოთ ის. ნებისმიერს შეუძლია დაიცვას საკუთარი სახლი ნეგატივისგან, მთავარია ხელთ ჰქონდეს ერთი პოპულარული სანელებელი.
უძველეს დროში დაფნის ფოთოლი ძლიერ თილისმად ითვლებოდა. ის იყო დაცვის, სიბრძნის და გამარჯვების სიმბოლო. ამიტომაც ძველ საბერძნეთში ბრძოლაში გამარჯვებულის თავს დაფნის გვირგვინით ამშვენებდნენ. როგორ გამოვიყენოთ ეს სანელებელი, რომ ბოროტმა ძალამ ვერ შემოაღწიოს თქვენს ბინაში?
როგორ დავიცვათ სახლი ნეგატივისგან დაფნის ფოთლების გამოყენებით
მოათავსეთ ხალიჩის ქვეშ
თავისი ჯადოსნური თვისებების წყალობით, დაფნის ფოთლები ხშირ ატრიბუტად იქცა სხვადასხვა რიტუალებში. ასე, მაგალითად, საკუთარი სახლის უარყოფითი ენერგეტიკისგან დასაცავად, სახლის პატრონები შემოსასვლელის ხალიჩის ქვეშ რამდენიმე დაფნის ფოთოლს ათავსებენ. ეს სანელებელი ხელს უშლის ბნელი ძალის შეღწევას შიგნით.
ვკიდებთ კარის ზემოთ
ეს არის პირველის მსგავსი კიდევ ერთი რიტუალი. მის განსახორციელებლად, უნდა აიღოთ დაფნის ფოთოლი, შეკრათ ძაფით და მიამაგროთ ეს შეკვრა შემოსასვლელი კარის ზემოთ. ასევე შეგიძლიათ დაამზადოთ დაფნის გვირგვინი. ასეთი თილისმა ხელს შეუშლის ნეგატიური ენერგიის სახლში შესვლას და არ გამოუშვებს დადებით ენერგიას სახლიდან.
ცეცხლის წაკიდება
არსებობს მოსაზრება, რომ მშრალ დაფნის ფოთოლს შეუძლია სახლიდან განდევნოს მასში დაგროვილი მთელი ნეგატივი. ამისათვის მას ცეცხლი უნდა წაუკიდოთ. 1 ცალი დიდი დაფნის ფოთოლი მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. წაუკიდეთ ცეცხლი. ამ ჭურჭლით შემოიარეთ ოთახები და მთელ სახლში გაავრცელეთ დაფნის არომატი. მნიშვნელოვანია: ამ ცერემონიის დროს უნდა დაიცვათ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ყველა წესი.
დადეთ ბალიშის ქვეშ
ითვლება, რომ მძინარე ადამიანი ყველაზე დაუცველია ბნელი ძალების მიმართ. აი, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაცულები იყოთ ძილის დროს. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ პატარა დაფნის ფოთოლი. ვდებთ ბალიშის ქვეშ და ვწვებით დასაძინებლად. ასეთი თილისმა განდევნის თქვენგან ყოველგვარ უარყოფით ენერგიას. ამიტომ, დილით თავს მხნედ და ხალისიანად იგრძნობთ.
თუ დაფნის ფოთოლს გამოიყენებთ არა მხოლოდ კულინარიულ სანელებლად, არამედ სახლის თილისმადაც, შეძლებთ დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები უარყოფითი ენერგიის ზემოქმედებისგან. თქვენს სახლში სითბო, სიმყუდროვე და გაგება დაისადგურებს.