მოვამზადოთ კარამელიზებული ხახვი

248

ოდესმე გაგისინჯავთ ბურგერი, რომელიც შეიცავს არა მხოლოდ კატლეტს, ჩედარს და კიტრის მწნილს, არამედ კარამელიზებულ ხახვსაც? მაშინ ალბათ ნამდვილად დაფიქრებულხართ, როგორ უნდა მოამზადოთ იგი სახლში.

სინამდვილეში, ხახვის კარამელიზაცია შეუძლია ყველას და ამისთვის არ არის საჭირო, რომ მზარეულის კურსები გაიაროთ. შეიარაღდით ორი რეცეპტით, რომლის წყალობითაც თქვენ შეძლებთ სწრაფად და გემრიელად მოამზადოთ ასეთი მადისაღმძვრელი ინგრედიენტი ბურგერებისთვის.

კარამელიზებული ხახვი: მომზადების 2 მეთოდი

კლასიკური ვარიანტი

საჭირო ინგრედიენტები:

  • 300 გ ხახვი;
  • 5 ჩ.კ ბალზამიკოს ძმარი;
  • 1 ს.კ მცენარეული ზეთი;
  • 30 გ შაქარი;
  • მარილი გემოვნებით.

მომზადების მეთოდი:

  • ხახვი გაასუფთავეთ და დაჭერით რგოლებად, რომელთა სისქე უნდა იყოს არაუმეტეს 5 მმ-ი. გააცხელეთ ტაფა რაფინირებული ზეთით (უსუნო). მოათავსეთ ხახვის რგოლები.
  • ბოსტნეული შეწვით. ცეცხლი უნდა იყოს საშუალოზე ოდნავ მაღალი. მომზადების პროცესში აქტიურად ურიეთ.
  • მას შემდეგ, რაც ოდნავ დაიბრაწება, ხახვს დაუმატეთ შაქარი და მარილი. დაუმატეთ ბალზამიკოს ძმარი. ნაზად აურიეთ ყველა ინგრედიენტი.
  • შეამცირეთ ცეცხლი მინიმუმამდე. ტაფას დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ მისი შიგთავსი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დატკბით ნაზი ხახვის გემოთი.

ბურგერებისა და სენდვიჩებისთვის

საჭირო ინგრედიენტები:

  • 4 ხახვი;
  • 2 ს.კ მშრალი ღვინო;
  • 1 ს.კ ბალზამიკოს ძმარი;
  • 1 ს.კ ზეთისხილის ზეთი;
  • 3 ჩ.კ შაქარი;
  • მწიკვი მარილი.

მომზადების მეთოდი:

  • გასუფთავებული ხახვი დაჭერით რგოლებად. მოათავსეთ გახურებულ ტაფაში ზეითუნის ზეთთან ერთად. ხახვი მოშუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში ზომიერ ცეცხლზე.
  • შემდეგ ტაფას დააფარეთ თავსახური. განაგრძეთ ბოსტნეულის მომზადება დაბალ ცეცხლზე კიდევ 12 წუთის განმავლობაში.
  • ხახვს დაუმატეთ შაქარი და მარილი. ტაფის შიგთავსი აურიეთ. მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში კიდევ 2-3 ჯერ მოურიეთ.
  • ტაფაში ჩაასხით მშრალი ღვინო და ბალზამიკოს ძმარი. კარგად აურიეთ. ხახვი გააჩერეთ ცეცხლზე, სანამ ტაფიდან სითხე მთლიანად არ აორთქლდება და ბოსტნეული მშვენიერ მოწითალო ფერს მიიღებს.

მეორე რეცეპტის მიხედვით კარამელიზებული ხახვი შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეინახოთ მაცივარში სამი დღის განმავლობაში. ამისათვის გააციეთ და შემდეგ გაციებული ბოსტნეული გადაიტანეთ ჰერმეტულ მინის ჭურჭელში. სხვათა შორის, თუ გსურთ კარამელიზებული ხახვის გემო კიდევ უფრო საინტერესო გახადოთ, თეთრის ნაცვლად ყავისფერი შაქარი დაამატეთ. ეფექტი ნამდვილად გაგაოცებთ!