ყველას გვაქვს ცუდი დღეები, როცა ყველაფერი ხელიდან გვივარდება და არაფერი გამოდის. ერთია, როდესაც ეს უბრალოდ ცუდი დღეა, მაგრამ ბევრად უარესია, როდესაც ამ უსიამოვნებას არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელი ურევია. როცა შენი ახლო წრიდან ვიღაცამ რაღაც სიბინძურე ჩაიდინა და შენს რეაქციას ელოდება. როცა საღამოს სახლში ბრუნდები და არ იცი, როგორ უნდა მოიქცე ასეთ სიტუაციაში. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საღამოს ძალების და ენერგიის აღსადგენად.
არ აქვს მნიშვნელობა, რა სიტუაციაში ჩაგაგდებთ ბედი, ეს ყველაფერი გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას. უპირველეს ყოვლისა, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ, გსურთ თუ არა ენერგიის დახარჯვა იმისთვის, რომ დამნაშავეზე შური იძიოთ. ის ადამიანი ხომ მხოლოდ იმას ელოდება, რომ დაიწყოთ მოქმედება. და, როგორც წესი, ეს ქმედებები შურისძიებისკენ არის მიმართული. ამით თქვენ ხარჯავთ ორჯერ მეტ სასიცოცხლო ენერგიას. ჯერ ერთი, ბრაზობთ და გამუდმებით ფიქრობთ ამ სიტუაციაზე. და თუ ეს არასასიამოვნოა და ამის გამო დათრგუნული ხართ, მაშინ რამდენს ხარჯავთ ამ სიტუაციაზე თქვენი ცხოვრებისგან?
მეორე, იწყებთ შურისძიების გეგმის მოფიქრებას, იძიებთ შურს, ეს სიტუაცია გაჭიანურებულ პერიოდად იქცევა. ან შესაძლოა პიროვნებათაშორის ომადაც კი იქცეს, სადაც თითოეული მხარე ცდილობს რაც შეიძლება უფრო მეტად ატკინოს მეორეს. ვინ იგებს ამის შემდეგ? თქვენ, ნამდვილად არა. თქვენ მხოლოდ დაკარგავთ თქვენს ენერგიას, დროსა და ძალას. და დამნაშავე კი, ალბათ, სწორედ ამას ელოდება, რათა შეძლოს თქვენი ენერგიით გამოკვება და შემდგომში ყველანაირი საქმის კეთება. ზოგადად, სიტუაცია ძალიან უსიამოვნო და გაჭიანურებულია. ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა ადამიანი აღმოჩნდება ასეთ უსიამოვნებაში.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ საღამოს
როგორ უნდა დაიცვათ თქვენი უფლებები, პატივი, ღირსება და შეინარჩუნოთ სასიცოცხლო ენერგია? უპირველეს ყოვლისა, დაიმახსოვრეთ ყველაზე მნიშვნელოვანი წესი: „შურისძიება არის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიართვათ!“ არასოდეს შეეცადოთ რაიმე ზომების მიღება, როდესაც ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებით. არსებობს სიტუაციის ჩიხში შეყვანის რისკი. მისგან თავის დაღწევა კიდევ უფრო რთულია. ამიტომ, სჯობს დამშვიდდეთ, მოიკრიბოთ მოთმინება და, თუ ემოციებს ვერ აკონტროლებთ, მიმართოთ დამამშვიდებელ პრაქტიკას ან მედიტაციას.
მეორე, რაც უნდა გააკეთოთ, არის თავისივე უარყოფითი ენერგიის მიმართვა ისევ დამნაშავეზე. ამის გაკეთება ძალიან მარტივია და მასთან დალაპარაკებაც კი არ გჭირდებათ. თქვენ გჭირდებათ თქვენი ძველი ტანსაცმელი. ეს შეიძლება იყოს პერანგი ან მაისური. მხოლოდ ძალიან ძველი, რომლის გადაგდებასაც დიდი ხანია აპირებთ, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეთ. მთვარის ფაზისა და კვირის დღის მიუხედავად, სასურველია საღამოს, მაგრამ აუცილებლად შუაღამემდე, ამოაბრუნეთ ეს ნივთი შიგნიდან გარეთ და გაშალეთ მაგიდაზე. დადექით მის თავზე და გამოხატეთ მთელი ნეგატივი, რომელიც დაგროვდა თქვენს სულში, შეგიძლიათ იყვიროთ კიდეც.
როდესაც დაასრულებთ რიტუალის ამ ნაწილს და გამოთქვამთ ყველაფერ ცუდს, დააყარეთ ამ ნივთს მარილი და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „მე ეს ნივთი ამოვაბრუნე, ჯადო ჩემგან შევატრიალე და თავის პატრონს დავუბრუნე.” ამის შემდეგ შეახვიეთ ქაღალდში ან ცელოფანში, გაიტანეთ ქუჩაში და ნაგვის ურნაში ჩააგდეთ. როცა გადააგდებთ, ისევ იგივე სიტყვები წარმოთქვით და სახლში დაბრუნდით. სახლში, აუცილებლად უნდა დაიბანოთ სახე გრილი წყლით და ჩამოიბანოთ ნეგატივის ნარჩენები.
ამ რიტუალის შემდეგ რჩება მხოლოდ იმის ყურება, თუ როგორ იტანჯება თავად დამნაშავე იმისგან, რის მოტანასაც თქვენთვის ცდილობდა. მადლობა გადაუხადეთ მას ამ სიტუაციისთვის, გაანალიზეთ რა გააკეთეთ, რამაც ეს სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში მოიზიდა. ყველა მონეტას ორი მხარე აქვს და ნებისმიერი უარყოფითი გამოცდილებას ან სიტუაციას ჩვენთვის რაღაც გაკვეთილი მოაქვს. მთავარია, ვისწავლოთ ამის ამოცნობა და შემდგომ ცხოვრებაში გამოყენება.