კომბოსტოსგან, რამდენიმე წუთში, იდეალური საუზმის მომზადება შეგიძლიათ. თქვენ არ გჭირდებათ ველოსიპედის გამოგონება გემრიელი და ორიგინალური კერძის მოსამზადებლად. არ დაგჭირდებათ წახვიდეთ მაღაზიაში და უამრავი პროდუქტი შეიძინოთ, მხოლოდ ერთი კომბოსტი საკმარისი იქნება.
ჩვენ დღეს მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ უგემრიელესი კერძი კომბოსტოსგან.
მასალები:
- 1 ცალი კომბოსტო
- 3 კვერცხი
- 4 ს.კ. მაიონეზი
- 3 ს.კ. ფქვილი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- სანელებლები გემოვნებით
მომზადება:
1. რეცეპტი ძალიან მარტივია, ის სულ რაღაც 15 წუთში მზადდება.1 ცალი კომბოსტო ჩადეთ მდუღარე წყალში, დაუმატეთ მარილი და ადუღეთ კიდე 3 წუთი.
2. ცალკე მოამზადეთ კარაქი, კვერცხი, მაიონეზი, დაუმატეთ ფქვილი, მარილი და სანელებლები. კარგად აურიეთ. სასურველია თუ გამოიყენებთ მიქსერს.
3. აიღეთ კომბოსტოს 2-3 ცალი ფოთოლი. დადგით ტაფა, დადეთ კარაქი და გააჩერეთ მანამ, სანამ მთლიანად არ გადნება.
დადეთ ტაფაზე კომბოსტო და უკვე მომზადებული პროდუქტები და გააჩერეთ 15 წუთით.
კერძი ძალიან გემრიელი გამოვა. იმაზე უფრო გემრიელი, ვიდრე სხვა კერძები, რომლის მომზადებასაც საათ ნახევარი ჭირდება. კომბოსტო ძალიან ხრაშუნა და არომატული იქნება.
შეგიძლიათ ნებისმიერ სოსუსთან ერთად მიირთვათ. მოგეწონათ კერძი? გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც.