2024 წლის 25 იანვარს წლის პირველი სავსემთვარეობაა. თუმცა, ამ ფენომენის დანახვა მთელი თავისი დიდებით 24-დან 26 იანვრამდე შეგვიძლია. ასე რომ თქვენ ვერ გამოტოვებთ ამ სილამაზეს! უძველესი დროიდან იანვარში სავსე მთვარეს მგლის მთვარეს ეძახდნენ. სწორედ ამ პერიოდში ისმის მგლის ყმუილი ღამით კარგად.
ჩინეთში, წლის პირველ სავსე მთვარეს სადღესასწაულო მთვარეს უწოდებენ, კელტებს შორის – მშვიდს, ჩეროკებს შორის – ცივს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში – ირემის ან ჭექა-ქუხილის. ამ იანვარში სავსემთვარეობა ლომის ცეცხლოვან თანავარსკვლავედში მოხდება. ასტროლოგების აზრით, ის შესანიშნავ იმპულსს მისცემს მთელ წელს, შეავსებს მას ენერგიით ჩანაფიქრის შესასრულებლად.
ვის მოუტანს წარმატებას 2024 წლის პირველი სავსემთვარეობა?
ამ სავსემთვარეობის გავლენის ქვეშ ყველაზე მეტად კირჩხიბები, ლომები, ქალწულები და თევზები მოექცევიან. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ იმოქმედებს ეს ბუნებრივი მოვლენა მათზე.
კირჩხიბი
2024 წლის პირველი სავსემთვარეობა კირჩხიბებს გამდიდრების შესაძლებლობას მოუტანს. რა თქმა უნდა, ხელებჩამოშვებული არ უნდა დაელოდოთ ფინანსურ წარმატებას. მოგიწევთ ინიციატივის გამოვლენა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ საკითხში მთავარია გარისკოთ და არ შეგეშინდეთ პასუხისმგებლობის აღების. შეხედეთ ცხოვრებას სხვა კუთხით, გადააფასეთ თქვენი რეალობა და მისწრაფებები. რისკების აწონვის შემდეგ დაიწყეთ წინსვლა და მთვარის ენერგია ამაში დაგეხმარებათ!
ქალწული
სავსემთვარეობა არის შინაგანი ხმის მოსმენის დრო. შეეცადეთ მოიცილოთ ყველაფერი არასაჭირო და უმნიშვნელო და ფოკუსირება მხოლოდ საკუთარ სურვილებზე მოახდინოთ. მიეცით საკუთარ თავს დრო თვითანალიზისთვის. დაე, იყოს არა მთელი დღე, არამედ მხოლოდ 20 წუთი. ამ დროს ნუ დამალავთ საკუთარ ემოციებს და ნუ უგულებელყოფთ ოცნებებს. გახსოვდეთ, სამყარო მზადაა თქვენ დასახმარებლად, თუ ძალისხმევას დახარჯავთ საამისოდ.
თევზები
მგლის სავსემთვარეობა დაეხმარება თევზებს არასწორი გზიდან გადახვევაში. ეს წელი შეიძლება თავიდან რთულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ საშინელი გამოწვევები გპირდებათ გარდაქმნას, პიროვნულ ზრდას და დიდი ხნის ნანატრ მიღწევებს. წარუმატებლობა დაგეხმარებათ გამოავლინოთ თქვენი ლიდერობის პოტენციალი, ოჯახური ცხოვრების პრობლემები კი მხოლოდ გააძლიერებს თქვენს კავშირს მეუღლესთან. მოითხოვეთ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა და საბოლოოდ მადლობას გადაუხდით ბედს ყველა განსაცდელისთვის.
ლომი
წლის პირველი სავსემთვარეობა ყველაზე წარმატებული ლომისთვის იქნება. მთვარის ენერგია დადებითი ემოციების მოზღვავებას გაგრძნობინებთ. მისტიური მოვლენა მზად არის გაჩუქოთ თავდაჯერებულობა. გამოიყენეთ ის საკუთარი მიზნების მისაღწევად! ნუ შეგეშინდებათ გარისკვის: მოითხოვეთ ახალი თანამდებობა, ხელფასის გაზრდა, მოიწვიეთ თქვენი საყვარელი ადამიანი პაემანზე ან შეეცადეთ შეურიგდეთ ძველ მეგობარს. ყველა ამ წამოწყებაში გელით წარმატება!
სავსემთვარეობა ახალა მიღწევებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებსაც ჰპირდება. წლის დასაწყისი საუკეთესო დროა ახალი მიზნების დასასახად. იყავით გაბედული თქვენს მისწრაფებებში და საუკეთესოზე იოცნებეთ!