ცუდი მადა და ნევროზულობა შესაძლოა ვიტამინ B 12-ის დეფიციტზე მიუთითებდეს

264

ექიმი თერაპევტი იმუნოლოგი ირინა იარცევა: ვიტამინ B 12-ის დეფიციტი შეიძლება ჰქონდეთ ადამიანებს, ვინც მიირთმევს ძალიან ცოტა ხორცს ან ბოროტად გამოიყენებს ალკოჰოლურ სასმელებს.

თერაპევტმა იარცევამ თქვა, რომ ორგანიზმში ვიტამინ B 12-ის საკმარისი დონე უზრუნველყოფს ადამიანის ფსიქოემოციურ ჯანმრთელობას და ასევე დიდ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.

„ორგანიზმში ვიტამინ B 12-ის დეფიციტის კომპენსირება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ექიმმა.

იარცევამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ამ ვიტამინის საუკეთესო წყაროა ცხოველური წარმოშობის საკვები, პირველ რიგში ხორცი და სუბპროდუქტები. რაციონში ასეთი პროდუქტების ქრონიკული ნაკლებობისას ვიტამინ B 12-ის დეფიციტის რისკი მნიშვნელოვნად მატულობს, ისევე როგორც იმ შემთხვევებში, როდესაც ადამიანი ბოროტად გამოიყენებს ალკოჰოლურ სასმელებს. სხვა შესაძლო მიზეზებია – კუჭის ოპერაცია, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება.

ექიმმა დაასახელა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებს ვიტამინ B 12-ის დეფიციტზე: ეს შეიძლება გამოიხატოს მუდმივი სისუსტით, ხელებისა და ფეხების დაბუჟებით, ცუდი მადით, ენის ანთებით.

„ასევე, ვიტამინ B 12-ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია, კანის სიმშრალე, ნევროლოგიური ჩივილები, დაღლილობა, ნევროზულობა და სტრესისადმი წინააღმდეგობის დაქვეითება“, – დასძინა ექსპერტმა.

იარცევას თქმით, ვიტამინ B 12-ის დეფიციტის აღმოფხვრის საუკეთესო მეთოდია ინტრამუსკულარული ინიექციები.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცის მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველივე ნიშნებისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს