მაშინაც კი, თუ გოგრა არ გიყვართ, ეს დესერტი აუცილებლად მოგეწონებათ. ყოველ წელს, ჩემი ქმარი და შვილები დიდი სიხარულით ელოდებიან შემოდგომის დადგომას, რათა ეს კერძი მოვუმზადო.
მისი მომზადება ძალიან მარტივია. გოგრის გარდა, ის მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება. მომზადების შემდეგ, შეგიძიათ შეინახოთ მაცივარში 2-3 დღის განმავლობაში.
დესერტის გემო სიტკბოთი და სინაზით გაჯერებულია.
გოგრის მარმელადი
დღეს ჩვენ მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მარლემადი გოგრისგან. ის ძალიან გემრიელი, და, რაც მთავარია, ჯანსაღი დესერტია. მისი მირთმევა ბავშვებისთვის სრულიად უსაფრთხოა.
მასალები:
- 500 გ გოგრა (peeled)
- 150 გ შაქარი
- 3 ს.კ. ლიმონის წვენი
- 30 გ ჟელატინი
მომზადება:
1. დაჭერით გოგრა პატარა ნაჭრებათ და მოათავსეთ თასში.
2. შედგით გოგრა ღუმელში და დატოვეთ 180 გრადუსზე, ნახევარი საათის განმავლოაში. შეამოწმეთ ჩანგლით. თუ რბილია ანუ გოგრა მზად არის.
3. ცოტა გააგრილეთ და ამის შემდეგ, დააბლენდერეთ.
4. დაუმატეთ შაქარი და ლომონის წვენი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.
5. ჩაასხით ჟელატინი იმავე კონტეინერში, შეურიეთ ყველაფერს და დავტოვებთ 15 წუთს.
6. მოათავსეთ გაზქურაზე 2-3 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ ისე, რომ მასა არ უნდა მოიხარშოს.
7. ამოიღეთ გოგრა, მოათავსეთ ცელოფანზე, გააგრილეთ და შედგით მაცივარში. სასურველია, დატოვოთ მთელი ღამით.
8. როდესაც მასა მთლიანად გაძლიერდება, დააცალცალკევეთ და მიეცით სასურველი ფორმები.
შეგიძლიათ მოაყაროთ შაქარი და დესერტი მზადაა.
რჩევა:
გოგრა კარგად შეარჩიეთ, სასურველია იყოს ბუნებრივად ნატურალური.
ეს დესერტი ძალიან გემრიელი და ჯანსაღია. შეგიძლიათ ბავშვებს აჭამოთ. ის ბევრად უკეთესია, ვიდრე უკვე მომზადებული, გასაყიდი მარმელადები.
გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.