ოდესმე დაფიქრებულხართ, რომ მართლა ხართ შეყვარებული ამ ადამიანზე თუ უბრალოდ თავს არიდებთ ისევ მარტო დარჩენას?
სიყვარულის სამყაროში ხანდახან აღმოვჩნდებით ხოლმე გზაჯვარედინზე, სადაც გულახდილად უნდა შევხედოთ საკუთარ თავს. მართლა შეყვარებულები ვართ თუ უბრალოდ მარტოობის შიში გვამოძრავებს?
დღესდღეობით, როდესაც ურთიერთობებზე გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მთავარია გვესმოდეს, რას ვგრძნობთ სინამდვილეში. რადგან ადრე თუ გვიან ურთიერთობები ნდობის, სიყვარულისა და პატიოსნების გარეშე განადგურდება.
მხოლოდ იმიტომ გაქვთ ურთიერთობა, რომ ისევ მარტო დარჩენის გეშინიათ?
გადახედეთ ამ 6 კონკრეტულ ნიშანს, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი ურთიერთობა სიყვარულზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ მარტოობის შიშზე.
1. თავს ბევრად ბედნიერად გრძნობთ, როცა ის თქვენს გვერდით არ არის
თუ პარტნიორთან შორს ყოფნისას თავს ყოველთვის უფრო ბედნიერად და მშვიდად გრძნობთ, ეს საგანგაშო ნიშანია. თქვენი საყვარელი ადამიანი უნდა იყოს ის, ვინც თავს უფრო ბედნიერად გაგრძნობინებთ და არა ის, ვისაც წამებს უთვლით სანამ წავა.
2. არ გიყვართ ერთად დროის გატარება
პარტნიორთან ერთად მხიარულად გრძნობთ თავს სხვა ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ არ გსურთ დროის გატარება მხოლოდ მასთან ერთად – ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გრძნობები. სწორი ადამიანი არის ის, ვისთანაც გსიამოვნებთ დროის გატარება და არა ის, ვინც მხოლოდ თქვენი სოციალური ცხოვრების დამატებას წარმოადგენს.
3. ერთობლივი მომავალი – არ არის თქვენი მიზანი
თუ გეშინიათ ურთიერთობის გაწყვეტის მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებული სიტუაციის გამო, მაგრამ არ წარმოგიდგენიათ მომავალი ამ ადამიანთან, დროა იფიქროთ თქვენს გრძნობებზე. ქორწინება და სხვა ცხოვრებისეული გადაწყვეტილებები უნდა იყოს სიყვარულის შედეგი და არა მარტოობის შიშის.
4. უფრო მეტად გაღელვებთ თქვენი იმიჯი სოციალურ მედიაში, ვიდრე რეალური ურთიერთობები
თუ თქვენ უფრო მეტად ზრუნავთ სოციალურ ქსელებში საჩვენებელი სრულყოფილების შენარჩუნებაზე, ვიდრე ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებაზე, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია იმისა, რომ შეიძლება არ იყოთ ისეთი შეყვარებული, როგორიც გსურთ რომ იყოთ. კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს ურთიერთობაში ნამდვილ ბედნიერებაზე.
5. მეგობრებისგან ჩამორჩენის შიში
თუ გრძნობთ ზეწოლას მეგობრების მხრიდან, რომლებსაც შეყვარებულები ჰყავთ ან რომლებსაც შვილები ჰყავთ და ამიტომაც რჩებით ურთიერთობაში, თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს მოტივებს. სიყვარულმა და ურთიერთობებმა არ იცის ვადები და არ არსებობს პანიკის მიზეზი.
6. გირჩევნიათ არაჯანსაღ ურთიერთობაში დარჩენა, ვიდრე ახლის აღმოჩენა
თუ ფიქრობთ, რომ არასწორ ურთიერთობაში დარჩენა უფრო უსაფრთხოა, რადგან უკვე ყველაფერი იცით, გახსოვდეთ, რომ უცნობი უცილებლად ნეგატიური არ არის. არაჯანსაღი ურთიერთობის გაწყვეტის გამბედაობამ შეიძლება მოიტანოს ბედნიერება და კმაყოფილება, რასაც არასდროს ელოდით. ნუ შეგეშინდებათ ცხოვრებაში სიახლეების აღმოჩენის.