ყველამ იცის, რომ გვიან დაწოლა ან ზედმეტი ჭამა მავნებელი არის. თუმცა ზოგჯერ ჯანმრთელობას საფრთხე შეიძლება ჩვენმა, ერთი შეხედვით უვნებელმა ჩვევამაც მოუტანოს. თქვენთვის ცნობილია, რომ თუ დაცემინებას შეიკავებთ შეიძლება საავადმყოფოში მოხვდეთ? რომ საღეჭმა რეზინამ არა მხოლოდ პლომბი მოგაშოროთ, არამედ უფრო დიდი პრობლემა შეგიქმნათ?
დღეს თქვენთვის შევაგროვეთ იმ ჩვევების სია, რომლებიც უვნებლის ნიღაბს ამოფარებულნი არიან და სინამდვილეში ზიანს გვაყენებენ.
1.დაცემინება „საკუთარ თავში“
იტანჯება: სასუნთქი სისტემა, თავის სისხლძარღვები, ტვინი. სამწუხარო შემთხვევაში საყლაპავი.
დაცემინების მთავარი ფუნქცია ორგანიზმიდან ბაქტერიების, ვირუსებისა და მტვრის ნაწილაკების მოშორება არის. როცა დაცემინებას იკავებთ, ბაქტერიები ადგილზე რჩება. ეს უბედურების მხოლოდ ნახევარს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება თუ გადაწყვეტთ გაისროლოთ და ამასთან ლულას ხელი დააფაროთ. იგივე ხდება ცხვირში – მთელი ძალა „უკან“ მიდის და შეიძლება დააზიანოს, მაგ., სმენა, არტერიული წნევა აამაღლოს ან საყლაპავი დააზიანოს (თუ ამასთან ჭამდით).
2.კბილის ჩხირების გამოყენება
იტანჯება: ღრძილები
სტომატოლოგები კბილის ჩხირებს რეკომენდაციას არ უწევენ. ისინი ემალისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ღრძილები იტანჯება. ამასთან კბილებს შორის ადგილის გაწმენდის შანსი ნაკლებია. პირის ღრუს ჰიგიენისთვის უმჯობესია თუ ჭამის შემდეგ უსაფრთხო კბილის ძაფს გამოიყენებთ.
3.ბალიშში თავჩარგული ძილი
იტანჯება: სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა ხერხემალი, სახის კანი.
ასე ძილი კომფორტული, მაგრამ საზიანო არის. ამ პოზაში სუნთქვა გართულებული არის, კისერი არა ბუნებრივ და დაძაბულ მდგომარეობაში არის, სისხლის მიმოქცევა და კისრის მალები იტანჯება. ამასთან ექიმები გაფრთხილებენ: ასეთი ძილის დროს გაჩენილი დროებითი ნაოჭები დროთა განმავლობაში მუდმივად გარდაიქმნება.
4.მზესუმზირას კბილებით გარჩევა
იტანჯება: კბილები, ნაღვლის ბუშტი.
მზესუმზირა ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, მაგრამ უმჯობესია თუ მათ ხელებით გაარჩევთ და კბილებს არ გამოიყენებთ. ასევე მზესუმზირა უკუ ჩვენებულია ადამიანებისთვის, რომელთაც ნაღვლის ბუშტი აწუხებთ, მათი კალორიულობა 100 გრამზე 500 კალორიას შეადგენს.
5.ნებისმიერი მყარი ნივთის კვნეტა
იტანჯება: კბილები, ღრძილები და პირის ლორწოვანი გარსი
კალმის, ფანქრის და სხვა მყარი ნივთების კვნეტის მოყვარულების კბილების ემალი კიდევ უფრო მეტად იტანჯება. ამ მიზეზით ბოთლის კბილებით გახსნა, კაკალის გატეხვა, ყინულის ჭამა არ ღირს. ამასთან თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ სტომატიტი და ნაწლავური ჩხირები.
6.ტუალეტში წასვლის შეკავება
იტანჯება: თირკმლები, შარდსასქესო სისტემა, ნაწლავები
2018 წელის ივნისში ახალგაზრდა მოთამაშე დიდი ბრიტანეთიდან საავადმყოფოში მოხვდა იმის გამო, რომ 8 საათიანი თამაშის განმავლობაში ტუალეტში ერთხელაც არ ყოფილა. მისი ნაწლავები და შარდის ბუშტი იმდენად გასიებული იყო, რომ სიმსივნეც ეგონათ. ექიმები თანხმდებიან, შეკავება მავნებელია, რადგან კუნთების სწორად მუშაობა ირღვევა, შარდსასქესო სისტემის განვითარების რისკი იზრდება.
7.თავის დაბანა ცხელი წყლით
იტანჯება: ტვინის სისხლძარღვები, თავის კანი.
თუ თავის ცხელი წყლით დაბანა გიყვართ, დროა ამ ჩვევაზე უარი თქვათ. პირველ რიგში, ის შეიძლება ძლიერი თავის ტკივილის და თავბრუსხვევის მიზეზი გახდეს. მეორე მხრივ, ცხელი წყლის ქვეშ თავის ცხიმოვანი ჯირკვლები მუშაობას ჩქარი ტემპით იწყებს და თმა სწრაფად ბინძური ხდება.
8.სახესა და თვალებზე ხელებით შეხება
იტანჯება: კანი, თვალები
სხვადასხვა სახის ანთება, აკნე, ჰერპესი – ხელიდან სახეზე ყველა შესაძლო მიკროორგანიზმებია. თუ თვალებში ხელს ხშირად ისვამთ, შეიძლება კონიუნქტივიტი მიიღოთ, უსიამოვნო ინფექცია, რომელსაც ახლავს ანთება, ქავილი და დაბინდვა.
9.საღეჭი რეზინის ხშირად დაღეჭვა
იტანჯება: კუჭი, კბილები, მოკლე დროის მეხსიერება
საღეჭი რეზინის ბოროტად გამოყენებას რამდენიმე შედეგი ახლავს:
- საღეჭი რეზინის დაღეჭვა კუჭის წვენის გამომუშავებას ხელს უწყობს. ამიტომ მისი ჭამამდე გამოყენება არ ღირს: ეს გასტრიტის ან კუჭის წყლულის განვითარებას ხელს შეუწყობს.
- საღეჭი რეზინა საზიანოა კბილებისთვის, ასევე პლომბისთვის. ყბის ხშირი მოძრაობის გამო საღეჭი ზედაპირები ზიანდება.
- საღეჭი რეზინა მეხსიერებაზე გავლენას ახდენს. მისი გამოყენება აუმჯობესებს დამახსოვრებას, ამოცანაზე ფოკუსირებაში გეხმარებათ, რომელთაც ხანგრძლივი დაკვირვება სჭირდება. თუმცა მოკლევადიანი მეხსიერება პირიქით უარესდება, კიდევ უფრო დაბნეულს გხდით.
10.დაწოლილი კითხვა
იტანჯება: თვალები, ხერხემალი, კისრის კანი.
საწოლში კითხვის დროს შემდეგი წესები უნდა დაიცვათ:
- წიგნი თვალთან ძალიან ახლოს არ დაიჭიროთ (მინიმუმ 25 სმ)
- არ დაიხაროთ და კისერი არ გადატვირთოთ;
- გვერდზე დაწოლილი წაკითხვა არ ღირს – წიგნსა და თვალს შორის მანძილი სხვადასხვა იქნება, და უფრო მეტად მოუწევთ დაძაბვა.
- მუცელზე არ წაიკითხოთ – ხერხემალი დაიტანჯება.
როგორც ხედავთ ამ წესების დაცვა ძალიან რთულია. გარდა ამისა, ასეთი პოზა ხშირად კისრის ღრმა ნაოჭს აჩენს.
11.პატარა ჭრილობის გალოკვა და სულის შებერვა
იტანჯება: რეგენერაციის პროცესი
თითის გაჭრის შემთხვევაში, პირველ რიგში რისი გაკეთება გსურთ? სულის შებერვა თუ ნერწყვით გალოკვა? ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დათვალეს 600-ზე მეტი მიკროორგანიზმი, რომლებიც ადამიანის პირის ღრუში ცხოვრობენ. ამ ბაქტერიებს შორის ყოველთვის არის სხვადასხვა სახის სტაფილოკოკი და სტრეტპტოკოკები. ჭრილობაზე სისხლი – მათი გავრცელების შესანიშნავი სივრცე არის.
12.ჩურჩულით საუბარი
იტანჯება: ხმის იოგები, ხორხი
მეცნიერის და ყოფილი მომღერლის რობერტ სატალოფის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების უმეტესობა ხმის იოგებსს ძალიან ძაბავენ, როცა ჩურჩულით საუბრობენ. ეს ხმის მიკროდაზიანებას ზრდის. განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც ბევრი საუბარი უწევს, ასევე ლარინგიტის დაავადების დროს.
თქვენ ჯანმრთელობის საფრთხის შემცვლელ რომელ მავნე ჩვევას ებრძვით?