სეპარაცია (განცალკევება) – არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აბსოლუტურად ყველამ უნდა გაიაროს იგი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცების შემთხვევაში, რადგან მხოლოდ დედასთან დროული განშორებით ექნება მას საყვარელ ქალთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარების შანსი.
თითოეული ჩვენგანისთვის დედასთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცებისთვის, რომლებსაც მომავალში საკუთარი ოჯახის შექმნა მოუწევთ სხვა საყვარელ ქალთან ერთად. საპირისპირო სქესთან ურთიერთობის პირველი გამოცდილების მიღება ხომ ზუსტად მასთან ხდება, ვინც სიცოცხლე აჩუქა. იმისათვის, რომ მომავალი რომანტიკული ურთიერთობები ჯანსაღი მოდელის მიხედვით განვითარდეს, ახალგაზრდა მამაკაცი რაც შეიძლება ადრე უნდა განთავისუფლდეს ქალის „აჩრდილისგან“, რომელმაც ის გაზარდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა რომანტიული ურთიერთობა რთული გამოცდა იქნება არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი საყვარელი ადამიანისთვისაც.
ინფანტილური მამაკაცის განსაზღვრა
დამეთანხმებით, მუდამ მეორე ადგილზე ყოფნა ნაკლებად სასიამოვნოა და დედაზე დამოკიდებული მამაკაცი 100%-იანი გარანტიით მოგახვედრებთ მსგავს სიტუაციაში. ასეთ ურთიერთობაში ყოველთვის სამნი იქნებით, თუნდაც დედა სხვა ქალაქში ცხოვრობდეს. იმისთვის, რომ დროულად ამოიცნოთ ასეთი ინფანტილური მამაკაცი, შეეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ესაუბროთ მას და დაუსვით შემდეგი კითხვები:
- მარტო ცხოვრობს თუ მშობლებთან ერთად? თუ პირველი ვარიანტია, მაშინ ჰკითხეთ რამდენი ხანია და როგორ უმკლავდება ის ყოველდღიურ ცხოვრებას?
- მისი ოჯახი სრულია თუ ერთი მშობელი ზრდიდა? ვინ ეხმარებოდა მის აღზრდაში?
- რაც შეეხება და-ძმას? ის მარტოა ოჯახში თუ ჰყავს და და ძმა? უფროსია თუ უმცროსი?
ყურადღება მიაქციეთ მის ტონს, რა ტონით პასუხობს და რა ხდება თქვენი საუბრის დროს. იქნებ დედა ურეკავს და ეჩხუბება? პატივისცემით ესაუბრება მას თუ უხეშია? ყველა ამ წვრილმანს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მათზე თვალი არ უნდა დახუჭოთ.
„დედიკოს ბიჭის“ 6 ზუსტი ნიშანი
არსებობს რამდენიმე ზუსტი ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მამაკაცი ჯერ არ დაშორებულა დედას და გამუდმებით შეგადარებთ მას.
- საუბრებში მუდმივად აღნიშნავს, რომ დედამისი იდეალური ქალია. ის გემრიელად ამზადებს, სახლში სისუფთავეა და სტუმრებს უყვართ. რა დაგრჩენიათ? შეეცადოთ, რომ მისნაირი გახდეთ, რაც გულმოდგინე ძალისხმევის შემთხვევაშიც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
- საუბრისას მუდმივად ციტირებს დედის სიტყვებს და არ უშვებს ხელიდან შანსს, რომ კიდევ ერთხელ ახსენოს, რამდენად აღფრთოვანებულია მისით. დამეთანხმებით, მისი ადგილის დაკავება კვარცხლბეკზე სრულიად შეუსრულებელი ამოცანაა.
- თქვენი რჩეული დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მშობლებთან და მიჩვეულია, რომ რჩევისთვის დედას მიმართოს. ის გამუდმებით სვამს კითხვას „რას იტყოდა და როგორ მოიქცეოდა დედა?“ და მაშინაც კი, თუ ის გადაწყვეტს დახმარების თხოვნას თქვენგან, მაშინ, სავარაუდოდ, დაიწყებს თქვენი მოსაზრებების შედარებას და, რა თქმა უნდა, არა თქვენის სასარგებლოდ.
- მამაკაცი, ვისთანაც რომანტიკულ ურთიერთობაში ხართ, უნდა იყოს ფინანსურად დამოუკიდებელი. დედისგან ნებისმიერი ფულადი დახმარება, ისევე როგორც სრული უზრუნველყოფა, მკაცრად დაუშვებელია.
- თუ თქვენი შეყვარებული გაიზარდა არასრულ ოჯახში და დედას აფასებს როგორც „იდეალურს“ ან „ცუდს“, მაშინ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენთან ყველა შედარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ იმ მომენტისთვის რა ხდება. როდესაც ასეთი ადამიანი ხდება ზრდასრული და იწყებს ურთიერთობას საპირისპირო სქესთან, მისი ფიქრები მიმართულია არა მხოლოდ რომანტიკისკენ, არამედ შეყვარებულისა და დედის შეფასებისკენ.
- როდესაც მამაკაცი ოჯახში ერთადერთი შვილია, მაშინ, რა თქმა უნდა, მშობლების მთელი ყურადღება მხოლოდ მისკენ არის მიმართული. ის თქვენგანაც იგივეს მოითხოვს და შეადარებს თქვენი გრძნობების სიძლიერეს მამობრივი და დედობრივი შკალის მიხედვით.