ნევროლოგი რესტაკი: ჩვეული მოქმედების შესრულების შეუძლებლობა დემენციაზე მიუთითებს. ექიმმა ალიოხინამ კიდევ 4 უჩვეულო ნიშანი დაასახელა

368

თუ ადამიანს უჩნდება პრობლემები ჩვეული აქტივობების შესრულებისას, ეს შეიძლება მიუთითებდეს დემენციის დაწყებაზე. ამ არააშკარა სიმპტომზე ნევროლოგმა რიჩარდ რესტაკმა ისაუბრა.

კარგად დამუშავებული მოქმედებების შესრულების უუნარობას აპრაქსია ეწოდება. მან ამ მდგომარეობის გამორჩეულ მახასიათებლად მოტორული დეფექტების არარსებობა დაასახელა. გარდა ამისა, ექიმის თქმით, აპრაქსიის მქონე ადამიანს შეუძლია დაასახელოს ყველა საჭირო საგანი და თქვას კიდეც, ზუსტად როგორ უნდა შესრულდეს მოქმედება, მაგრამ არ შეუძლია ამის გაკეთება.

„პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტვინს არ შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს ყველა ინფორმაცია და დაალაგოს სწორი თანმიმდევრობით“, – განმარტა სპეციალისტმა.

ნევროლოგმა ალექსანდრა ალიოხინამ ჩამოთვალა დემენციის უჩვეულო ნიშნები, რომლის შესახებაც ყველამ იცის.

დემენცია ადამიანებს ართმევს არა მხოლოდ მეხსიერებას – კვლევები ცხადყოფს, რომ ეს რთული მდგომარეობა ხასიათდება მთელი რიგი სიმპტომებით, განსაკუთრებით დასაწყისში.

„მათი ამოცნობა ყოველთვის ადვილი არ არის. სარკაზმის აღქმის უუნარობიდან დაწყებული სოციალური ნორმების გრძნობის დაკარგვამდე, დემენციის ზოგიერთი ადრეული ნიშანი ძლივს შესამჩნევია”, – ამბობს ნევროლოგი ალექსანდრა ალიოხინა.

როგორ უნდა გაიგოთ, გაქვთ თუ არა თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს ალცჰეიმერის დაავადების ან დემენციის სხვა ფორმის ნიშნები?

სარკაზმის და მატყუარა ადამიანის ამოცნობის უუნარობა

თქვენ შეიძლება დააფასოთ ან არ დააფასოთ სარკასტული იუმორის გრძნობა, მაგრამ სარკაზმი ჩვენი კულტურის ნაწილია.

„ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც კრიტიკის კარგ გზას, ამიტომ მას ყოველთვის ვიყენებთ, მაშინაც კი, როცა ვცდილობთ ვიყოთ კეთილგანწყობილი“.

ფრონტტემპორალური დემენციის და ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანებს უფრო უჭირთ სარკაზმის გაგება. ისინი ვერ ხვდებოდნენ, როდის იტყუებოდა ვინმე, თუმცა ალცჰეიმერის დაავადების მქონე ადამიანებს შეეძლოთ ამის ამოცნობა.

„ფრონტტემპორალური დემენციის მქონე პაციენტები ვეღარ აცნობიერებენ, რომ ადამიანების ქმედებებს შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს, – ამბობს ის.

დაჟინებული მზერა და კითხვის პრობლემები

„მზერის დაქვეითება“ – არის დემენციის სიმპტომის აღმნიშვნელი კლინიკური ტერმინი, რომელიც ცვლის ადამიანების უნარს ნორმალურად ამოძრაოს თვალები.

მაგრამ ადამიანები, რომლებსაც აქვთ დემენციის ადრეული ნიშნები, ისე გამოიყურებიან, თითქოს ბევ რამეს ათვალიერებენ. მათ შეუძლიათ გამოტოვონ სტრიქონები, როდესაც რაღაცის წაკითხვას ცდილობენ. ეს არის დემენციის ერთ-ერთი ნიშანი, რომელსაც დემენციის მქონე ადამიანი შესაძლოა ბოლომდე ვერ აცნობიერებდეს, თუმცა გარშემომყოფებმა ამის შესახებ, სავარაუდოდ, შეიძლება იცოდნენ.

არასაკვები პროდუქტებისა და მწარე საკვების ჭამა

დემენციის ერთ-ერთი გასაოცარი ადრეული ნიშანი არის არასაკვები პროდუქტების, მწარე ან გაფუჭებული საკვების ჭამა. ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ავიწყდება, როგორ უნდა მოექცეს საგნებს, რომლებიც მის წინ დევს. მაგალითად, დემენციის მქონე ადამიანებმა შეიძლება სცადონ ყვავილის ჭამა რესტორნის მაგიდაზე ვაზიდან, რადგან მათ „იციან, რომ აქ საჭმელად არიან, მაგრამ არ იციან, რას აკეთებს აქ ყვავილი“.

ალცჰეიმერის დაავადების სხვა სიმპტომებისგან ან დემენციის სიმპტომებისგან განსხვავებით, ამ ფენომენს სხვა უფრო დამაჯერებელი ახსნა არ აქვს.

არაადეკვატური ქცევა და ემპათიის დაკარგვა

თუ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ კარგი, ყურადღებიანი და თავაზიანია, იწყებს შეურაცხმყოფელი ან შეუსაბამო სიტყვების თქმას – და არ აცნობიერებს შეუფერებლობას, არ წუხს ან არ ნანობს თავის ნათქვამს – მას შესაძლოა დემენციის ადრეული ნიშნები უვლინდებოდეს.

„ზოგიერთი ტიპის დემენციის ადრეულ სტადიაზე სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს სოციალური ნიშნების წაკითხვის უნარის დაკარგვას და, შესაბამისად, იმის გაგებას, თუ რატომ არ არის მიზანშეწონილი საწყენი სიტყვების თქმა“, – განმარტავს ალიოხინა.

მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს