6 შესანიშნავი თვისება იმ ადამიანებისა, ვისაც მარტოობა უყვარს

624

ზოგს სიამოვნებს მარტოობა და შეიძლება ძალიან არაკომფორტულად იგრძნოს თავი საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, სამუშაო შეხვედრებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ხმაური, აურზაური და ხალხმრავლობაა. სრულიად ნორმალურია კარგად გრძნობდე თავს მარტოობაში ყოფნისას, თუმცა ბევრი ადამიანი გიმეორებს, რომ სახლიდან უნდა გახვიდე და სხვა ადამიანებთან დაიწყო ურთიერთობა.

რა თქმა უნდა, თუ თქვენ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ადრე ყოველთვის ამჯობინებდა სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრებას და საზოგადოებაში ყოფნას, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაიკეტეთ სახლში და დაკარგეთ ინტერესი ყველაფრისა და ყველას მიმართ, ეს შეიძლება იყოს დეპრესიის ნიშანი და თქვენ უნდა მოიძიოთ დახმარება.

ვივიენის დღევანდელ სტატიაში კი – ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებსაც უყვართ მარტო ყოფნა, მათზე, ვინც თავს უფრო კომფორტულად მშვიდ საქმიანობაში გრძნობს. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვეულებრივ გააჩნიათ შესანიშნავი თვისებები, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლით:

1. მათ აქვთ კარგად სტრუქტურირებული გონება.

სხვა ადამიანების გარეშე მეტი დროის გატარებით, ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ უკეთ გააანალიზონ საკუთარი ურთიერთობები, პრობლემები და აზრები. ასეთი ადამიანები ბევრად უკეთ უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს თვითანალიზის საშუალებით.

2. ისინი არიან ერთგული ადამიანები.

იმის გამო, რომ მათი სოციალური წრე არც თუ ისე დიდია, ისინი დიდად აფასებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან ადამიანებად მიაჩნიათ თავიანთ ცხოვრებაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ენდობიან მეგობრებს და ერთგულები არიან მათ მიმართ.

3. ისინი ითვალისწინებენ სხვა ადამიანების გრძნობებს.

ისინი ყოველთვის ნათლად და გონივრულად გამოხატავენ გრძნობებს და ცდილობენ არ გაანაწყენონ სხვა ადამიანები.

4. ისინი გახსნილნი არიან ახალი იდეებისთვის.

ადამიანები, რომლებიც მარტო ყოფნის მომენტებით ტკბებიან, არ არიან წინააღმდეგნი ახალი იდეებისა და წინადადებების მოსმენის. მაგალითად, მარტოსული ადამიანი არ ნიშნავს იმას, რომ ის წყვეტს ცხოვრებით ტკბობას, მოგზაურობას, ახლის სწავლას, ახალი ადგილების მონახულებას. ყველაფერი პირიქით არის.

5. მათ კარგად იციან დროის ფასი.

მათ, ვისაც მარტო ყოფნა უყვარს, ესმით, რომ ეს დრო მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და ამიტომ ისინი არ განიკითხავენ სხვებს, როცა მათაც სურთ მარტო ყოფნა. მათ ესმით, რომ მარტო გატარებული დრო ფიქრის, სიტუაციის გასაანალიზებლად ან უბრალოდ ენერგიით დამუხტვისთვის – ძალიან ღირებული დროა ყველა ადამიანისთვის.

6. მათ მოსწონთ საკუთარი აზრები.

არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ ფიქრებთან მარტო დარჩენის. მაგრამ ადამიანებს, რომლებსაც მარტო ყოფნა ურჩევნიათ, არ აქვთ ასეთი პრობლემა და ჩვეულებრივ ამ დუმილის მომენტებს თავიანთი აზრების შესაფასებლად, დასკვნების გასაკეთებლად და საკუთარ კითხვებზე პასუხის გასაცემად იყენებენ. ისინი გულწრფელები არიან საკუთარ თავთან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს