დავამზადოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება სახლში

489

ქინქლები, რომლებიც ჩნდებიან სახლში, ტარაკნები, რომლებიც მეზობლების სახლებიდან შემოდიან, სულაც არ არიან სასიამოვნო სტუმრები. იმისთვის, რომ თავი დააღწიოთ მათ და პრობლემა მოუგვარებელი არ დატოვოთ, მავნებლის პირველივე გამოჩენისას უნდა გადახვიდეთ საკუთარი სახლის დაცვაზე. როგორ დავამზადოთ საიმედო მწერების საწინააღმდეგო საშუალება სახლში? ამის შესახებ ვივიენის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ.

თუ ტარაკნები მაღაზიიდან გამოიყოლეთ არასათანადო პირობებში შენახულ საკვებთან ერთად, ან ისინი სავენტილაციო ხვრელებიდან და ბზარებიდან შემოვიდნენ, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ მათთან ბრძოლა.

ეფექტური მწერების საწინააღმდეგო საშუალება ბინაში: როგორ დავამზადოთ

მიხაკი + ძმარი

უმარტივესი საშუალებებით ვიშორებთ ქინქლებს, კოღოებს და ტარაკნებს. აიღეთ 3 ჩ/კ მიხაკი და ჩაყარეთ 1 ჭიქა სუფრის ძმარში. ჩაასხით ეს ნარევი შესასხურებლიან ბოთლში. გააჩერეთ სამზარეულოში 3-4 საათის განმავლობაში. შემდეგ მომზადებული ხსნარი შეასხურეთ იმ ადგილებში, სადაც მწერები ყველაზე ხშირად ჩნდებიან. შეასხურეთ ფანჯრის რაფებს და ფარდებს, სადაც ხშირად ჩნდებიან ქინქლები. დაამუშავეთ პლინტუსები, ბზარები და სხვა ზედაპირები, რათა თავიდან აიცილოთ მავნებლების ხელახლა გამოჩენა თქვენს სახლში. ძმრის და მიხაკის სუნი ხელს უშლის მათ სახლში დაბრუნებას.

ბორის მჟავა

თუ მდგომარეობა უფრო სერიოზულია და დიდი ხანია ცდილობთ ტარაკანების გაძევებას თქვენი ბინიდან, გამოიყენეთ უფრო ძლიერი საშუალება. მნიშვნელოვანია: ბორის მჟავასთან უნდა იმუშაოთ ძალიან ფრთხილად. გააკონტროლეთ, რომ გამოყენებულ საშუალებასთან კონტაქტი არ ქონდეთ ბავშვებს, ცხოველებს და საკვებს.

  • საშუალება №1. აიღეთ 10 გ. ბორის მჟავა და გააზავეთ 500 მლ. სუფთა წყალში. მიღებული საშუალება ჩაასხით შესასხურებლიან ბოთლში. შეასხურეთ ყველა კარადას, სამზარეულოს ზედაპირებს, პლინტუსებს, ნიჟარის სანიაღვრე ხვრელს და იატაკს. დატოვეთ ხსნარი მთელი ღამით, დილით კი სველი ქსოვილით მოაშორეთ.
  • საშუალება №2. მაგრად მოხარშული კვერცხის გული ჩანგლით გასრისეთ. დაამატეთ მას 50 გ. ბორის მჟავა. აურიეთ. მიღებული მასით დაამზადეთ ბურთები, რომელთა დიამეტრი 2 სმ-ზე მეტი არ უნდა იყოს. სატყუარა სახლში გადაანაწილეთ.

მიხაკის და ძმრის გამოყენება შესანიშნავი ვარიანტია, თუ გსურთ მოიშოროთ მწერები, რომლებიც პირველად შენიშნეთ თქვენს ბინაში. გარდა ამისა, ის უსაფრთხოა ბავშვებისა და ცხოველებისთვის. უფრო მძიმე სიტუაციებში, გირჩევთ გამოიყენოთ პროდუქტები ბორის მჟავათი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მათი გამოყენებისას უნდა დაიცვათ უსაფრთხოების ყველა წესი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს