ადამიანები, რომლებიც სწორ კვებაზე არიან, ხშირად უარს ამბობენ ღორის ქონის ჭამაზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ ეს პროდუქტი საკმაოდ კალორიულია. ასევე, ზოგიერთი არ რთავს თავის რაციონში ღორის ქონს, რადგან თვლის, რომ ის მნიშვნელოვნად ზრდის ქოლესტერინის დონეს. კვების ექსპერტებმა ისაუბრეს, მართლაც ასეა თუ არა ამ პროდუქტის შემთხვევაში. მათ ასევე განმარტეს, თუ რატომ ურჩევენ ექიმები ზოგიერთ პაციენტს, რომ მათ ყოველდღე მიირთვან ღორის ქონი.
თუ ჯერ კიდევ გეშინიათ წონაში მატების ასეთი ხემსის მირთმევის გამო, გირჩევთ გაეცნოთ იმ პრობლემების ჩამონათვალს, რომელთა მოგვარებაშიც ის დაგეხმარებათ. რამდენად სასარგებლოა ახალი ქონი ჩვენი ორგანიზმისთვის?
რატომ გვირჩევენ ექიმები ქონის ყოველდღიურად ჭამას?
მიზეზი №1
დიეტოლოგების აზრით, ღორის ქონი შესანიშნავი საჭმელია მათთვის, ვისაც არ სურს ჭარბი წონის მომატება. საოცარია, არა? საქმე ისაა, რომ ქონი შეიცავს A, D, E ვიტამინებს, ასევე ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ფუნქციონირების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ასეთი პროდუქტს ახასიათებს ძალიან ნელი დაშლა. ამის წყალობით, ქონი საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ დანაყრების გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში. მთავარია, ეს პროდუქტი დღეში არაუმეტეს 15-20 გრამი მიირთვათ. ეს არის ყოველდღიური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის.
მიზეზი №2
ყოველდღიურად 15 გრამი ქონის მოხმარება ხელს უწყობს ფიგურის შენარჩუნებას და ასტიმულირებს ტვინის აქტივობას. ეს პროდუქტი მდიდარია ლინოლის და არაქიდონის ცხიმოვანი მჟავეებით. ისინი მნიშვნელოვანი ნივთიერებებია ტვინის კარგი ფუნქციონირებისთვის. ეს მჟავეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის უჯრედების დაცვაში.
მიზეზი №3
ადრე ნახსენები არაქიდონის მჟავა მიეკუთვნება ომეგა -6 ჯგუფს (უჯერი ცხიმოვანი მჟავეები). ის ხელს უწყობს სისხლში „ცუდი“ ქოლესტერინის დონის კონტროლს.
მიზეზი №4
სპეციალისტები გვირჩევენ არ დავივიწყოთ ქონის მოხმარება ცივ სეზონზე, რადგან ეს პროდუქტი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. ცხიმოვანი მჟავეების მაღალი შემცველობის გამო, ქონს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, რითაც იცავს მას სხვადასხვა ვირუსებისგან და ზრდის იმუნური სისტემის დამცავ თვისებებს.
მიზეზი №5
მრავალრიცხოვანი კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ქონი მიეკუთვნება იმ პროდუქტების ჯგუფს, რომლებიც ხელს უშლის კიბოს განვითარებას. თერმული დამუშავების დროს ის არ ათავისუფლებს საშიშ ნაერთებს, რომლებიც პროვოცირებს კიბოს უჯრედების განვითარებას. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობისთვის სასურველია საკვების ქონში შეწვა.
ექიმებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამკურნალო ეფექტის მისაღწევად, ასეთი პროდუქტი უნდა მიირთვათ დღის პირველ ნახევარში.