მინდა დავიტრაბახო, რომ ნოემბრის დასაწყისში დავიწყე ყოველ დილით სირბილი. ვერ ვიტყვი, რომ ეს გამოწვეულია პროდუქტიულობის მომატების სურვილით. უბრალოდ ზაფხულში ცოტა მოვიმატე და წონის დაკლება მინდა. ასევე დავიწყე დილის სხვა რიტუალების შესრულებაც, რომლებსაც 9:00 საათამდე ვასრულებ. ისინი მეხმარებიან დღისთვის მომზადებაში და განწყობის გაუმჯობესებაში.
ცოტა ხნის წინ წავიკითხე სტატია, რომელშიც საუბარი იყო ბედნიერი ადამიანების ჩვევებზე. ამა თუ იმ მიზეზის გამო ამ რიტუალების უმეტესობას ყოველ დილით ვასრულებდი, მაგრამ ახლა ამ რიტუალებს შეგნებულად ვასრულებ და თქვენც გირჩევთ!
დაიწყეთ დღე მადლიერებით
ბედნიერმა ადამიანებმა იციან როგორ დააფასონ ყოველი განვლილი დღე და მადლიერებით ხვდებიან იმას, რასაც მომავალი უმზადებთ. დღის დაწყება მადლიერებით არ ნიშნავს პოზიტივის თავსმოხვევას ან ცხოვრებისეული პრობლემების იგნორირებას. ეს არის მათი აღიარება და მადლიერების მიზეზების პოვნა.
გაღვიძებისთანავე გაუღიმეთ სამყაროს, დააფასეთ მისი მშვენიერება: საწოლის სითბო, მზის სიკაშკაშე ფანჯრის მიღმა, გვერდით საყვარელი ადამიანის ყოფნა.
გაასწორეთ საწოლი
რუტინა – ბედნიერი ცხოვრების საწინდარია. წინააღმდეგობრივად ჟღერს, არა? მაგრამ ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სწორედ ცხოვრებაში რუტინული აქტივობების არსებობაა, რაც ადამიანის არსებობას ჰარმონიულს და მოზომილს ხდის. ჩვევად იქციეთ ყოველ დილით საწოლის გასწორება!
უპირველეს ყოვლისა, ამ გზით თქვენ დაასრულებთ დასვენების პერიოდს და დაიცავთ თავს საბანქვეშ დაბრუნების ცდუნებისგან. მეორეც, ეს არის პირველი ფიზიკურად დასრულებული დავალება, რომლის წყალობითაც შეგიძლიათ იამაყოთ საკუთარი თავით. ეს ახალი გმირობების სტიმულს მოგცემთ.
და ბოლოს, გასწორებული საწოლი გარემოს გახდის უფრო ჰარმონიულს, მოწესრიგებულს და მშვიდს.
ივარჯიშეთ
არ არის საჭირო ამ პროცედურისთვის დიდი დროის დათმობა. სახლის გარშემო 10 წუთიანი გასეირნება საკმარისი იქნება. ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ქიმიური შენაერთები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თქვენი განწყობის გაუმჯობესებაზე.
სუფთა ჰაერი ასევე დაგეხმარებათ საბოლოოდ გამოფხიზლებაში და გონების გასუფთავებაში. ეს მოგამზადებთ შემდგომი დავალებებისთვის. თუ გარეთ გასვლის შესაძლებლობა არ გაქვთ, ფანჯარა გამოაღეთ იოგით დაკავდით. დილის ვარჯიში ამცირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.
მოამზადეთ გემრიელი და ჯანსაღი საუზმე
ბედნიერი ხალხი საუზმობს. ეს არის მთავარი კვება, რადგან ის საფუძველს უყრის ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს გაღვიძების შემდეგ. ექსპერტები გვირჩევენ საუზმეზე ცილებით, უჯრედისით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი საკვების მიღებას.
უპირატესობა მიანიჭეთ მთლიან მარცვლეულს, ხილს, კვერცხს ან ვიტამინურ სმუზის. აუცილებელი არ არის დროის დახარჯვა რთული გურმანული კერძის მოსამზადებლად. რაღაც მარტივი, მაგრამ მკვებავი ასევე აგიმაღლებთ განწყობას.
5 წუთი გაცნობიერებული არსებობისთვის
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბევრი ადამიანი დილას გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ატარებს. მათ შეუძლიათ დაიბანონ სახე, მოამზადონ საუზმე და ესაუბრონ ბავშვებს ისე, თითქოს ისინი იქ იყვნენ. მნიშვნელოვანია 9:00 საათამდე არ დაუშვათ ფიქრები წარსულზე ან მომავალზე.
ყურადღება გადაიტანეთ, მაგალითად, დღის გეგმებზე ან შვილთან ურთიერთობაზე. ეს ამ მომენტში შეამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას, გააუმჯობესებს კონცენტრაციას და ხელს შეუწყობს საერთო კეთილდღეობას. გაგიხარდებათ, თუ რამდენად მშვიდად იქნებით ამ დღეს.
ესაუბრეთ ახლობელ ადამიანებს
ეს პუნქტი პირდაპირ კავშირშია წინასთან. ჩვენ არ ვაფასებთ კომუნიკაციის გავლენას ჩვენს განწყობაზე. არ არის აუცილებელი საუბარზე 10 წუთზე მეტის დახარჯვა. საყვარელ ადამიანთან ჩახუტება საწოლში, საუზმის დროს შვილთან ხუმრობა და მშობლებთან ხანმოკლე მიმოწერა მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ განწყობას და უფრო ნათელს გახდის თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს.
შეადგინეთ დღის გეგმა
არ ინერვიულოთ, ჩვენ არ ვსაუბრობთ სიებზე სავალდებულო დავალებებით! კმაყოფილების გრძნობის გასაზრდელად ფსიქოლოგები გვირჩევენ დღის გეგმის შედგენას. რამდენად დეტალური იქნება, ეს დამოკიდებულია თავად სიის შემდგენლის ბუნებაზე, მაგრამ ის გასაგები და რეალისტური უნდა იყოს.
გეგმაში მიუთითეთ თქვენი ძირითადი ამოცანები. მაგალითად, ქიმწმენდიდან ქურთუკის წამოღება, ბავშვის ბალეტზე წაყვანა და ა.შ. საღამოს, როცა დასრულებულ დავალებებს გადახაზავთ, კმაყოფილი იქნებით, რომ პროდუქტიული იყავით.
შეზღუდეთ ტექნოლოგიების გავლენა
დღესდღეობით, სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში გაჯეტის გარეშე დარჩენა ინფორმაციის კოლაფსის ტოლფასია. ამ დროის განმავლობაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და თუნდაც რამდენჯერმე. სწორედ ამის გაგება უნერგავს ადამიანს შფოთვას.
გაღვიძებიდან 9:00 საათამდე, უარი თქვით ყველა სახის ინფორმაციის მიღებაზე. თუ არ შეგიძლიათ ტელევიზორის გარეშე, ჩართეთ კლასიკური მუსიკა. ეს რიტუალი გარანტირებულად გააუმჯობესებს თქვენს განწყობას და დაგეხმარებათ საკუთარ თავზე და თქვენს გრძნობებზე კონცენტრირებაში.
ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს
დამეთანხმებით, დაკავებულ ქალს, დედას და ალბათ ბებიას ძალიან იშვიათად აქვს საშუალება საღამოს მარტო დარჩეს. ამ დროს ყურადღებას ითხოვენ ბავშვები, ქმარი, ცხოველები, სახლი… მაგრამ დილით, როცა ყველაფერს და ყველას ჯერ კიდევ სძინავს, მოაწყეთ საკუთარი თავის სიყვარულის სეანსი.
საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან: რაც უფრო კარგად შეიცნობს ქალი საკუთარ თავს, მით უფრო ბედნიერი გახდება. მოამზადეთ თქვენთვის საყვარელი სასმელი და კარგად დაფიქრდით იმაზე, რის გაკეთება გსურთ. გაიკეთეთ ნიღაბი, წაიკითხეთ წიგნი, აირჩიეთ დღის იმიჯი.
ყველაფერი, რაც გაბედნიერებს, გაჯანსაღებს!