კარტოფილის ნახარში ორქიდეებისთვის. შესანიშნავი სასუქი

420

ორქიდეის ფოთლები დაჭკნა, დიდი ხანია აღარ ყვავის და ზრდა შეჩერებულია? ეს საგანგაშო ნიშნები მიუთითებს იმას, რომ თქვენს ოთახის მცენარეს სასუქი სჭირდება. მცენარის ძალების აღსადგენად, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ საშუალება, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება ნაყიდ საშუალებებს. ორქიდეებისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად მოამზადეთ კარტოფილს ნახარში.

შინაურული სასუქის მოსამზადებლად დაგჭირდებათ არა მთლიანი ბოსტნეული, არამედ მხოლოდ მისი კანი. კარტოფილის კანი შეიცავს ბევრ მიკროელემენტს, რომელიც ხელს უწყობს ორქიდეის ზრდის დაჩქარებას და აძლიერებს მის ყვავილობას. კარტოფილის კანის შემადგენლობაში შემავალი ორგანული მჟავეების, სახამებლის, ფოსფორის, კალიუმის და ფტორის წყალობით, ის იდეალურია ეფექტური სასუქის მოსამზადებლად.

კარტოფილის ნახარში ორქიდეებისთვის: როგორ გამოვიყენოთ

ბოსტნეულის კანის ნახარში

  • აიღეთ 5 დიდი კარტოფილი. გარეცხეთ და გააშრეთ. გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
  • ბოსტნეულის ნაფცქვენი მოათავსეთ ქვაბში. დაასხით 1 ლიტრი სუფთა წყალი. მიიყვანეთ ადუღებამდე.
  • ხარშეთ ნაფცქვენი 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნახარში გადაწურეთ მარლაში. გააციეთ.
  • მიღებული საშუალებით მორწყეთ ორქიდეა, მისი განზავების გარეშე. გაიმეორეთ პროცედურა 2-3 კვირაში ერთხელ.

მნიშვნელოვანია! კარტოფილის კანის ნახარში შეინახეთ მაცივარში. 3 კვირის შემდეგ, სასუქის ახალი პორცია უნდა მოამზადოთ.

მშრალი სასუქი კარტოფილის კანისგან

  • კარტოფილი კარგად გარეცხეთ, მოაცილეთ ჭუჭყი, გააშრეთ და გაფცქვენით.
  • ნაფცქვენი მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. შედგით 100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 3,5 საათის განმავლობაში.
  • გაცივების შემდეგ კარტოფილის კანი მოათავსეთ ბლენდერის თასში და ფხვნილად აქციეთ.
  • მომზადებული სასუქი დაამატეთ ორქიდეის ნიადაგს.

მნიშვნელოვანია! კარტოფილის კანის ფხვნილი უნდა ინახებოდეს სრულიად მშრალ ადგილას. ამისთვის საუკეთესოა სქელი ქსოვილის პატარა ტომრები.

კარტოფილის კანით დამზადებული ეს ორი სასუქი დაგეხმარებათ, რომ თქვენს ორქიდეებს მიაწოდოთ საჭირო ნივთიერებები მათი აქტიური ზრდისთვის. ცოტა ხანში შენიშნავთ, რომ მცენარე საყვავილე ღეროებს გამოიღებს. შემდეგ კი შეძლებთ, რომ დატკბეთ ამ ნაზი ყვავილის ულამაზესი კვირტებით. მსგავსი სასუქების გამოყენება შესაძლებელია სხვა დასუსტებული მცენარეებისთვისაც. კარტოფილის კანით მომზადებული სასუქი დადებითად იმოქმედებს იაზე, კაქტუსზე და ფიკუსზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს