ფიზიოლოგი ირინა ლიალინა: ყავის დალევა სასარგებლოა სხვადასხვა დანამატებით – მაგალითად, ლიმონის წვენით, ილით ან დარიჩინით.
ზოგიერთ ბუნებრივ დანამატს შეუძლია თქვენი ჩვეულებრივი დილის ყავა განსაკუთრებით სასარგებლო გახადოს. ფიზიოლოგმა ლიალინამ ისაუბრა, ვისთვის არის სასარგებლო ყავის ლიმონით დალევა. სპეციალისტის თქმით, ასეთი სასმელი შეიძლება იყოს შესანიშნავი დამატება ჰიპოტენზიური და სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანების რაციონში.
„ლიმონის წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, რომელიც ზრდის კედლების ელასტიურობას და სისხლძარღვების ტონუსს. დაბალი წნევის მქონე ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ შაკიკი, ლიმონით ყავის დალევის შემდეგ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამჩნევენ გაუმჯობესებას“, – თქვა ირინა ლიალინამ.
როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ყავის სხვა სასარგებლო დანამატებმა ორგანიზმზე?
- ილი (კარდამონი) – მისი ნივთიერებები ხელს უშლის სისხლის გასქელებას და ნაწლავის სპაზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ნივთიერებათა ცვლას.
- დარიჩინი – შეიცავს ბევრ ანტიოქსიდანტს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას და ტვინის მუშაობის გაუმჯობესებას.
- მიხაკი – შესაძლოა გააჩნდეს ტკივილის შემსუბუქების ეფექტი.
- ჯანჯაფილი – აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს საჭმლის მონელებას და ასევე შეიძლება იყოს კუნთების ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება.
- კურკუმა – მის აქტიურ ინგრედიენტს -კურკუმინს, გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას და ეხმარება დეპრესიის მკურნალობაში.
- ვანილი – აუმჯობესებს ტვინის დაცვას ინსულტისგან, აუმჯობესებს განწყობას.
- გარდა ამისა, ლიალინა გვირჩევს ყავის დალევისას ყოველთვის დავლიოთ წყალი – ეს ჩვევა იცავს ორგანიზმის ქსოვილებს „გამოშრობისგან“, რომელსაც კოფეინი იწვევს. ყოველ ფინჯან ყავას, რომელსაც სვამთ, უნდა დააყოლოთ ფინჯანი სუფთა წყალი.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.