ალბათ ყველა, ვინც ჩვენს ირგვლივაა, ოცნებობს ფინანსური შესაძლებლობების გაზრდაზე. მდიდრულად ცხოვრება და საკუთარი თავისთვის არაფრის მოკლება, ეს ხომ შესანიშნავია. თუმცა ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მან არ იცის საზღვრები და პრაქტიკულად არ გრძნობს გონივრულ საკმარისობას. ჩვენ ყოველთვის უფრო მეტი გვინდა. როგორ შეიძლება იმ სანუკვარი ბალანსის პოვნა საკუთარ შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის? ამის შესახებ, ვივიენის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ.
პლანეტაზე მხოლოდ 10%-ია, ვისაც აქვს მაღალი შემოსავალი და ფლობს ყველაფერს, რაზეც შეიძლება იოცნებო. დანარჩენი 90% მიეკუთვნება საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე კატეგორიას. რა განასხვავებს ამ ადამიანებს და რატომ აქვს ზოგს ყველაფერი, ზოგი კი ძლივს ირჩენს თავს? უსასრულოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ადამიანის წარმატების ფაქტორებზე. მისი იღბლის, უნარების, ცოდნისა და საწყისი შესაძლებლობების შესახებ. ამ ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად.
მდიდრული ცხოვრება
გულმოდგინე შრომამ მაიმუნისგან ადამიანი შექმნა, ეს ნიშნავს, რომ ის ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება წარმატების მიღწევაში. ევოლუციური პროგრესი ჩადებულია ჩვენს დნმ-ში და მთავარი მამოძრავებელია. მუდმივი სწავლა, წიგნების კითხვა და სასარგებლო ინფორმაციის ძიება საკუთარ სფეროში. ეს არის ის, რაც განასხვავებს მდიდარ ადამიანს ღარიბისაგან. ტელევიზორის ან სასაცილო ვიდეოების ყურების წიგნის კითხვით ჩანაცვლება ფინანსურ კეთილდღეობასთან აახლოებს. უცნაურად ჟღერს? მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც მუშაობს და ყველას შეუძლია ამით სარგებლობა.
კიდევ ერთი განსხვავება მდიდარსა და ღარიბს შორის არის მისი მადლიერი დამოკიდებულება. მდიდარი ადამიანი არასოდეს ჩხუბობს ბაზარში ან ავტობუსის გაჩერებაზე და საკუთარ წარუმატებლობაში არავის ადანაშაულებს. მას საკუთარი გეგმების რეალიზებაში ხელს არ უშლიან პოლიტიკოსები და სამთავრობო ორგანოები. ის დროს არ კარგავს წყენებზე და თუ რამე არ გამოდის, აანალიზებს სიტუაციას, აკეთებს დასკვნებს და აგრძელებს მოძრაობას. წარმატებული ადამიანი აფასებს ნებისმიერ მიღებულ გამოცდილებას, თუნდაც უარყოფითს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მდიდარსა და არც თუ ისე მდიდარ ადამიანს შორის – მისი აზრებია.
ჩვენი აზრები აყალიბებს ჩვენს ცხოვრებას – ეს უკვე მეცნიერულად დადასტურებული განცხადებაა. ფიქრები ქმნიან ოცნებას და ოცნება იქცევა სამოქმედო გეგმად. რაც უფრო დეტალურია ოცნება, მით უფრო დეტალური იქნება მისი მიღწევის გეგმა. დღეს გაგიზიარებთ ძალიან მარტივ, მაგრამ ეფექტურ პრაქტიკას. ის დაგეხმარებათ სწორად და დეტალურად ჩამოაყალიბოთ თქვენი ოცნება. ეს დიდ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ ერთ თვეში იხილავთ რეალურ ცვლილებებს საკუთარ ცხოვრებაში. თქვენ ყოველ დილით და ყოველ საღამოს უნდა იფიქროთ საკუთარ ოცნებაზე.
ოცნების ახდენის პრაქტიკა
უმჯობესია იოცნებოთ მოდუნებულ მდგომარეობაში, რომ არავინ შეგაწუხოთ. დილით, როგორც კი გაიღვიძებთ და საღამოს, როცა დასასვენებლად დაწვებით. უბრალოდ 2-3 წუთის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რომ თითქოს თქვენი ოცნება უკვე ახდენილია. თუ რაიმე ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, მაგალითად, ახალი ავეჯის ან კაბის, წარმოიდგინეთ, როგორ ტკბებით სარკეში ახალი კაბით. წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ოთახში, სადაც ის ავეჯია, რომელზეც ოცნებობდით. წარმოიდგინეთ მისი ფერი, ტექსტურა, როგორ არის განლაგებული. შეეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად წარმოიდგინოთ თქვენი ოცნება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა. ამრიგად, სამყარო გეხმარებათ თქვენი ოცნების რეალიზებაში. ახალი კაბის საყიდლად ფული თავზე ციდან არ დაგეცემათ. ასე არ ხდება, მაგრამ თქვენ შემოგთავაზებენ ახალ პროექტს ან შემოსავლის ახალ წყაროს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში თქვენი ოცნებების ასასრულებლად მოვა. არ გაუშვათ ხელიდან ის შესაძლებლობები, რომლებსაც ცხოვრება გთავაზობთ, ისინი შემთხვევით არ მოდის.