გასულ ზაფხულს მოვინდომე ქერა გავმხდარიყავი. მხოლოდ ოსტატმა მოახერხა ცეცხლოვანი წითური თმიდან ქერას „გამოყვანა“. ამის შემდეგ თმის ქიმიურად დახვევა გადავწყვიტე. რას ვიზამთ? თუ იმიჯის შეცვლაა, ბარემ ისე, რომ ვეღარ გიცნონ! სამწუხაროდ, ჩემი სქელი თმისგან მხოლოდ მოგონებებიღა შემომრჩა. ოსტატმა მირჩია, როგორ უნდა გამოვაცოცხლო თმა სახლის პირობებში. ეს რომ არა მის პროფესიონალურ მკურნალობაში უზარმაზარი თანხები დამეხარჯებოდა.
ვერ ვიტყვი, რომ სწრაფად გავუმკლავდი თმის გაუფერულების შემდეგ გამომშრალი თმის პრობლემას. უკვე ერთი წელია მივმართავ ყოველკვირეულ თმის შეფუთვის პროცედურას. მას შემდეგ რაც სახლში მკურნალობა დავიწყე, თმის მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა. ახლა მე შემიძლია კონკურენცია გავუწიო ქალბატონებს შამპუნების რეკლამებიდან!
როგორ გავაცოცხლოთ თმა ზეთოვანი ნიღბით
ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი პროდუქტები:
- თაფლი, როგორც მკვებავი ნივთიერება;
- ზეთისხილის ზეთი დასატენიანებლად;
- როზმარინის ზეთი თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
როგორც კი შეაგროვებთ ყველა ინგრედიენტს, დაიწყეთ „რეანიმატორის“ მომზადება. საშუალო სიგრძის თმისთვის შეურიეთ 0,5 ჭიქა თაფლი, 2 სუფრის კოვზი ზეთისხილის ზეთი და 4 წვეთი როზმარინის ზეთი.
თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ზეთისხილის ზეთი ყურძნის ან გარგარის თესლის ზეთით ჩაანაცვლოთ. გამაგრილებელი ეფექტისთვის შეგიძლიათ როზმარინის ზეთს დაუმატოთ ევკალიპტის ზეთი.
სახლის პირობებში თმის შეფუთვის პროცედურა
დაიბანეთ თმა შამპუნით და გაიმშრალეთ, მაგრამ ბოლომდე არა. თმა ტენიანი უნდა იყოს, მაგრამ წყალი არ უნდა ჩამოდიოდეს. ზეთისა და თაფლის სამკურნალო ნარევი მსუბუქად გაათბეთ ორთქლის აბაზანაზე, რომ მისი გამოყენება კომფორტული იყოს.
თითები ზეთში დაასველეთ და წაისვით ნარევი თმაზე მასაჟის მოძრაობებით, ძირებიდან დაახლოებით 15 სმ-ის მოშორებით. თუ შესაძლებელია, შიგადაშიგ დაივარცხნეთ თმა სილიკონის სავარცხლით. ამ გზით ელექსირი მაქსიმალურად ეფექტურად გადანაწილდება მთელ თმაზე. თმა შეიკარით და გაიჩერეთ 2 საათის განმავლობაში.
როგორ დავიბანოთ თმა სწორად პროცედურის შემდეგ
პროფესიონალი სტილისტი გეტყვით, რომ თმის სწორად დაბანა არის მეცნიერება, რომლის დაუფლებას ყველა ქალი ვერ ახერხებს. ამ პროცედურას განსაკუთრებით სერიოზულად უნდა მივუდგეთ ზეთოვანი ნიღბის შემდეგ.
სამკურნალო ნარევის ჩამორეცხვის ეტაპები:
- შამპუნის გამოყენებამდე არ დაასველოთ თმა წყლით! სანამ შამპუნს თმაზე წაისვამთ, კარგად ააქაფეთ. ამ გზით პროდუქტი ნაკლებად აგრესიულად იმოქმედებს.
- დაისველეთ თმა შამპუნის ქაფით, ზედმეტი დაჭიმვის გარეშე და ჩამოიბანეთ თბილი გამდინარე წყლით. დაიმახსოვრეთ, შამპუნი გამოიყენება მხოლოდ ძირებზე, ქაფი კი – მთელ სიგრძეზე ვრცელდება. ამ გზით თქვენ შეინარჩუნებთ მცენარეული ზეთის დამცავ ფენას თმაზე.
- შემდეგ თავის კანსა და თმაზე თქვენი ჩვეულებრივი მოვლის საშუალებები გამოიყენეთ: თმის ზეთი, ზრდის ესენცია და ა.შ. ზემოდან დააფარეთ წყალგაუმტარი ქუდი და შეფუთეთ თბილი პირსახოცით. გააჩერეთ ასე მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
ეს პროცედურა სახლში უნდა გაიმეოროთ კვირაში ერთხელ მაინც, სანამ თმის მდგომარეობა მთლიანად არ აღდგება. შემდეგ ნარევი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო იშვიათად, მაგალითად, 2 კვირაში ერთხელ. შედეგს მეორე პროცედურის შემდეგ შეამჩნევთ!