„ბინა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი არ არის“

363

პარასკევი

ელენემ სწრაფად უპასუხა შეტყობინებას, ჯერ კიდევ იღიმებოდა, ტელეფონი ჩანთაში ჩააგდო და ირგვლივ მიმოიხედა.

-მარი, სად ხარ? გვაგვიანდება!

-დედა, მე უკვე დერეფანში ვარ!

-მოვრბივარ, – დაასრულა ელენემ ყავის სმა, ჭიქა ნიჟარაში ჩადო და დერეფანში გავიდა.

-დედა, უქმეებზე მამა წამიყვანს?

-რა თქმა უნდა. გინდა მამასთან ყოფნა?

-კი!

-კარგი, ესე იგი, მოვა, – კარი გააღო ელენემ. – მამას უნდა აჩვენო, რა კარგად სწავლობ სკოლაში. ასე რომ, დღეს მაქსიმალურად ეცადე.

შაბათი

ირაკლიმ კარი მაგნიტური ბარათით გააღო და ელენე მომპატიჟებელი ჟესტით ოთახში შეუშვა.

-შებრძანდი, ჩემს დღევანდელ ქოხში.

ელენემ ირგვლივ მიმოიხედა.

-ხოო… სასახლე არც ისე დიდია.

-რამდენსაც იხდიან, ისეთია!

ელენემ ქალიშვილთან საუბარი დაასრულა და ტელეფონი გათიშა.

-როგორც დავპირდი, მარის ველაპარაკე და ხელს აღარაფერი შეგვიშლის.

-კარგი, – გაიჭიმა ირაკლი. -ახალი ამბავი მაქვს, ძალიან კარგი.

ელენემ გაიცინა.

-რა ამბავი?

-რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს ვხვდებით? ერთი წელი? და ყოველთვის თინეიჯერებივით სასტუმროებში დავრბივართ.

-ასეა.

-მიყვარხარ. და შენი ქალიშვილიც მიყვარს, თუმცა შენ ის ჯერ კიდევ არ გამაცანი.

-და იცი რატომაც, – დამაჯერებლად დაუქნია თავი ქალმა.

-მე არ ვეწინააღმდეგები შენს გადაწყვეტილებას. უბრალოდ ფაქტია. ამიტომ ამ ქალაქში გადმოსვლა გადავწყვიტე! ადგილობრივ ოფისში გადმოსვლა უკვე გადაწყვეტილია. რას იტყვი?

ელენემ გაიცინა. მას ირაკლი მოსწონდა. ნამდვილად მოსწონდა. მისი განქორწინების ფონზე ირაკლისთან ურთიერთობა სუფთა ჰაერის შესუნთქვას ჰგავდა. ელენე ქვეცნობიერად ელოდა ამ საუბარს და ბედნიერი იყო ამით.

მეორე მხრივ, განა ყველა ურთიერთობა თავიდან ასე მშვენიერი არ არის?

ამიტომ, ელენემ მაშინვე არ უპასუხა.

-ირაკლი, იცი რას ვგრძნობ შენს მიმართ, მაგრამ ბოლო დროს საშინლად პრაგმატული გავხდი. რომანტიკას ეჭვის გარეშე ვერ ვუყურებ.

ირაკლის გაეცინა:

-სრულიად გეთანხმები.

-ამიტომ დაკითხვას მოგიწყობ. და პირველი კითხვა არის – სად ვიცხოვრებთ თუ მარის მოეწონები?

ირაკლიმ გაკვირვებულმა შეხედა.

-უცნაური კითხვაა, მაგრამ მე გიპასუხებ: შენთან.

ელენე ამ პასუხმა უფრო გააკვირვა, ვიდრე ირაკლი კითხვამ.

-ოჰო.

მამაკაცმა მაშინვე დააზუსტა:

-არ მეთანხმები? რა თქმა უნდა, შემიძლია აქ ბინის დაქირავება, მაგრამ რა საჭიროა, როდესაც სახლი არის?

-რატომ?

-რა რატომ? – ვერ გაიგო ირაკლიმ.

-რატომ გინდა ჩემს ბინაში ცხოვრება?

-რატომ უნდა ვიქირაო ბინა, თუ შენ სახლი გაქვს?

-ეს ჩემი სახლია. განქორწინების დროს ისეთი ბრძოლით მივიღე, რომ გახსენებაც არ მინდა. რატომ უნდა შევიტანოთ უარყოფითი ენერგეტიკა ჩვენს ურთიერთობებში?

-ანუ ფულის დახარჯვას მთავაზობ, რადგან შენს ბინაში ცუდი ენერგეტიკაა?

-ფულის დახარჯვას გთავაზობ, რადგან ჩვენ ერთად გვინდა ცხოვრება და არა ჩემთან.

-ელენე, ამაში არავითარი ლოგიკა არ არის!

-დამიჯერე, ამაში ბევრი ლოგიკაა! – იდუმალებით გაიღიმა ელენემ.

ირაკლიმ თავი დაუქნია:

-კარგი. სად ხედავ ლოგიკას ბინის ქირის გადახდაში, როდესაც შეგვიძლია, რომ ეს თანხა ჩვენი საერთო ბინისთვის დავზოგოთ?

ელენე გაჩუმდა. მას არ უნდოდა ამ საღამოს და ზოგადად უქმეების ასე გატარება, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს საუბარი მაინც შედგებოდა.

-ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ირაკლი. თუ როდესმე გავთხოვდები, ბინას ჩემს ქალიშვილს გადავცემ. ეს მისი მომავალია. გავაქირავებ და დავზოგავ მთელ ფულს ჩემი შვილის სწავლისთვის და სხვა სამომავლო ხარჯებისთვის. იმაზე რომ აღარ ვიფიქრო, სად იცხოვრებს.

-მაგრამ მარი მხოლოდ 8 წლისაა!

-წარმატებული მომავლის შესაქმნელად – უკვე 8 წლისაა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია თამამად ამოვშალოთ ეს ბინა ჩვენი ერთობლივი ბიუჯეტის გამოთვლებიდან.

-ოჰო, ასეა?!

-დიახ!

ელენე უკვე წასასვლელად ემზადებოდა. ირაკლის მისი შეჩერება სურდა, მაგრამ ქალი უკვე იღიმებოდა და ოთახის კარებს ხურავდა:

-მე გზას ვიპოვი. შენ კი დაფიქრდი. ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება – არ ნიშნავს სასტუმროებში შეხვედრას.

ისინი ჩუმად და ზედმეტი ხმაურის გარეშე დაშორდნენ. ირაკლიმ აღარ დაურეკა და არც მისწერა. ელენეს კი ჩხუბი არ უყვარდა, ამიტომ არც ის დაუკავშირდა.

ის კვლავ თავის ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს და აგროვებს ფულს ქალიშვილის მომავლისთვის, რადგან ელენემ პრიორიტეტები უკვე დიდი ხანია განსაზღვრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს