მეგობარი მას ისე უყურებდა, როგორც უცხოპლანეტელს.
-ეკა, ხომ იცი, რომ ჩემთვის დასავით ხარ, მაგრამ მაინც არ მესმის: როგორ მიატოვე ასეთი მამაკაცი? ახლა სად ცხოვრობ?
-შემიფარეს. ახლა კი საკუთარი სახლი მაქვს!
-შეგეძლო ჩემთან მოსულიყავი! – საყვედურით უთხრა მეგობარმა.
-ანა, შენ ქმარი და ორი შვილი გყავს. მე კი ახლა ისეთ განწყობაზე ვარ, რომ ნებისმიერს გავუფუჭებ ცხოვრებას.
-მოყვები თუ არა, რა მოხდა?
ეკამ გვერდზე გაიხედა.
-რა უნდა გიამბო?
ერთი წლის წინ
-მაჩვენე, ვინ არის?
-აი, – ეკამ ტელეფონი გაუწოდა გახსნილი სოციალური ქსელის გვერდით.
-რა? – ანას კინაღამ ყავის ჭიქა გაუვარდა ხელიდან. ეს ის არის? დარწმუნებული ხარ?
-ჰა-ჰა-ჰა. პასპორტი ჯერ არ შემიმოწმებია.
-ეკა, ეს ხომ… ეს ძალიან მაგარია! ხომ გეუბნებოდი, რომ ცუდი ამბების შემდეგ კარგი ამბებიც იქნება?
-კი, შენ მართალი ხარ, – გაიღიმა ეკამ.
-აი, უკვე იღიმი! – ანამ ტორტის ნაჭერი გადაიღო. – ახლა კი დაწვრილებით უნდა მიამბო!
-ახლა არა, მერე. აი, ამას კი ახლავე შეხედე.
ანამ საბუთები შეისწავლა.
-საღამოს გეტყვი, რამდენში შევძლებთ გაყიდვას და რა დრო დასჭირდება ამას. საკომისიო სტანდარტულია, ამას ემატება ბენზინის ხარჯები.
-არავითარი პრობლემა, – ეკამ საბუთები საქაღალდეში შეინახა. – გასაღებებს მოგვიანებით მოგცემ.
-დაკრძალვის შემდეგ იქ ყოფილხარ?
-არა, ვერ ვეჩვევი, რომ იქ არავინ აღარ არის.
მეგობარი ადგა და ეკას ჩაეხუტა.
-არ იტირო. ჩვენ ყველა ვიქნებით იქ. დედაშენს ყოველთვის ქმართან ახლოს ყოფნა უნდოდა. ოჰ, მაპატიე!
-არაუშავს, – ცრემლი მოიწმინდა ეკამ. – მადლობა ყველაფრისთვის.
-მაგრამ მასზე მოგვიანებით აუცილებლად მომიყვები! ყველაფერი მახსოვს! – გაუღიმა ანამ.
6 თვის უკან
ისინი ერთმანეთს უყურებდნენ. დილის მზის სხივები მის სახეს უფრო დიდებულს ხდიდა.
-მოგწონს აქაურობა? – ჰკითხა მამაკაცმა.
-რას მეკითხები? უქმეები ზღვის სანაპიროზე – ეს ხომ ოცნებაა! და შენ როდესაც ხარ ჩემს გვერდით, ეს ყველაფერი გაორმაგებულია!
-შესანიშნავი. აქ რაღაც საქმეები მაქვს, ამიტომ საღამოს შევხვდებით. რამით დაკავდები?
ეკამ თავი დაუქნია.
-კი, ბინა უნდა შევარჩიო. ვარიანტი უამრავია, მაგრამ არჩევანი არ არის.
-დედაშენის უძრავი ქონება გაყიდე?
-კი, ახლა საჩქაროდ უნდა ვიყიდო სახლი.
ის წამით ჩაფიქრდა, მაგრამ ცოტა ხანში მისი სახე ისევ იდეალურმა ღიმილმა გაანათა.
-კარგი, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ.
საღამოს, მდიდრულ რესტორანში მამაკაცი შესანიშნავად გამოიყურებოდა.
-შეარჩიე ბინა?
-ვფიქრობ, დროა ამ საქმეში ანა ჩავრთო.
-ანა? უძრავი ქონების აგენტი, შენი მეგობარი რომ არის?
-კი. სხვაგვარად, არ ვიცი რას ვიყიდი და რაში გადავიხდი უზარმაზარ თანხას.
მან მოიცადა, სანამ მიმტანი კერძს მათ მაგიდაზე დადებდა და წავიდოდა.
-რატომ ჩქარობ? – ხომ შეიძლება, რომ ეს ფული სხვა საქმეში ჩადო და კარგი მოგება მიიღო, მერე კი ბინა იყიდო. და არა, რაც მოგივა, არამედ კარგი ბინა. ეკამ გაიღიმა:
-ეს შენ ხარ ჩვენი ქვეყნის „ყველაზე პოპულარული ინვესტორი“, მე კი – ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელმაც მემკვიდრეობა მიიღო და ახლა ცდილობს, რომ გონივრულად განკარგოს.
-ნუ თავმდაბლობ. სწორედ ახლა მაქვს პროექტი, ძალიან კარგი შემოსავლით. და არანაირი რისკით. გიამბო?
ორი თვის უკან
-ეკა, ჩემი არ გჯერა? რა ხდება? – ის მას ყოველთვის ღიმილით უყურებდა. – შენ მხოლოდ საბუთზე ხელის მოწერა გჭირდება. მოდი, ნუ მოვაცდენთ ნოტარიუსს, მას ხალხი ელოდება.
ეკა მამაკაცს უყურებდა და ხედავდა კარგად შესწავლილ ღიმილს, დადგმულ პოზას და გავარჯიშებულ ჟესტებს.
ყველაფერი ძალიან იდეალურად იყო. ზედმეტადაც კი.
ის წამოხტა, კაბინეტის კარი გააღო და სუფთა ჰაერი შეისუნთქა.
-ეკა, სად მიდიხარ?
-მე ახლა თავისუფალი ვარ.
ერთი კვირის წინ
-სად დაიკარგე? -ანას ნამდვილად შეშფოთებული ხმა ჰქონდა. – სამსახურში მითხრეს, რომ ცუდად ხარ, თავად კი ტელეფონს არ პასუხობ. შენი ბინის საბუთები და გასაღებები ჩემთან არის. ქალაქში ხარ?
-ანა, ყველაფერი კარგად არის. დეიდასთან ვარ.
-რა მოხდა?
-ბევრი რამ. აქედან შორს წასვლა დამჭირდა. დეიდა კი – ერთადერთი ნათესავია, ვინც დამრჩა.
-კი მაგრამ, ის?
-მის გამო გავემგზავრე. მოდი, რომ შევხვდებით მერე ვილაპარაკოთ. მომავალ კვირას ჩამოვალ.
-ეკამ ანგარიში მოითხოვა.
-ანა, დამიჯერე, ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი გადავდგი. თუ მას ოდესმე შეხვდები – გაიქეცი. რაც შეიძლება სწრაფად და შორს.
ეკამ გადაიხადა და წამოდგა, მაგიდიდან აიღო საბუთები და ბინის გასაღები:
-უნდა წავიდე, უამრავი საქმე მაქვს. ორი თვის შემდეგ ახალმოსახლეობაზე გელოდები! უარს არ მივიღებ! და კიდევ, ლამაზი მამაკაცი კარგია, მაგრამ ბინა ბევრად უკეთესი.