იმის შესახებ, თუ როგორი იქნება კორონავირუსის ტალღა 2023-2024 წლებში, ისაუბრა ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ექსპერტმა ალექსანდრე სოლოვიოვმა. მისი თქმით, კოვიდი კვლავ შეიცვალა: ახალ შტამს „პიროლას“ უკვე რამდენიმე ათეული მუტაცია აქვს.
-კორონავირუსის ყველა ვარიანტს შორის, ეს ყველაზე სწრაფად ვრცელდება, ის აუცილებლად გამოიწვევს ადამიანების დიდი რაოდენობის დაინფიცირებას, – აღნიშნა სპეციალისტმა.
„პიროლა“ ახლახან იწყებს გავრცელებას. მოსალოდნელია ინციდენტების ფეთქებადი ზრდა და ეს ახალ ვარიანტებთან იქნება დაკავშირებული, – თქვა სოლოვიევმა.
2020–2021 წლებში დომინირებდა „დელტა“ ვარიანტი და წარმოშობდა მძიმე ფორმებს. ამ პერიოდში, როგორც გვახსოვს, დაფიქსირდა მაღალი სიკვდილიანობა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ადგილები არ იყო.
გასულ წელს გავრცელებული იყო ომიკრონი. ის ძალზე გადამდებია, მაგრამ გაცილებით ნაკლებად მძიმედ გადასატანი.
ამ სეზონზე სტაციონარული განყოფილების გადატვირთვა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ მაინც უნდა დაემატოს საწოლები პნევმონიით დაავადებული პაციენტებისთვის. ეს არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც ადრე.
ასე რომ, იანვრის შუა რიცხვებისთვის მოსალოდნელია „პიროლას“ შემთხვევების ზრდა, თებერვლის დასაწყისში კი ახალი ტალღა გველოდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა;
- ხველა;
- სუნთქვის გაძნელება, ქოშინი;
- დაღლილობა, სისუსტე;
- კუნთების და სახსრების ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- ყნოსვის, გემოს დაკარგვა;
- სურდო;
- ყელის ტკივილი;
- დიარეა.
ზოგიერთი ადამიანი შეიძლება იყოს ასიმპტომური, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ აშკარა სიმპტომები, მაგრამ მაინც ინფიცირებულები არიან და შეუძლიათ ვირუსის სხვებისთვის გადაცემა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. ავადმყოფობის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს.