„ეს ჩემი ტერიტორიაა, აქ მე ვარ მთავარი!“ რძალი და დედამთილი ჩხუბობდნენ, მერე კი უცნაური რამ მოხდა

889

-ქალბატონო ლიზა, ნუთუ მართლა არ გესმით, რომ თქვენი საჭმელი არ გვჭირდება? და რომ აქ თქვენ არავინ გელოდებათ?

დედამთილმა, რომელმაც დიდი ხნის დამკვიდრებული ჩვევის გამო, შვილის ბინის სამზარეულოში კერძების ამოლაგება დაიწყო, მეტყველების უნარი დაკარგა.

მისმა რძალმა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ახლა მისი გაკრიტიკება გაბედა. მისი! ქმრის დედის!

-ეს რა ცირკია, ნანა? რა ტონია? შვილიშვილის მოსანახულებლად მოვედი და ასე შემხვდი?

-მოწვევის გარეშე და გაფრთხილების გარეშე მოხვედით. სწრაფად ჩაალაგეთ თქვენი საკვები და წადით სახლში!

ლიზას ახლა საერთოდ არაფერი ესმოდა.

-რა ბუზმა გიკბინა? დაგავიწყდა, რომ ეს არ არის მხოლოდ შენი ბინა, არამედ ჩემი შვილისაც არის? ტონს დაუწიე!

ამასობაში ნანამ საჭმელები ისევ ჩანთაში ჩაალაგა, ძალით ტენიდა.

-არ მჭირდება იმის მითითება, თუ რა უნდა გავაკეთო ჩემს ბინაში. აქ მხოლოდ მაშინ მოხვალთ, როცა ორივე ვიქნებით თანახმა. და არა მხოლოდ თქვენი შვილი.

ზღურბლთან ლიზამ მოასწრო წამოძახება:

-როცა ორივე ვიქნებით თანახმა!

რძალი უკვე სახლის კარებს კეტავდა. -კიდევ ერთხელ თუ მოხვალთ ჩემი თანხმობის გარეშე, საერთოდ აგიკრძალავთ აქ მოსვლას! გასაგებია?

ლიზას ერთი თვე დასჭირდა გონს მოსასვლელად. ამ ხნის განმავლობაში იგი სამჯერ იყო შვილის ბინაში და ყოველ ჯერზე დედამთილი გაოცებული რჩებოდა რძლის ცვლილებებით.

ნანა უფრო გაახალგაზრდავდა. სამსახურში გავიდა, ქალიშვილისთვის ძიძა დაიქირავა. თმა შეიჭრა და თითქოს წონაშიც კი დაიკლო.

ცნობისმოყვარეობამ წყენაც კი გადაფარა და შვილის ერთი-ერთი ტრადიციული კვირის სტუმრობისას (ახლა ის შვილიშვილთან ერთად სტუმრობდა), ლიზამ იკითხა:

-ირაკლი, რა ხდება? ნანა საშინლად გათავხედდა. ის ძალიან უცნაურად იქცევა!

-არაფერი არ ხდება, დედა! უბრალოდ, გეჩვენება.

მაგრამ დედა არ ეშვებოდა:

-იქნებ საყვარელი გაიჩინა?

შვილს სახეზე ფერი წაუვიდა:

-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!

-აბა, სხვა როგორ გავიგოთ? მაკიაჟით დადის, უქმეებზე ბავშვს შენ გიტოვებს. მე სახლში არ მიშვებს. და შენ ეს ყველაფერი გაწყობს?

ირაკლიმ სწრაფად უპასუხა, ისე რომ, დედისთვის თვალი არ გაუსწორებია:

-დედა, ისე კი მართალია, შენ ძალიან მოუხშირე. ყოველ კვირას მოდიოდი.

ლიზა ამას არ ელოდა.

-ანუ, ახლა მის მხარეს ხარ?

-მე ჩემს მხარეს ვარ. მაგრამ შენ ნუ ჩაერევი ჩვენს ცხოვრებაში.

-ანუ, ასეა?! კარგი. მაშინ საერთოდ აღარც დავრეკავ და აღარც მოგწერ. იცხოვრეთ, როგორც გინდათ! მაგრამ აღარ მთხოვოთ, რომ შვილიშვილი დავიტოვო. თუნდაც ფულის სანაცვლოდ.

-ძიძა გვყავს.

-სხვათა შორის, ფული საიდან?

-ისევ იქიდან.

-ახლა უფრო მეტს გამოიმუშავებ?

-არა. უბრალოდ, იპოთეკა დავხურეთ ახლახან და ფული გაგვიჩნდა.

-ძიძა დღეს რატომ არ არის?

-დასვენების დღე აქვს.

ლიზა შვილს უყურებდა და ვერაფერს ხვდებოდა. კითხვა, თუ რატომ შეიცვალა ასე მისი რძალი, მის გონებას არ ტოვებდა.

ქალმა პასუხი სამი კვირის შემდეგ მიიღო, როცა რძალი ახალ ბეწვის ქურქში დაინახა.

ძლივს დაელოდა კვირა დღეს და შვილის მოსვლას (შვილიშვილი და დედა მეორე ბებია-ბაბუასთან იყვნენ), ლიზამ მაშინვე დაიწყო დაკითხვა.

-ირაკლი, ყველაფერი უნდა მითხრა. ის, რომ შენი ნანა შეიცვალა, დღესავით ნათელია. ახლა მითხარი რატომ?

-დედა, რატომ არ მეშვები?

-იმიტომ! ჩემთვის თქვენი ბინის გზა დაკეტილია, შენ სამაგალითო მამა გახდი, ცოლი კი უბრალოდ – ლამაზმანი გახდა. რაღაცაშია საქმე.

-უბრალოდ, ნანამ მუშაობა დაიწყო. ეს არის მთელი საიდუმლო.

-და შენ მაშინვე ისე დაკარგე შენი ავტორიტეტი ოჯახში, რომ ახლა დედაშენს შენს საკუთარ სახლში არ უშვებენ? შეწყვიტე სისულელეები!

-ეს ჩემი ბინა არ არის! – ამოიოხრა ირაკლიმ.

-როგორ თუ შენი არ არის? რა სისულელეა?

-მოკლედ, საუბარი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ბინა ნანასი და ჩვენი ქალიშვილის გახდებოდა.

ბუნდოვანი ეჭვები მაშინვე გადაიზარდა თავდაჯერებულობაში:

-შენ მას უღალატე?

-დიახ.

-და მან გაპატია?

-კი, მაგრამ ერთი პირობით…

-რა პირობით?

-რომ იპოთეკას მე გადავიხდი და ჩემს წილს ჩემს ქალიშვილს გავუფორმებ.

დედამ ინტერესით შეხედა შვილს და სიცილი აუტყდა.

-ანუ… ახლა უსახლკარო ხარ? ოჰ, ნანა! რა მაგარი ხარ! ზუსტად ჩემნაირი ხარ!

მას შემდეგ რძალი და დედამთილი სრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ, ირაკლი კი ყველაფერში ეთანხმებათ. სახლში – ცოლს, მშობლების სახლში კი – დედას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს