დეკემბრის ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ანჯელა პერლისგან, ვემზადებით ბედნიერი ზამთრისთვის

326

ჩვენმა საყვარელმა ასტროლოგმა ანჯელა პერლმა მოამზადა ტაროს პროგნოზი 2023 წლის დეკემბრისთვის. დროა დავემშვიდობოთ შემოდგომას და შევხვდეთ ზამთარს განახლებულები და ორიენტირებულები. დეკემბერი მრავალი ნიშნისთვის დასვენების, საჩუქრებისა და ახლო შეხვედრების დრო იქნება. მაგრამ ზოგიერთი ფრთხილად უნდა იყოს: ბედის მთავარი გამოცდები ჯერ კიდევ წინ არის. გაიგეთ, რას უწინასწარმეტყველებენ უძველესი ბარათები ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

ტაროს პროგნოზი 2023 წლის დეკემბრისთვის

ვერძი

იღბალი თან ახლავს თქვენს ცეცხლოვან ტემპერამენტს მთელი თვის განმავლობაში, ასე რომ, თავისუფლად წამოიწყეთ ნებისმიერი საქმე. თქვენ შეგიძლიათ გამოავლინოთ საკუთარი თავი და გახდეთ დასამახსოვრებელი, უბრალოდ არ შეგეშინდეთ საკუთარი აზრის დაცვის. ბარათები წინასწარმეტყველებს პროგრესს და წინსვლას ბიზნესში. სამსახურში ან ოჯახურ პროექტში ხელმძღვანელობა მოგიწევთ. გონება გაგინათდებათ და მიხვდებით როგორ უნდა მოიქცეთ.

თუმცა, ყველა არ დაეთანხმება თქვენს ქმედებებს – ეს არის ძალაუფლების მეორე მხარე. მოსალოდნელია ცვლილებები, ვიღაც შეიძლება თქვენთან კონკურენტულ ბრძოლაში ჩაებას თქვენი პოზიციის გამოწვევის მიზნით და კონტროლის მოსაპოვებლად. მაგრამ ვერძი ამიტომაც არის ვერძი, რომ იბრძოლოს და ტრიუმფალურად მოიპოვოს გამარჯვება.

კურო

თქვენს ცხოვრებაში მოვა ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ აქტუალური საკითხის გადაჭრაში, მოგცემთ რჩევას ან დაგეხმარებათ. ეს იქნება ჰაერის ელემენტის გოგონა ან ქალი – მერწყული, ტყუპები ან სასწორი. პროფესიით – ოფისის თანამშრომელი, ექიმი, ბუღალტერი ან სოციალური მუშაკი. მისი რეკომენდაციები იქნება საქმიანი და ზედმეტი ემოციების გარეშე. ნათელი და პირდაპირი – ზუსტად ისეთი, როგორც თქვენ გიყვართ.

ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, შემოსავალი ზრდას დაიწყებს. თქვენ სწორი მიმართულებით იმოძრავებთ. თუ ეძებთ სამსახურს სტაბილური ხელფასით, მიიღებთ მას. საკმარისი იქნება საჩუქრებისთვის და ხმაურიანი წვეულებებისთვის. აღსანიშნავი ბევრი გექნებათ. ხმაურიანი წვეულებები, კონცერტები, მეგობრებთან შეხვედრები. ტარო დეკემბერში ნათელ, უდარდელ დღეებს გპირდებათ.

ტყუპები

ზამთრის დასაწყისში მიიღებთ მნიშვნელოვან სიახლეს, ინფორმაციას ან საქმიან წინადადებას. თითქოს იღვიძებთ ხანგრძლივი ძილისგან და გესმით, რის გაკეთება გინდათ. დროა მიიღოთ გადაწყვეტილებები შიშისა და სინანულის გარეშე!

ცხოვრება ახალ ტემპში გაგრძელდება. გაგიჩნდებათ სწავლის, რაიმე ახლის კეთების სურვილი. სტუდენტივით იქნებით, რომელიც მაცდუნებელმა იდეამ გაიტაცა. მზად იყავით იმისთვის, რომ იმუშაოთ ძალისა და გამოცდილების მოსაპოვებლად. ამავდროულად, დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს და ნუ ელით მნიშვნელოვან მფარველობას. უშიშრად წადით თქვენი მიზნისკენ და თქვენი ძალისხმევა კარგ შედეგს გამოიღებს.

კირჩხიბი

ფინანსური საკითხები თქვენგან მოითხოვს ბალანსირების უნარს. ბალანსის შესანარჩუნებლად მოგიწევთ შემოსავლებითა და ხარჯებით ოსტატურად ჟონგლირება. 2023 წლის დეკემბერი არ არის საუკეთესო დრო ძვირადღირებული შესყიდვების გასაკეთებლად. ფული მოვა და წავა. მაგრამ გახსოვდეთ: თუ სიამოვნებით ხარჯავთ, რა თქმა უნდა, მეტი ფული გექნებათ.

სასიხარულო ამბავი გელით ახლობელი ადამიანებისგან, რომელიც ზამთრის დასაწყისში სითბოთი და სიხარულით აგავსებთ. ელოდეთ სასიამოვნო საჩუქარს. შესაძლოა, გაგიჩნდეთ წარმატებული ფინანსური იდეა და ფული მომგებიანად დააბანდოთ. ტარო გპირდებათ ძალისა და შთაგონების მოზღვავებას, რათა შეამჩნიოთ და განახორციელოთ ახალი შესაძლებლობები.

ლომი

ტარო დიდ სიყვარულსა და ყურადღებას გიწინასწარმეტყველებთ. მიიღებთ სასიამოვნო სიურპრიზს ადამიანისგან, ვინც თქვენზე ზრუნავს. ეს შეიძლება იყოს ლამაზი თაიგული, საჩუქარი, კომპლიმენტი ან პაემანზე მოწვევა. ვინმე წარსულიდან მოინდომებს თქვენთან შეხვედრას. დიდი ხნის ნანატრი შერიგება საბოლოოდ მოხდება.

მიიღებთ საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, გაიაროთ სამედიცინო გამოკვლევა ან მიმართოთ ასტროლოგს ან მკურნალს. თავს შეგახსენებთ წარსულის საიდუმლოებები. დეკემბერი ძალიან ემოციური თვე იქნება. ბედი გიმზადებთ მნიშვნელოვან ნაცნობობას ან ახალი სამსახურის შეთავაზებას. არ გამოტოვოთ შანსი.

ქალწული

დეკემბერი თქვენი გამარჯვებების, ტრიუმფების, კარგი ჯანმრთელობისა და ფინანსური კეთილდღეობის თვეა. ენერგიული იქნებით და ყველა გადაუჭრელი საქმის მოგვარებას უფრო მარტივად შეძლებთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. წინსვლა გელით ყველა სფეროში. არ არის გამორიცხული საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ან შორ მანძილზე გამგზავრება. სხვა ადამიანები აღფრთოვანებით ისაუბრებენ თქვენს წარმატებაზე (ზოგს, რა თქმა უნდა, შეშურდება).

მოემზადეთ გემრიელი წინადადების მისაღებად – სამსახურებრივი თუ რომანტიკული. ჰორიზონტზე სასიამოვნო ადამიანთან შეხვედრაა. ეს იქნება ვინმე თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდის სახით. ბარათები გპირდებათ გზას. ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ტრანსპორტის შეძენა ან მოგზაურობა.

სასწორი

თქვენი დეკემბერი აღწერილია დასრულების ბარათებით. ეს არის დრო, რომ დაასრულოთ დაწყებული საქმე და შეაფასოთ შედეგები. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ეს ყველაფერი ფიზიკური და ნერვული დაღლილობით დასრულდეს. მიიღებთ მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც გაგაოცებთ. ალბათ, დროა შეწყვიტოთ ურთიერთობა, რომელმაც საკუთრი თავი ამოწურა.

საკმარისად ძლიერი ხართ იმისთვის, რომ ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდეთ. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ სამოქმედო გეგმა. მიეცით საკუთარ თავს დრო, გაიაზროთ სიტუაცია და გაუმკლავდეთ თქვენს შიშებსა და შფოთვებს. ტარო წინასწარმეტყველებს მთვარესთან დაკავშირებულ მოვლენას. შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს 27 დეკემბერის სავსემთვარობისას.

მორიელი

ტარო გიწინასწარმეტყველებთ დღესასწაულს და გართობას ოჯახთან ერთად. გელით კარგი ამბები და ახლობლებთან ჩახუტება. წახვალთ ისეთ ადგილას, სადაც უყვარხართ და გელოდებიან. ასევე, შეიძლება სტუმრები მოვიდნენ თქვენთან. დაცულობის, სტაბილურობისა და თავდაჯერებულობის განცდა თვის ბოლომდე არ დაგტოვებთ.

თუ დიდი ხანია მუშაობთ რთულ საქმეზე, ერთი ადამიანი დაგეხმარებათ. ბარათების მიხედვით ის ჰოროსკოპით ვერძია. ეს ადამიანი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში და ყველა პრობლემის მოგვარებაში. სხვა ინტერპრეტაციის თანახმად, თქვენ თავად უნდა გამოიჩინოთ სიმტკიცე და აიღოთ ყველაფერი საკუთარ ხელში.

მშვილდოსანი

მეამბოხე ხასიათი გთხოვთ, რომ ადგეთ და გზას დაადგეთ. საინტერესო მოგზაურობა გელით ადამიანთა ჯგუფთან ერთად. ტარო წინასწარმეტყველებს სწავლის დაწყებას. ზოგადად, ახლის შესწავლის გზას დაადგებით. მოგიწევთ არჩევანის გაკეთება. ეს ეხება სასიამოვნო წინასადღესასწაულო აურზაურს. შეადარებთ ფასებს, გადაწყვეტთ სად და ვისთან ერთად აღვნიშნოთ ახალი წელი, აირჩევთ საჩუქრებს.

რომანტიკა და სასიყვარულო თავგადასავლები ფერებს შემატებს საახალწლო აურზაურს. თუ თქვენი გული ჯერ კიდევ თავისუფალია, გელით ახალი ნაცნობები, პაემნები და ახალი რომანიც კი. თქვენს ცხოვრებაში ახალი მეგობარი ან შეყვარებული შემოვა. თქვენ შეძლებთ მეგობრულად მოაგვაროთ ყველა სამსახურთან დაკავშირებული საკითხი და მარტივად ჩაიძიროთ ზამთრის არდადეგებში.

თხის რქა

თქვენს გაშლაში ამოვიდა ბარათები ოჯახის, ტრადიციების, რეპუტაციისა და ადამიანების შესახებ, რომლებსაც პატივი უნდა სცეთ. დღესასწაულებს ახლო ოჯახურ წრეში გაატარებთ. შეიძლება ნათლობაზე ან ქორწილში მიგიწვიონ. თქვენ ასევე გელით წარმატებები საქმეებში, ან სხვა ინტერპრეტაციით – მოგზაურობა ან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა.

წლის ბოლო დიდ სამუშაო დატვირთვას გვპირდება. ოღონდ, გთხოვთ, ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ. ძალები დახარჯეთ ზომიერად, შეეცადეთ გადაანაწილოთ პასუხისმგებლობები. და თუ საერთოდ ვერ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა. თქვენ სწორი მიმართულებით მოძრაობთ, ყველა სირთულე მალე უკან დარჩება.

მერწყული

დეკემბერი მკაცრი, მაგრამ სამართლიანი იქნება. გაძლიერდით, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობა იყოს კოლეგებთან და მეგობრებთან. მოგიწევთ საკუთარი აზრის დაცვა და კონკურენტული ბრძოლა. ცვლილებები გელოდებათ. მაგრამ ყველაფერი უკეთესობისკენაა. ბედი მზადაა თქვენი სურვილების შესასრულებლად. დაელოდეთ სასიხარულო ამბავს, რომელიც სიხარულით აგავსებთ.

თვის განმავლობაში მიიღებთ სასარგებლო, მაგრამ ძლიან მოულოდნელ ინფორმაციას. თქვენი ჰაეროვანი ბუნება მოძრაობას მოითხოვს. სპონტანური მოგზაურობა ძალიან სასიკეთო იქნება. არ გამოტოვოთ კარგი დასვენებისა და ძალების აღდგენის შანსი.

თევზები

შეხვდებით ადამიანს, რომელსაც შეუძლია დაიმსახუროს თქვენი პატივისცემა და აღფრთოვანება. დეკემბერში თქვენს ცხოვრებაში შემოვა ნაზი, ემოციური ქალი წყლის ელემენტით და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ბედში. შესაძლოა, შეხვდეთ მამაკაცს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მშვიდობასა და წესრიგს შემოიტანს.

ზამთრის დასაწყისი წინსვლის სურვილს გაგიჩენთ. თქვენ უნდა დახუროთ თქვენი ისტორიის ერთი გვერდი და გახსნათ ახალი. დროა გაცუროთ ახალი ნაპირებისკენ შიშისა და საყვედურების გარეშე.