ჩვენ სხეულს სწორად ფუნქციონირებისთვის საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და მინერალები სჭირდება. ჩვენ, კი ამ ყველაფერზე უნდა ვიზრუნოთ. ამისთვის აფთიაქში გაქცევა და მედიკამენტის სახით ვიტამინების კომპლექსის შეძენა საჭირო არაა, რადგან ჩვენთვის ნაცნობი პროდუქტები სასარგებლო ელემენტებით უფრო არის გაჯერებული. და მგონი ვიტამინების და მინერალების ნამდვილი კლონდაიკს მივაგენით.
დღეს ჯანმრთელობისთვის საწვავ ნარევს გთავაზობთ და ჩირების სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტას გიამბობთ.
ჩირების ნარევი
ნამდვილად საწვავი ნარევი! ისინი მთელი დღის განმავლობაში მხნეობას შეგძენთ, გულის მუშაობას ნორმაში მოიყვანს, ასევე სისხლს გაწმენდს და იმუნიტეტს გააძლიერებს. მოდით ამ სასწაულმოქმედი ნარევის მომზადება ვისწავლოთ.
ინგრედიენტები:
- 300 გრ ნიგოზი
- 300 გრ გარგარის ჩირი
- 300 გრ ლეღვი
- 300 გრ შავქლიავი
- 300 გრ შავი ქიშმიში
- 2 ჭიქა თაფლი
- 2 ლიმონი
მომზადება:
შემდეგ ყველაფერი მარტივად არის: ჩირები თბილ წყალში გარეცხეთ, ოდნავ გააშრეთ, შემდეგ კი ყველაფერი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ (კანიანად მაგრამ კურკების გარეშე). მიღებული ნარევი თაფლს აურიეთ და მინის ქილაში მოათავსეთ. ნარევის შემადგენლობა მხოლოდ მითითებული პროდუქტებით არ იზღუდება, შეგიძლიათ სხვა კაკალიც დაუმატოთ. ნებისმიერ შემთხვევაში სასარგებლო იქნება.
ნარევი ცივ ადგილას უნდა შეინახოთ. მიიღეთ ყოველდღე 1 სუფრის კოვზი. უმჯობესია დილით, ჭამამდე თუ მიიღებთ. თუ იმუნიტეტის პრობლემები გაქვთ და ხშირად ავადმყოფობთ, შეგიძლიათ რაოდენობა დღეში 2-3 კოვზით გაზარდოთ. ნარევი მიიღეთ მანამ, სანამ არ დამთავრდება, შემდეგ კი ერთი თვე შესვენება გააკეთეთ.
ასე იმუნიტეტის გაძლიერებას და გაციებას დაივიწყებთ. თუ თითოეულ კომპონენტს გავშლით, გასაგები იქნება, რომ ეს ჯანმრთელობისთვის ვიტამინების საუკეთესო ნაკრები არის.
1.გარგარის ჩირი
ეს ღია ფერის ჩირი დიდი რაოდენობით მაგნიუმს, კალიუმს, რკინას, B5 ვიტამინს, პექტინს შეიცავს. გარდა ამისა, გარგარის ჩირი ორგანული მჟავებით არის მდიდარი, რომელსაც ორგანიზმიდან ლითონები და რადიონუკლიდები გამოაქვს.
გარგარის ჩირი სასარგებლოა გულის დაავადების, ანემიის, მხედველობის პრობლემის დროს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. ამასთან სისხლძარღვების ბლოკირებას აღმოფხვრის და გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს.
2.შავქლიავი
კიდევ ერთი ვიტამინების ბომბი. შავქლიავი შეიცავს უჯრედის, ორგანულ მჟავებს, ბევრ ვიტამინსა და მინერალებს. ეს ხილი დაგეხმარებათ გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური და ჰიპერტონიის დაავადების დროს. შავქლიავი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს, რომლის შესახებაც შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ.
3.ქიშმიში
ენერგიის კიდევ ერთი შესანიშნავი წყარო. ქიშმიში შეიცავს კალიუმს, რკინას, მანგანუმს, მაგნიუმს, უჯრედისს, ასევე B1,B2,B5 ვიტამინებს. ქიშმიში რეკომენდებულია ნერვული სისტემის დარღვევის და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს. მას ანემიის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადების დროს პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.
4.ბერძნული კაკალი
ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც ამ კაკლის სასარგებლო თვისებების შესახებ არ გაუგია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იმუნიტეტს ეფექტურად აძლიერებენ. ბერძნული კაკლის რეგულარული მოხმარება ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადების განვითარების რისკს ამცირებს.
ასევე ნარევის შემადგენლობაში არის თაფლი და ლიმონი, რომლის სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლოა ასეთი ჩირების ნარევი! ეს ნარევი – უნიკალური და ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს. ამ ნარევს სხეული ტონუსში მოჰყავს და ორგანიზმს აძლიერებს, რაც ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. დღესვე მოამზადეთ!
მოგეწონათ სტატია? მეგობრებს გაუზიარეთ!