ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა და სწორი კვება, არამედ კარგი ძილიც. თუ მისი ხარისხი დაბალია, ეს მნიშვნელოვნად იმოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე, განწყობაზე და საერთო მდგომარეობაზე. რის გაკეთებაა საჭირო ძილის წინ, რომ ის ხარისხიანი იყოს?
ვივიენის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ხუთ მნიშვნელოვან რიტუალს, რომელიც დაგეხმარებათ უფრო სწრაფად დაძინებაში და შემდეგი დღის მხნედ და ხალისიანად დაწყებაში. სანამ ამ ყველაფერს არ გააკეთებთ, დასაძინებლად არ დაწვეთ, რადგან დილით თქვენი განწყობა არ იქნება საუკეთესო.
რის გაკეთებაა საჭირო ძილის წინ
მივიღოთ აბაზანა
დამამშვიდებელი აბაზანა ან შხაპი – შესანიშნავი საშუალებაა თქვენი ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ასეთი რიტუალი ხელს უწყობს გაცილებით სწრაფად დაძინებას (განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანებისთვის). ძილის წინ აბაზანის მიღებით საკუთარ თავს დიდ სარგებელს მოუტანთ.
დღის გეგმის შედგენა
დილით დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ დაიწყოთ დაგეგმვა ძილის წინ. მეორე დღეს, როდესაც საწოლიდან ადგებით, უკვე გეცოდინებათ, რა საქმიანობა უნდა დაიწყოთ (პირველ რიგში რა უნდა გააკეთოთ). გეგმის შესადგენად, საჭიროა ბლოკნოტი ან სუფთა ფურცელი. აიღეთ კალამი და ჩაწერეთ ყველა დავალება, რომელიც უნდა შესრულდეს მეორე დღეს. შემდეგ გადაახარისხეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია.
ვაანალიზებთ გასულ დღეს
ძილის წინ ერთი კითხვა უნდა დასვათ: „რა გავაკეთე დღეს (კარგი თუ ცუდი)? უნდა გაანალიზოთ გასული დღე. ეს საშუალებას მოგცემთ უკეთ გაუგოთ საკუთარ თავს და მოგცემთ მოტივაციას. ასევე, ყოველდღიური საღამოს ანალიზის წყალობით, თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებზეც უნდა იმუშაოთ.
მადლობას ვიხდით ყველაფრისთვის
როცა საბანს დაიფარებთ და თავს ბალიშზე დადებთ, თვალები დახუჭეთ. შემდეგ დაფიქრდით იმაზე, თუ რატომ ხართ მადლიერი ამ დღის, რომელიც გავიდა. ეს შეიძლება იყოს წვრილმანიც კი. უნდა გაიხსენოთ აბსოლუტურად ყველაფერი, რამაც ღიმილი და თბილი გრძნობები მოგიტანათ. გახსოვდეთ, რომ ძილის წინ მადლიერება დაგეხმარებათ მეორე დღეს კიდევ უფრო მეტი სიკეთის მიღებაში.
ვიწყებთ კითხვას
წიგნების კითხვას შეუძლია შთაგაგონოს, დაგეხმაროს საინტერესო იდეების გენერირებაში და უფრო სწრაფად დაძინებაში. მთავარია, ძილის წინ არ აიღოთ ნაწარმოებები მძაფრი სიუჟეტით, რადგან საკმაოდ რთულია ასეთი წიგნების მიტოვება. ასევე არ უნდა წაიკითხოთ, თუ საძინებელში განათება ძალიან სუსტია, რადგან ამან შეიძლება იმოქმედოს თქვენს მხედველობაზე. გაითვალისწინეთ ეს ნიუანსები ძილის წინ თქვენ მიერ არჩეული წიგნის რამდენიმე გვერდის წაკითხვისას.
შეასრულეთ ეს მოქმედებები რეგულარულად და დროთა განმავლობაში ეს ჩვევად იქცევა. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამაოდ წოლა, ჩაძინების ლოდინით. ამას 10-15 წუთი დასჭირდება. გარდა ამისა, თქვენი ძილის ხარისხი ძალიან მაღალი იქნება, რაც დადებითად აისახება დილის განწყობაზე.