ნათლიებთან შევთანხმდით, რომ წელს ერთად აღვნიშნოთ ახალი წელი ჩვენს ბინაში. ასე უფრო სახალისო იქნება. მენიუზეც შევთანხმდით. უბრალოდ, არ ვიცით რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს. გადავწყვიტეთ ჯერ ეს საკითხი შეგვესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ წავსულიყავით საყიდლებზე.
მსოფლიოს ყველა კუთხეში ახალი წლის აღნიშნვას თან ახლავს გარკვეული ტრადიციები და რწმენა. ერთ-ერთი მათგანია ფერის არჩევა სადღესასწაულო იმიჯისთვის. აღმოსავლური კულტურის წეს-ჩვეულებებისა და სიმბოლიზმის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომელ ფერებს უნდა მოვერიდოთ 2024 წლის ახალი წლის ღამეს. თქვენ ხომ ნამდვილად არ გსურთ მწვანე ხის დრაკონის გაბრაზება?
უნდა გეშინოდეს თუ არა მწვანე ხის დრაკონის?
2024 წლის სიმბოლო აღმოსავლური კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ამავე დროს ყველაზე მშვიდობიანი ცხოველია. ლეგენდებს თუ დაუჯერებთ, ეს წელი საინტერესო მოვლენებითა და დადებითი ენერგიით იქნება სავსე. გველოდება პიროვნული ზრდა და მრავალი ცვლილება უკეთესობისკენ!
ჯერ ერთი, დრაკონი ჩინეთის იმპერიული ძალაუფლების სიმბოლოა. აღმოსავლეთში მას ყოველთვის გამოსახავდნენ შენობებსა და საგნებზე, რომლებიც უზენაეს ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული.
თუ ვსაუბრობთ დრაკონზე, როგორც საახალწლო სიმბოლოზე, მაშინ ის ითვლება ყველაზე კეთილგანწყობილ მფარველად. დრაკონის წლები სხვებზე უფრო იღბლიანი და წარმატებულია.
მწვანე ხის დრაკონის 2024 წელი წარმატებას გვპირდება. ის ხომ მწვანეა! ეს ფერი ჩინურ კულტურაში ნიშნავს მოქნილობას, ლოიალურობას, დიპლომატიურობას, გარემოებებთან ადაპტაციის უნარს, მშვიდობას, სიმშვიდეს და ხელახლა დაბადებას.
როგორ შევხვდეთ დრაკონს
დრაკონის წელს უნდა შევხვდეთ მისი ხასიათის შესაბამისად – ხმაურით, მხიარულად და პოზიტიურად. თუმცა, დრაკონი ასევე შეიძლება იყოს საშიშიც, თუ მას გააღიზიანებთ. არ ჩაერთოთ საეჭვო წამოწყებებსა და თაღლითობაში. ამბობენ, რომ ამის გამო, წლის სიმბოლოს სასტიკი დასჯა შეუძლია.
დრაკონის წლის სიმბოლოა ხე. ხის ელემენტს ჩინურ კულტურაში ახასიათებს შემოქმედებითი ენერგია, დამოუკიდებლობა და სამყაროს შესწავლისა და ინფორმაციის გაანალიზებისადმი მიდრეკილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხის ელემენტი ხელს უწყობს ზრდას და აღორძინებას.
ამიტომ ახალი წლის აღნიშვნას ფანტაზიით მიუდგეთ. მისასალმებელია ხელნაკეთი დეკორი, სახლში მომზადებული საკვები და ოჯახური გართობა. იმისათვის, რომ თქვენი სახლი უფრო მყუდრო და თბილი გახადოთ, არ არის საჭირო მთლიანი ხელფასის დახარჯვა დეკორაციებზე.
რომელი ფერია კატეგორიულად აკრძალული საახალწლოდ?
ჩინური ტრადიციის თანახმად, არსებობს გარკვეული ფერები, რომლებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული, რადგან მათ შეუძლიათ შეაშინონ დრაკონის ბედნიერი ენერგია. ერთ-ერთი ასეთი ფერია – შავი.
შავი ფერი, მიუხედავად მისი პოპულარობისა მოდის სამყაროში, საახალწლოდ შეუფერებლად ითვლება. ის ასოცირდება სევდასთან და სიმძიმესთან. ნათელი და მხიარული ფერები, როგორიცაა წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი ან მწვანე, ხელს შეუწყობს სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნას და დადებითი ემოციების მოტანას.
ყველაზე შესაფერისი ფერები 2024 წლის შესახვედრად
ვინაიდან 2024 წელი ხის დრაკონის წელია, მწვანე განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ის ჰარმონიისა და ზრდის სიმბოლოა. მწვანე სამოსის არჩევით თქვენ გამოხატავთ სურვილს იყოთ ბუნებასთან ჰარმონიაში და მიაღწიოთ ზრდას ცხოვრების ყველა სფეროში.
ყავისფერი წარმოადგენს ხის ანარეკლს. ის თქვენს მომავალ ცხოვრებაში სტაბილურობასა და წონასწორობას, თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს მოიზიდავს. ეს ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს საიმედოობას და პასუხისმგებლობის გრძნობას.
რომელი ფერი დაგიცავთ უარყოფითი ენერგიისგან
აღმოსავლური რწმენის მიხედვით, სადღესასწაულო ლუქისთვის შესაფერისი ფერის არჩევამ შეიძლება განდევნოს უარყოფითი ენერგია და სწორ გზაზე გამოგიყვანოთ. თუ გეშინიათ, რომ დღესასწაულზე ვიღაცის ნეგატიური ვიბრაციები ზიანს მოგაყენებთ, უპირატესობა მიანიჭეთ წითელს. აღმოსავლეთში წითელი ფერი ნეგატივის საწინააღმდეგო თილისმად ითვლება, რადგან ის ენერგიისა და ბედნიერების სიმბოლოა.
მოდური ფერები საახალწლო კოსტიუმებისთვის
წლის ბოლოს თანდათანობით პოპულარობას იძენს პასტელის ფერები, მზიანი ყვითელი და ასევე პოზიტიური ცვლილებებისა და იმედის სიმბოლო ფერები. ესენია: ოქროსფერი, მწვანე, ყავისფერი, ლურჯი და სხვა გაჯერებული ფერები. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ და აღნიშნეთ ახალი 2024 წელი მხიარულ გარემოში.
იმისათვის, რომ თქვენი ოჯახი დღესასწაულზე ჰარმონიულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდეს, მოიფიქრეთ საოჯახო ლუქი. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ ახალი წლის აღნიშვნას ლურჯი ფერის კაბაში, აუცილებლად შეარჩიეთ ქმრისთვის იმავე ფერის პერანგი. არც ბავშვები არ დაგავიწყდეთ, ამ საღამოს ყველა შესანიშნავად უნდა გამოიყურებოდეს!