გიცდიათ თუ არა დღის დაწყება ერთი ჭიქა მარილიანი წყლით? თუ თქვენი პასუხი უარყოფითია, მაშინ უნდა გაეცნოთ, თუ რა გავლენას ახდენს ეს სითხე ორგანიზმზე. ვივიენის დღევანდელ სტატიაში წაიკითხეთ, რა სარგებლობა მოაქვს ზღვის მარილიან წყალს და როგორ უნდა დალიოთ ის სწორად?
სპეციალისტების აზრით, ამ სასმელის დალევის დაწყებიდან სულ რაღაც 7 დღის შემდეგ ადამიანი საოცარ შედეგს ამჩნევს. ზოგადი მდგომარეობა და განწყობა უმჯობესდება და ორგანიზმი იწმინდება. რის ხარჯზე ხდება ეს?
რა სარგებლობა მოაქვს ზღვის მარილიან წყალს და როგორ უნდა დავლიოთ იგი
ეს საინტერესოა
მარილიან წყალს გააჩნია ფუნქციების ფართო სპექტრი. ის ეხმარება ორგანიზმს ბევრ ფრონტზე და აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
- ტოქსინების გამოსადევნად. მარილიან წყალს შეუძლია ორგანიზმის გაწმენდა. მას გამოაქვს ორგანიზმიდან შლაკები და ტოქსინები.
- სტრესის საწინააღმდეგოდ. ზღვის მარილიანი წყალი არის ნამდვილი ანტიდეპრესანტი, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ თქვენი ემოციური მდგომარეობის ნორმალიზებას, არამედ ძილის გაუმჯობესებასაც. მარილში ნერვული სისტემის კარგი ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მინერალების მაღალი შემცველობა დაგეხმარებათ დაივიწყოთ უძილობა და შფოთვა.
- სილამაზისთვის. მარილი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს კანის გაახლებას. ის უბრალოდ ელვარე ხდება. მარილი ასევე ხელს უწყობს ფრჩხილების და თმის გამაგრებას.
- წონის დაკლებისთვის. ზღვის მარილიანი წყლის გამოყენება იძლევა დანაყრების შეგრძნებას. ამის წყალობით შეძლებთ აკონტროლოთ თქვენი მადა და თავიდან აიცილოთ ზედმეტი ჭამა.
გამოყენების წესები
ექსპერტები გვირჩევენ მარილიანი წყლის დალევას კურსით, რომელიც გრძელდება ერთი კვირა. კურსებს შორის უნდა იყოს ერთთვიანი შესვენება (მინიმუმ). გახსენით 1 ჩ.კ. ზღვის მარილი 1 ლიტრ სასმელ წყალში. არ გადააჭარბოთ მის რაოდენობას. დალიეთ 1 ჭიქა თბილი მარილიანი წყალი დილით საუზმემდე (პირველ ჭამამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე). 7 დღის შემდეგ თავს ძალიან ხალისიანად იგრძნობთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მარილიანი წყლის რეგულარულად გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. საქმე ისაა, რომ ის უკუნაჩვენებია თირკმელების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. ამიტომ, ჯერ ექიმს მიმართეთ, შემდეგ კი, ნებართვის მიღების შემდეგ, გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა ზღვის მარილიანი წყლის დახმარებით.