4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ასტროლოგიას სკეპტიკურად უყურებენ

1187
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ასტროლოგიას სკეპტიკურად უყურებენ
4 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ასტროლოგიას სკეპტიკურად უყურებენ

ადამიანების უმეტესობა მეტნაკლებად ასტროლოგიით დაინტერესებული არიან და პერიოდულად საკუთარ ჰოროსკოპს ათვალიერებენ, რომ საკუთარი თავის ან განვლილი მოვლენების შესახებ რაღაც გაიგოს. ასტროლოგია ერთდროულად თერაპია და ცხოვრების გურუ არის, რომელიც თქვენ აწმყოსა და მომავლისთვის ახალ შესაძლებლობებს გიხსნით. თუმცა არსებობენ სკეპტიკოსი ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ არაფრის, რაც ჰოროსკოპს ეხება. მათ საერთოდ არ სჯერათ ასტროლოგიის, თვლიან რომ ეს ტყუილია და ყველანაირად დასცინიან.

კურო

კურო უფრო მიწიერი ნიშანია, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი. მას ურჩევნია სიტუაციას უფრო რეალისტურად და პრაქტიკულად შეხედოს, ვიდრე ცაზე ვარსკვლავების განლაგების ირწმუნოს. თუ კურო ცუდად არის ან რთული პერიოდი აქვს, ამას მერკურის განლაგებით არასდროს ახსნის. გარდა ამისა, ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ჯიუტები არიან. თუ კურომ თქვა, რომ ასტროლოგია ეს სისულელეა, ის ამ აზრს ჯიუტად დაიცავს და მის გადარწმუნებას ვერაფრით მოახერხებთ.

სასწორი

მიზეზი, რის გამოც სასწორი ასტროლოგიას სკეპტიკურად უყურებს, მდგომარეობს არა იმაში, რომ საერთოდ არ სჯერა, არამედ ასტროლოგია მისთვის საკმაოდ წინააღმდეგობრივია. სასწორი სკეპტიკოსია, რომელიც მუდმივად ყველაფრის რაციონალურ მხარეს ეძებს. ისინი ყველაფრის მიმართ საკმაოდ მომთმენი არიან, რაც იმასაც ნიშნავს, რომ სასწორი ძალიან მიუკერძოებელი და ობიექტური არის. იმის ნაცვლად, ვთქვათ რომ მათ ასტროლოგიის არ სწამთ, სასწორი უბრალოდ ყველა ასტროლოგიურ ინფორმაციას ეჭვის ქვეშ აყენებს და ამტკიცებს, რომ მასში ლოგიკა არ არსებობს და ეს უფრო შეთხზულს ჰგავს.

მორიელი

ასტროლოგიის ერთ-ერთი ასპექტი, რომლის გამოც მორიელს მისი დაჯერება უჭირს – ის არის, რომ მსოფლიოში ყველაფერი შეიძლება პლანეტების და ციური ობიექტების გადაადგილების გამო შეიცვალოს. მორიელი ყოველთვის სკეპტიკოსი იყო და ასეთად დარჩება. მას „შავ-თეთრი“ ფაქტი ურჩევნია. თუ რაღაც მისთვის აზრს მოკლებული არის ან ჭეშმარიტების გასარკვევად ინფორმაციას ჩაძიება სჭირდება, მორიელისთვის ეს ყველაფერი უინტერესო ხდება. ასტროლოგია მოითხოვს ანალიზს და ფიქრს, ხოლო მორიელი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ იმას, რასაც შეიძლება უპასუხოთ „დიახ“ და „არა“.

თხის რქა

თხის რქას ასტროლოგიის არ სჯერა იმიტომ, რომ არ სჯერა, ამასთან ყოველგვარი ახსნის გარეშე. ზოგჯერ ის შეიძლება იყოს საკმაოდ ჯიუტი, ასევე უპირატესობას ანიჭებს ლოგიკას, ვიდრე ემოციას. თუ მის თვალში რაღაც არალოგიკურია, ასეთ ინფორმაციას ტყუილად და არა საჭიროდ მიიჩნევს. გარდა ამისა, თხის რქა – არის ადამიანი გრაფიკოსი, დამგეგმავი, საქმეების სია და ჩვეული რუტინა, ხოლო ასტროლოგია მის გაზომილ და დაგეგმილ ცხოვრებას არ შეესაბამება. ის მისთვის მნიშვნელოვან საქმეებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობს და რაღაც ახლის  და არასტანდარტულის კვლევა  მისთვის უინტერესოა.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს