ირინა შეიკის სილამაზის 3 საიდუმლო, რომელიც ეხმარება მას ჭარბ წონასა და ნაოჭებთან ბრძოლაში

536

37 წლის მოდელი ყოველწლიურად სულ უფრო ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურება. ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ ახერხებს იგი ამას ერთი გადაღებიდან მეორეზე დამქანცველი ფრენებისა და დედობის პირობებში.

ირინა შეიკი რეგულარულად ჩნდება პრიალა ჟურნალების გარეკანებზე, აფორმებს სარეკლამო კონტრაქტებს მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებთან და აქტიურად არის ჩართული თავისი ქალიშვილის, ლეას, აღზრდაში. ასეთი დატვირთული დღეების მიუხედავად, მოდელი მაინც ახალგაზრდად და ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. ყველა გოგონა, რომელიც ათვალიერებს მის ფოტოებს, ალბათ სვამს კითხვას: “როგორ ახერხებს ამას?” ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ის დილას რამდენიმე გამაახალგაზრდავებელი ვაშლით იწყებს, რომელსაც შემდეგ ახალგაზრდობის ელექსირს აყოლებს, მაგრამ არა. გამოდის, რომ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია. დღეს ვისაუბრებთ ირინა შეიკის სილამაზის სამ საიდუმლოზე, რომელთა გათვალისწინებაც თქვენც შეგიძლიათ.

ყინული სახისთვის

მოდელი აღიარებს, რომ იდეალურ მოვლას ის ძალიან დიდი ხანი ეძებდა. მას შემდეგ რაც მან საბოლოოდ შეძლო თავისი სწორი რეცეპტის შემუშავება, დაიწყო მისი რეგულარულად გამოყენება პრაქტიკაში. მისი დილის რუტინის ერთ-ერთი სავალდებულო პუნქტია სახის „დაბანა“ ყინულის კუბებით. ირინა ამას კანს შეშუპების მოსაშორებლად და ფორების შესავიწროებლად აკეთებს. სხვათა შორის, ყინულის კუბები შეიძლება დამზადდეს არა მხოლოდ სუფთა წყლისგან, არამედ სხვადასხვა ხსნარებისგან, რომლებიც ხელს უწყობს კანის გაღიავებას და ანთების მოცილებას. შეიკმა აღიარა, რომ ყინულის კუბების გამოყენება დედამ ასწავლა და მას, თავის მხრივ, სურს ეს სილამაზის ხრიკი თავის ქალიშვილს გადასცეს, როდესაც ის გაიზრდება.

SPF პროდუქტები, დამატენიანებელი კრემები და სკრაბები

ირინა შეიკი ირწმუნება, რომ მოვლილი იერის საწინდარი – გამოკვებილი კანია. მოდელი გულდასმით აკონტროლებს ეპიდერმისის დატენიანებას: ის რეგულარულად სვამს ბევრ წყალს და იყენებს მისი კანის შესაფერის კრემს. სახლიდან გასვლამდე მოდელს არ ავიწყდება სახეზე SPF-ის თხელი ფენის წასმა. ის იცავს კანს მზისგან, ინარჩუნებს მის ელასტიურობას და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.

ცელულიტის პრევენციის მიზნით, ირინა სკრაბებს მიმართავს. მას ძალიან მოსწონს ყავის სკრაბი. დაფქული მარცვლების მცირე ნაწილაკები შესანიშნავად აპრიალებს კანს, აშორებს მკვდარ უჯრედებს, ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის ნარჩენებს, მტვრისა და ჭუჭყის მიკრონაწილაკებს. ასევე, კოფეინს უჯრედებიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე, ხოლო ყავის მარცვლებში შემავალი ქლოროგენის მჟავა აღადგენს ეპიდერმისის დაზიანებულ სტრუქტურას და იცავს მას UV სხივების მავნე ზემოქმედებისგან. ბუნებრივი ანტიოქსიდანტები ხელს უწყობს უჯრედებში საკუთარი კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების პროცესს. აქტიური კომპონენტების გავლენით, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და კანი შიგნიდან იწყებს ბზინვას. სკრაბის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს ფორთოხლის ქერქის მოცილებას და მისი შემდგომი გაჩენის პრევენციასაც კი! ასე რომ, ნამდვილი საგანძურია. რაც მთავარია, ფრთხილად იყავით თუ თხელი კანი გაქვთ.

პროტეინის კოქტეილები და მწვანე სმუზი

მოხდენილი სილუეტის შენარჩუნებაში მას ეხმარება არა მხოლოდ პირადი ვარჯიშის პროგრამები და სწორი კვება, არამედ სხვადასხვა გემრიელი „ფუნთუშები“ (და არა, ჩვენ საერთოდ არ ვსაუბრობთ ტკბილ ფუნთუშებზე – ისინი საერთოდ არ არის მოდელის რაციონში, უკვე ძალიან დიდი ხანია). ირინა შეიკი ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს პროტეინის კოქტეილები. თუმცა ისინი რაციონს დიდი სიფრთხილით უნდა დაემატოს. საქმე ისაა, რომ ეს სასმელები დიდ დატვირთვას ახდენს თირკმელებსა და ღვიძლზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და აკნეს გაჩენა. მოდელის კიდევ ერთი საიდუმლოა – მწვანე სმუზის ყოველდღიურად მიღება. ის შესანიშნავ გავლენას ახდენს სახისა და სხეულის კანის მდგომარეობაზე. მნიშვნელოვანი პირობა: სმუზი უნდა იყოს ახალი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მყარი საკვების შემცვლელი, არამედ მხოლოდ დამატება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს