ისინი შეიძლება დაემატოს ყოველ კვებას გაციებისა და გრიპისგან დამატებითი დაცვისთვის.
ზამთრის თვეებში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ აუცილებლად დაგემართებათ რაიმე დაავადება.
იქნება ეს გაციება, გრიპი თუ COVID-19, წლის ამ პერიოდში, ჩვენ ყველანი ბევრად უფრო დაუცველები ვართ ინფექციის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ყველა სეზონური დაავადების პრევენცია, არსებობს გზები მათით დაინფიცირების რისკის შესამცირებლად.
ერთ-ერთი ასეთი გზაა ვიტამინების მოხმარება, განსაკუთრებით C ვიტამინის, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი უპირატესობა გააჩნია.
ამ უპირატესობებს მიეკუთვნება იმუნური სისტემის მხარდაჭერა, დაღლილობის შემცირება, უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან და ჯანსაღი კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და ხრტილების შენარჩუნება.
„გრილ ამინდისა და ხანმოკლე დღეების პირობებში, დაბალანსებული დიეტა აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ჯანმრთელობას და დაგეხმარებათ მიიღოთ იმუნიტეტის გამაძლიერებელი ვიტამინები და მინერალები. ფორთოხალი ყოველთვის ასოცირდება C ვიტამინთან, მაგრამ სეზონური ბოსტნეულის დამატება, როგორიცაა ბრიუსელის კომბოსტო, ასევე გაზრდის მის მიღებას. თუ ადამიანებს უჭირთ საკმარისი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, ალტერნატიულ ვარიანტად შეიძლება განიხილოს C ვიტამინის დანამატები“, – ამბობს დიეტოლოგი იგორ სტროკოვი.
მან გააზიარა ტოპ 10 C ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რომელიც უნდა დაამატოთ თქვენს რაციონს.
ფორთოხალი
ფორთოხალი მდიდარია C ვიტამინით. სცადეთ დაამატოთ ეს გემრიელი ხილი თქვენს საუზმეს ან მოამზადოთ გემრიელი ხილის სალათი.
C ვიტამინის გარდა, ფორთოხალი ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავათი, კალციუმით და მაგნიუმით.
პომიდორი
„დაამატეთ პომიდორი სალათებს, მაკარონს და სუპებს, რათა გაზარდოთ C ვიატმინის დონე“, – თქვა ექიმმა.
ის ასევე მდიდარია ფოლიუმის მჟავათი და კალიუმით.
ბროკოლი
ბროკოლიდან C ვიტამინის მისაღებად საუკეთესო საშუალებაა მისი ჭამა უმად ან ორთქლზე მომზადებულ მდგომარეობაში, ვიდრე მოხარშულ ან შემწვარ მდგომარეობაში.
„ეს არის შესანიშნავი ბოსტნეულის გარნირი და ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას სუპებსა და სალათებში“, – განმარტავს სტროკოვი.
წიწაკა
წიწაკა ტექნიკურად ხილია და მდიდარია E, K ვიტამინებით და უჯრედისით.
მარწყვი
„კენკრა შესანიშნავი გემრიელი საჭმელია თქვენს რაციონში C ვიტამინის რაოდენობის გაზრდისთვის. დაამატეთ ფაფას ან უბრალოდ მიირთვით პირდაპირ კალათიდან გარეცხვის შემდეგ“.
კომბოსტო
კომბოსტოს ხშირად სუპერპროდუქტს უწოდებენ.
„ის შეიცავს C და E ვიტამინებს, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას“.
ბრიუსელის კომბოსტო
„ეს ბოსტნეული C და K ვიტამინის შესანიშნავი წყაროა. სცადეთ მისი მომზადება განსხვავებულად, დაუმატეთ შემწვარ ხორცს ან უმად მიირთვით სალათში“.
კარტოფილი
ალბათ კიდევ უფრო გასაკვირია, რომ კარტოფილი არის ვიტამინ C-ს, B6-ის , კალიუმის და უჯრედისის კარგი წყარო.
შავი მოცხარი
დაუმატეთ მარცვლეულს, ხილის სალათს ან იოგურტს გემრიელი ხემსისთვის.
კივი
კივი არა მხოლოდ C ვიტამინით არის მდიდარი, არამედ K ვიტამინისა და უჯრედისის კარგი წყაროა.
„შესანიშნავი დანამატი ბერძნული ან ნატურალური იოგურტისთვის ან სმუზისთვის“, დასძინა ექიმმა.
მნიშვნელოვანია! ინფორმაცია მოწოდებულია საცნობარო მიზნებისთვის. უკუჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ჰკითხეთ სპეციალისტს და არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა. დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.