ციტატები სიბრძნის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილებია, რომლებიც ღრმა გავლენას ახდენს ჩვენს აზრებსა და ქმედებებზე.
არის სიტყვები, რომლებიც სულს სწვდება, ჟრუანტელს გვგვრის. ეს ღრმა აზრები გვაიძულებს, რომ დავფიქრდეთ და გამოხმაურებას პოულობს ჩვენი არსების სიღრმეებში.
ვივიენის დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ბრძნულ ციტატებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენთვის შთაგონების მოცემა.
1. ყოველთვის აპატიეთ ადამიანური სისულელე – იმიტომ რომ ის არასოდეს არის წინასწარ განზრახული, მაგრამ არასოდეს აპატიოთ ადამიანური სიმუხთლე – იმიტომ რომ ის ყოველთვის წინასწარ განზრახულია. ტატიანა ბიჩკოვა.
2. მაშინ, როდესაც სიამაყე იმარჯვებს, ადამიანები ერთმანეთს კარგავენ. სერგეი ესენინი
სერგეი ესენინის ციტატა ხაზს უსვამს სიამაყის დამანგრეველ გავლენას ურთიერთობებზე. როდესაც ადამიანებს სიამაყე „უბინდავს თვალებს“ და მათზე იმარჯვებს, ურთიერთობები ზარალდება, ადამიანები კარგავენ ახლობელ ადამიანებს, ამბობენ საწყენ სიტყვებს, რასაც შემდეგ ხშირად ნანობენ ხოლმე. თუ ადამიანი შენთვის ძვირფასია, მაშინ ვის სჭირდება ეს სიამაყე?
3. ყველაზე უსარგებლო რამ არის სხვებისთვის ცხოვრება, როცა ისინი ამას არ ითხოვენ. რინატ ვალიულინი
4. სანამ ადამიანს ტკივილს მიაყენებ, დაფიქრდი, იქნებ ამ ტკივილმა მას მთელი ცხოვრება დაუნგრიოს. უცნობი ავტორი
ეს სიტყვები ხაზს უსვამს სხვებისთვის ზიანის მიყენების ღრმა შედეგებს და ჩვენი ქმედებების გავლენას სხვების ცხოვრებაზე.
5. გარშემომყოფებს თავაზიანად უნდა მიაფურთხოთ, თან ისე, რომ ვერ შენიშნონ, რომ აფურთხებენ. მიხაილ ლიტვაკი
6. ყველამ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ სისულელეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არასოდეს დაჭკვიანდება. ალექსანდრა მარინინა
7. უთქმელი სიტყვებისა და დაუმთავრებელი საქმეების გამო საფლავზე ყველაზე მწარე ცრემლები იღვრება. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
ადამიანები ყველაზე ხშირად გამოუთქმელ სიტყვებს ან გაუკეთებელ საქმეებს ნანობენ. ამიტომ, ყოველთვის იპოვნეთ გამბედაობა, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები, ითხოვოთ პატიება, შეურიგდეთ ვინმეს, აუხსნათ სიყვარული, გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან და ახლობლებთან ერთად.
8. ღალატის გადატანის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის არა დავიწყების უნარი, არამედ უნარი, გჯეროდეს, რომ ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის… უცნობი ავტორი
9. ვისაც ვერ სწვდებიან, თვალებითა და ჭორაობით ჭამენ. ჩეჩნური ანდაზა
თანამედროვე ცხოვრებაში, კონკურენციის მაღალი დონით და ადამიანთა სურვილით, მიიპყრონ სხვისი ყურადღება, ბევრი ადამიანი შეიძლება გახდეს მუდმივი ყურადღების, ჭორებისა და პოტენციური ზიანის მიყენების ობიექტი, რომელსაც მათ აყენებენ ისინი, ვინც უფრო სუსტია, რომელიც არ ამჟღავნებს ამგვარ მონდომებას და ვინც თავს იმკვიდრებს სხვების დამცირებისა და შეურაცხყოფის გზით.
10. თუ მშიერ ძაღლს აიყვან და გაძღომამდე აჭმევ, არ დაგკბენს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის. მარკ ტვენი
11. წესიერ ადამიანს ადვილად ამოიცნობთ იმით, თუ რაოდენ მოუხერხებლად სჩადის ცუდ საქმეებს. მიხაილ ჟვანეცკი
12. ადამიანი პოულობს დროს ყველაფრისთვის, რაც ნამდვილად სურს. ფედორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკის ციტატა ხაზს უსვამს სურვილებისა და ვალდებულებების პრიორიტეტულობას ადამიანის ცხოვრებაში. თუ ვინმეს ნამდვილად სურს ან აფასებს რაღაცას, ის იპოვის დროს და შესაძლებლობას მის მისაღწევად. რეალური პრიორიტეტები აისახება ქმედებებში და არა მხოლოდ სიტყვებში.
13. ძლიერები არ ეძებენ იმ ადამიანის შემცვლელს, ვინც მათთვის ძვირფასი იყო, არამედ პირდაპირ უყურებენ იმ სიცარიელეს, რომელიც მისი წასვლის შემდეგ შეიქმნა. სუსტი ცდილობს შეავსოს ეს სიცარიელე, მხოლოდ იმისთვის, რომ შექმნას ილუზია, რომ მათ ცხოვრებაში ცარიელი ადგილები არ არის. უცნობი ავტორი
14. ჭეშმარიტი მეგობარი წინიდან დაგარტყამთ. ოსკარ უაილდი
ნამდვილი მეგობარი ზურგში არ მოგაყენებთ დარტყმას და არ გიღალატებთ, არამედ ღიად გამოხატავს თავის წყენას, ეჭვებს და გულწრფელი იქნება თქვენთან, თუნდაც უხერხული სიმართლის თქმა მოუწიოს.
15. გამარჯვებულს ბევრი მეგობარი ჰყავს და მხოლოდ დამარცხებულს ჰყავს ნამდვილი მეგობრები. ნიკოლო მაკიაველი
16. ადამიანები თავად იქმნიან პრობლემებს – არავინ აიძულებს მათ აირჩიონ მოსაწყენი პროფესიები, დაქორწინდნენ არასწორ ადამიანებზე ან იყიდონ ცუდი ფეხსაცმელი. ფაინა რანევსკაია
ფაინა რანევსკაიას ციტატა ასახავს მის შეხედულებას პიროვნული პასუხისმგებლობისა და თითოეული ადამიანის გადაწყვეტილების შესახებ. ადამიანები საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს ისეთი არჩევანის გაკეთებით, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს მათ ნამდვილ სურვილებსა და საჭიროებებს, რადგან ეს უფრო ადვილია.
17. სინდისი ჩვეულებრივ არ ტანჯავს მათ, ვინც დამნაშავენი არიან. ერიხ მარია რემარკი.
18. გამოცდილებამ მასწავლა, რომ თუ ადამიანები შენს წინააღმდეგ აკეთებენ რაიმეს, ეს საბოლოოდ სარგებელს მოგიტანს. ინდირა განდი.
მოტყუება, ღალატი და სხვა ნეგატიური ქმედებები გარშემომყოფების მხრიდან, საბოლოოდ გამოიწვევს იმას, რომ თქვენ გახდებით უფრო ძლიერი, ბრძენი და მიიღებთ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რომელიც მოგიტანთ დადებით შედეგებს და პიროვნულ განვითარებას.
19. ხანდახან ჯობია მარტო იყო – გულს ვერავინ გატკენს.
20. არავის მისცეთ უფლება, გაგრძნობინოთ, რომ არ იმსახურებთ იმას, რაც გსურთ. ჰიტ ლეჯერი
ეს ციტატები შეიცავს ღრმა აზრებს და მარადიულ ჭეშმარიტებებს. მათ აქვთ ძალა ააფორიაქონ ჩვენი სულები, გვიბიძგონ ცვლილებებისკენ და მიზნებით სავსე ცხოვრებისკენ.