ხალიჩის ხაოს აჩეჩვის 5 საუკეთესო მეთოდი

253

ხალიჩა გრძელი ხაოთი სახლს უფრო კომფორტულს ხდის, რის გამოც ასეთ ხალიჩას თითქმის ყველა სახლში ნახავთ. სამწუხაროდ, ყველაზე სათუთად მოვლის შემთხვევაშიც კი, ინტერიერის ეს ელემენტი დროთა განმავლობაში მაინც კარგავს თავის ლამაზ იერს. თუმცა, არ უნდა მოიწყინოთ, რადგან ხალიჩის ხაოს აჩეჩვა შესაძლებელია.

ამისათვის თქვენ არ გჭირდებათ მაღაზიაში წასვლა სპეციალური ძვირადღირებული სპრეის საყიდლად. ძლიერ გათელილი ხაო შეგიძლიათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით აჩეჩოთ. ვივიენის დღევანდელ სტატიაში საკმაოდ სწრაფ, არა პრობლემურ და ძალიან ეფექტურ მეთოდებზე ვისაუბრებთ!

ხალიჩის ხაოს აჩეჩვის 5 სწრაფი მეთოდი

სიცივე

თოვლის მეშვეობით. ზამთარში ხალიჩა გაგვაქვს გარეთ. ვშლით მიწაზე (სწორი პირით ზემოთ). ხალიჩას ვასუფთავებთ თოვლით. შემდეგ თოვლს ვგვით ცოცხით. ამის შემეგ ხალიჩა კარგად უნდა დაიფერთხოს და გაშრეს.

ყინულის კუბების მეშვეობით. თუ გარეთ თოვლი არ არის, ხალიჩისთვის პირვანდელი იერის დაბრუნება კიდევ ერთი მეთოდის მეშვეობით შეგიძლიათ. ხალიჩის გადათელილ ადგილებზე მოათავსეთ ყინულის კუბები. მას შემდეგ, რაც ისინი დადნება, დაამუშავეთ ხალიჩის ზედაპირი მტვერსასრუტით.

სოდა + პეროქსიდი

აიღეთ თანაბარი პროპორციებით საცხობი სოდა, წყალბადის ზეჟანგი და თხევადი საპონი. გააზავეთ 1 ლიტრ სუფთა წყალში. მიღებული ნარევი ჩაასხით შესასხურებლიან ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. ხალიჩა დაგავეთ და მოაშორეთ ყველანაირი ჭუჭყი. შემდეგ მიღებულ ხსნარი ხალიჩას შეასხურეთ. მას შემდეგ, რაც ის მთლიანად გაშრება, ხალიჩა მყარი სავარცხლით დავარცხნეთ და ეცადეთ, რომ ხაო ამოსწიოთ. შემდეგ ხალიჩა მტვერსასრუტით დაამუშავეთ და აღფრთოვანდით შედეგით.

ძლიერი ორთქლი

თუ გაქვთ უთო ორთქლის ფუნქციით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი მეთოდი. დაავარცხნეთ ხაო ხისტი ჯაგრისის გამოყენებით. შემდეგ უთო ორთქლის რეჟიმზე გადაიყვანეთ. დაიჭირეთ იგი რბილი ზედაპირიდან 10 სმ დაშორებით. ნახევარი წუთის შემდეგ გამორთეთ ორთქლის მიწოდება. იგივე პროცედურა გაიმეორეთ 5-ჯერ, ყველა გათელილი ადგილის გავლისას.

ცხელი ჰაერი

თუ არ გაქვთ უთო ორთქლის რეჟიმით, გამოიყენეთ ჩვეულებრივი თმის ფენი. ცხელი ჰაერის ნაკადი ასევე გამოასწორებს სიტუაციას. აჩეჩეთ ხაო ხალიჩაზე ჩანგლით ან სავარცხლით. შემდეგ დაასველეთ წყლით. ხაო გააშრეთ ფენით, მიმართეთ ცხელი ჰაერი საჭირო მიმართულებით.

მარილი + სოდა

აიღეთ მარილი და სოდა 1:1 თანაფარდობით, შეურიეთ. მიღებული მშრალი ნარევი გადაანაწილეთ ხალიჩის მთელ ზედაპირზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე პრობლემურ ადგილებზე. ნარევი ხალიჩაზე დატოვეთ 5-6 საათის განმავლობაში. შემდეგ ეს ყველაფერი ფრთხილად დაგავეთ ცოცხით და რბილი საფარი მტვერსასრუტით დაამუშავეთ.

ხალიჩის ხაოს ასაჩეჩად საკვები სოდის გამოყენებით, საკმაოდ კარგ ბონუსს მიიღებთ. ამ ნივთიერების შემცველი პროდუქტები ხალიჩას არა მხოლოდ პირვანდელ იერს დაუბრუნებს, არამედ უსიამოვნო სუნსაც და ჭუჭყსაც მოაცილებს. მშვენიერი კომბინაციაა!